საზოგადოება
მსოფლიო

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოსამართლე ნონა წოწორია განცხადებას ავრცელებს
მოსამართლე ნონა წოწორია განცხადებას ავრცელებს

სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე ნონა წო­წო­რია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს. "18 მა­ისს, და­ახ­ლო­ე­ბით 19:00 სა­ათ­ზე, კრი­მი­ნა­ლუ­რი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რეს ბა­თუმ­ში ჩემი ოჯა­ხის კუთ­ვნილ სახ­ლში, სა­დაც ცხოვ­რო­ბენ ჩემი ძმა, რძა­ლი და ძმის­შვი­ლე­ბი. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ამო­ღე­ბუ­ლია პის­ტო­ლე­ტი და ვაზ­ნე­ბი. ამ ნივ­თე­ბის წარ­მო­მავ­ლო­ბა ჩვენ­თვის უც­ნო­ბია და შე­სა­ბა­მი­სად, ისი­ნი არ წარ­მო­ად­გე­ნენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე სხვა წევ­რის სა­კუთ­რე­ბას. აქვე აღ­ვნიშ­ნავ, რომ ჩემს ძმას არას­დროს ჰქო­ნია კა­ნონ­თან რამე პრობ­ლე­მა და არ არის ნა­სა­მარ­თლე­ვი. ჩემი ოჯა­ხის­თვის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პა­ტი­ოს­ნე­ბა, შრო­მის­მოყ­ვა­რე­ო­ბა და კა­ნონ­მორ­ჩი­ლე­ბა ყო­ველ­თვის იყო, არის და იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი.

მაქვს სა­ფუძ­ვე­ლი ვი­ფიქ­რო, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბე­ბი უკავ­შირ­დე­ბა ჩემს საქ­მი­ა­ნო­ბას ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა და თა­ვი­სუფ­ლე­ბა­თა დაც­ვის ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში. მსურს გან­ვა­ცხა­დო, რომ ვე­რა­ფე­რი მო­ახ­დენს გავ­ლე­ნას ჩემს მიერ სა­მო­სა­მარ­თლეო ფუნ­ქცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე და კვლა­ვაც შე­ვი­ტან წვლილს სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ის და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის გან­მტკი­ცე­ბის საქ­მე­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ოთარ წო­წო­რი­ას სახ­ლი­დან ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი და სხვა­დას­ხვა კა­ლიბ­რის ვაზ­ნე­ბია ამო­ღე­ბუ­ლი. უწყე­ბის გან­მარ­ტე­ბით, ბა­თუმ­ში, წო­წო­რი­ას ბი­ნის ჩხრე­კა ად­ვო­კა­ტის თან­დას­წრე­ბით ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და. მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, და­ი­ნიშ­ნე­ბა შე­სა­ბა­მი­სი ექ­სპერ­ტი­ზა. გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 236-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნას, შე­ნახ­ვას, ტა­რე­ბას, დამ­ზა­დე­ბას, გა­და­ზიდ­ვას, გა­დაგ­ზავ­ნას ან გა­სა­ღე­ბას გუ­ლის­ხმობს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

მოსამართლე ნონა წოწორია განცხადებას ავრცელებს

მოსამართლე ნონა წოწორია განცხადებას ავრცელებს

სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლე ნონა წოწორია განცხადებას ავრცელებს. "18 მაისს, დაახლოებით 19:00 საათზე, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა ჩხრეკა ჩაატარეს ბათუმში ჩემი ოჯახის კუთვნილ სახლში, სადაც ცხოვრობენ ჩემი ძმა, რძალი და ძმისშვილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ამოღებულია პისტოლეტი და ვაზნები. ამ ნივთების წარმომავლობა ჩვენთვის უცნობია და შესაბამისად, ისინი არ წარმოადგენენ ჩემი ძმის ან ჩემი ოჯახის რომელიმე სხვა წევრის საკუთრებას. აქვე აღვნიშნავ, რომ ჩემს ძმას არასდროს ჰქონია კანონთან რამე პრობლემა და არ არის ნასამართლევი. ჩემი ოჯახისთვის თავისუფლება, პატიოსნება, შრომისმოყვარეობა და კანონმორჩილება ყოველთვის იყო, არის და იქნება მთავარი ღირებულებები.

მაქვს საფუძველი ვიფიქრო, რომ აღნიშნული ქმედებები უკავშირდება ჩემს საქმიანობას ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში. მსურს განვაცხადო, რომ ვერაფერი მოახდენს გავლენას ჩემს მიერ სამოსამართლეო ფუნქციების განხორციელებაზე და კვლავაც შევიტან წვლილს საქართველოში დემოკრატიის და ადამიანის უფლებების განმტკიცების საქმეში", - ნათქვამია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოთარ წოწორიას სახლიდან ცეცხლსასროლი იარაღი და სხვადასხვა კალიბრის ვაზნებია ამოღებული. უწყების განმარტებით, ბათუმში, წოწორიას ბინის ჩხრეკა ადვოკატის თანდასწრებით ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. მათივე ინფორმაციით, დაინიშნება შესაბამისი ექსპერტიზა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, დამზადებას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან გასაღებას გულისხმობს.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ