პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნონა წოწორია - ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე
ნონა წოწორია - ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე

ვე­რა­ფე­რი მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას ჩემს მიერ სა­მო­სა­მარ­თლეო ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე, - ამის შე­სა­ხებ სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნონა წო­წო­რი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია ნათ­ქვა­მი.

რო­გორც წო­წო­რია აღ­ნიშ­ნავს, აქვს სა­ფუძ­ვე­ლი იფიქ­როს, რომ მისი ძმის სახ­ლში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ჩხრე­კა უკავ­შირ­დე­ბა მის საქ­მი­ა­ნო­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში.

"18 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს ბა­თუმ­ში ჩემი ოჯა­ხის კუთ­ვნილ სახ­ლში, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ ჩემი ძმა, რძა­ლი და ძმის­შვი­ლე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით ამო­ღე­ბუ­ლია პის­ტო­ლე­ტი და ვაზ­ნე­ბი. ამ ნივ­თე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა ჩვენ­თვის უც­ნო­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე სხვა წევ­რის სა­კუთ­რე­ბას. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემს ძმას არას­დროს ჰქო­ნია კა­ნონ­თან რამე პრობ­ლე­მა და არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. ჩემი ოჯა­ხის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­რო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში. მსურს გან­ვა­ცხა­დო, რომ ვე­რა­ფე­რი მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას ჩემს მიერ სა­მო­სა­მარ­თლეო ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და კვლა­ვაც შე­ვი­ტან წვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში", - ნათ­ქვა­მია წო­წო­რი­ას მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ნონა წოწორია - ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე

ნონა წოწორია - ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე

ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე, - ამის შესახებ სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორიას მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც წოწორია აღნიშნავს, აქვს საფუძველი იფიქროს, რომ მისი ძმის სახლში ჩატარებული ჩხრეკა უკავშირდება მის საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში.

"18 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში", - ნათქვამია წოწორიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ