პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთი დღე ჭიათურელ მაღაროელებთან - რას ყვებიან უმძიმეს ყოფაზე მეშახტეები
ერთი დღე ჭიათურელ მაღაროელებთან - რას ყვებიან უმძიმეს ყოფაზე მეშახტეები

ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა ყვე­ლა­ზე რბი­ლი ნათ­ქვა­მია იმ სა­ცო­და­ო­ბას­თან შე­და­რე­ბით, რაც ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ტრი­ა­ლებს.

წი­ა­ღი­სე­უ­ლია და რა­საკ­ვირ­ვე­ლია უნდა ამო­ი­ღონ, მაგ­რამ ესე­ნი რა­საც აკე­თე­ბენ, ბარ­ბა­რო­სო­ბაა და მეტი არა­ფე­რი - მე­უბ­ნე­ბა 60 წელს გა­და­ცი­ლე­ბუ­ლი თა­მაზ ბუხ­რაშ­ვი­ლი და მან­ქა­ნას ცო­ფის გა­ჩე­რე­ბას­თან მი­ჩე­რებს. დამ­შვი­დო­ბე­ბი­სას მე­უბ­ნე­ბა, რომ უკა­ნას­კნე­ლი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ჭი­ა­თუ­რა 1944 წლის სტა­ლინ­გრადს და­ემ­სგავ­სა და იმედს გა­მოთ­ქვამს, რომ ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბა მა­ინც მო­ეს­წრე­ბა ვი­თა­რე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას.

სა­ბა­გი­რო­ზე ავ­დი­ვარ. შევ­ნიშ­ნე, რომ ჩემი უკა­ნას­კნე­ლი ვი­ზი­ტის შემ­დეგ, სა­ბა­გი­როს შე­ნო­ბა შეც­ვლი­ლა - შე­უ­თეთ­რე­ბი­ათ, სიძ­ვე­ლის­გან დამ­პა­ლი კა­რე­ბე­ბი გა­მო­უც­ვლი­ათ და მწვა­ნე ფრად შე­უ­ღე­ბავთ. ამ პა­ტა­რა ნა­გე­ბო­ბის და­ნახ­ვი­სას ვი­ფიქ­რე, რომ თა­მაზ ბუხ­რაშ­ვი­ლის იმე­დი შე­იძ­ლე­ბა მარ­თლაც გა­მარ­თლე­ბუ­ლი­ყო და მო­მა­ვალ თა­ო­ბას სხვა­ნა­ი­რი ჭი­ა­თუ­რა ენა­ხა. თუმ­ცა... ერთი სა­ბა­გი­რო­დან მე­ო­რე­ზე გა­დავ­დი­ვარ. სიძ­ვე­ლის­გან გვერ­დზე გა­დარ­წე­ულ ამ ხის ნა­გე­ბო­ბას, აქა-იქ ფიც­რე­ბი შე­მოც­ლი აქვს და მი­უჩ­ვე­ველ ადა­მი­ან­ში ნდო­ბას სა­ერ­თო­დაც არ იწ­ვევს.

კა­ბი­ნა­ში ჩა­საჯ­დო­მად ხის კი­ბე­ზე ავ­დი­ვარ და ვხვდე­ბი, რომ თუ ფეხს უად­გი­ლო ად­გი­ლას დავ­დგამ, შე­საძ­ლოა, ამ ფიც­რის ია­ტაკ­მა ვერ გა­მიძ­ლოს და ჩა­იმ­ტვრას, ჩა­ვარ­დნი­სას კი ნამ­დვი­ლად კლდის ფერ­დობ­ზე და­ვეშ­ვე­ბი. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩემი შიში არ გა­მარ­თლდა და კი­დევ ერთი სა­ბა­გი­რო ხა­ზის გავ­ლის შემ­დეგ, ითხვი­სის მა­ღა­როს­თან მივ­დი­ვარ.

ახ­ლად­და­ნიშ­ნულ სპე­ცი­ა­ლურ მმარ­თველ­თან და­კავ­ში­რე­ბის მრავ­ლო­ბი­თი, თუმ­ცა, უშე­დე­გო მცდე­ლო­ბის შემ­დეგ, მა­ღა­როს­თან მის­ვლის მო­მენ­ტის­თვის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შეს­ვლის ნე­ბარ­თვა და შე­სა­ბა­მი­სი საშ­ვი ჯერ კი­დევ არ მაქვს, ამი­ტომ გეზს სოფ­ლის­კენ ვი­ღებ, რო­მელ­საც სულ მცი­რე ერთი კი­ლო­მეტ­რი მა­შო­რებს.

სირ­თუ­ლეს ის წარ­მო­ედ­გენს, რომ ითხვი­სის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა აღ­მარ­თზე დევს, თა­ნაც ის ქვი­ა­ნი და უს­წორ­მას­წო­როა, რაც ჩვე­უ­ლებ­რივ­ზე ორ­ჯერ მეტ დრო­სა და ენერ­გი­ას გარ­თმევს. სოფ­ლის­კენ სამ­გზავ­რო ავ­ტო­ბუ­სი ან სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სი არ გა­და­ად­გილ­დე­ბა, ჭი­ა­თუ­რი­დან მო­მა­ვა­ლი მგზავ­რის ერ­თა­დერ­თი იმე­დი მა­ღა­რო­ე­ლე­ბის სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სია, რო­მე­ლიც 8 სა­ათ­ში ერთხელ და­დის.

ჯერ ორი სა­ა­თია, ვიცი რომ ტრან­სპორ­ტი არ გა­მო­ივ­ლის, ამი­ტომ გზას ფე­ხით მი­ვუყ­ვე­ბი. ნაწ­ვი­მა­რია და გუ­ბე­ე­ბის­თვის თა­ვის არი­დე­ბა დიდ სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს.

ითხვის­ში მას­პინ­ძე­ლი მხვდე­ბა და სახ­ლის­კენ მი­მი­ძღვე­ბა, ცო­ტას ვსა­უბ­რობთ შემ­დეგ კი ვამ­ჩნევ რომ მისი მთე­ლი ყუ­რა­დღე­ბა ჭიშ­კრზე გა­და­დის. მზე­რა სა­ა­თი­დან კა­რის­კენ, კა­რი­დან კი სა­ა­თის­კენ დრო­გა­მოშ­ვე­ბით ინ­სტინ­ქტუ­რად გა­და­აქვს და ასე გრძელ­დე­ბა იქამ­დე სა­ნამ, ქუ­ჩი­დან მარ­შუტ­კის ხმა არ მო­დის. უკვე იცის, რომ მის­მა მე­უღ­ლემ მუ­შა­ო­ბა და­ას­რუ­ლა და სხვა მა­ღა­რო­ე­ლებ­თან ერ­თად, სახ­ლში ბრუნ­დე­ბა, თუმ­ცა მის სა­ხე­ზე ნამ­დვილ შვე­ბას მა­შინ ვხე­დავ, როცა კარი იხ­სნე­ბა და ბა­ტო­ნი გი­ორ­გი (სა­ხე­ლი შეც­ვლი­ლია) სახ­ლში შე­მო­დის წა­ი­კი­თხეთ გაგ­რძე­ლე­ბა

ერთი დღე ჭიათურელ მაღაროელებთან - რას ყვებიან უმძიმეს ყოფაზე მეშახტეები

ერთი დღე ჭიათურელ მაღაროელებთან - რას ყვებიან უმძიმეს ყოფაზე მეშახტეები

ეკოლოგიური კატასტროფა ყველაზე რბილი ნათქვამია იმ საცოდაობასთან შედარებით, რაც ამ ტერიტორიაზე ტრიალებს.

წიაღისეულია და რასაკვირველია უნდა ამოიღონ, მაგრამ ესენი რასაც აკეთებენ, ბარბაროსობაა და მეტი არაფერი - მეუბნება 60 წელს გადაცილებული თამაზ ბუხრაშვილი და მანქანას ცოფის გაჩერებასთან მიჩერებს. დამშვიდობებისას მეუბნება, რომ უკანასკნელი საუკუნის განმავლობაში, ჭიათურა 1944 წლის სტალინგრადს დაემსგავსა და იმედს გამოთქვამს, რომ ახალგაზრდა თაობა მაინც მოესწრება ვითარების გამოსწორებას.

საბაგიროზე ავდივარ. შევნიშნე, რომ ჩემი უკანასკნელი ვიზიტის შემდეგ, საბაგიროს შენობა შეცვლილა - შეუთეთრებიათ, სიძველისგან დამპალი კარებები გამოუცვლიათ და მწვანე ფრად შეუღებავთ. ამ პატარა ნაგებობის დანახვისას ვიფიქრე, რომ თამაზ ბუხრაშვილის იმედი შეიძლება მართლაც გამართლებულიყო და მომავალ თაობას სხვანაირი ჭიათურა ენახა. თუმცა... ერთი საბაგიროდან მეორეზე გადავდივარ. სიძველისგან გვერდზე გადარწეულ ამ ხის ნაგებობას, აქა-იქ ფიცრები შემოცლი აქვს და მიუჩვეველ ადამიანში ნდობას საერთოდაც არ იწვევს.

კაბინაში ჩასაჯდომად ხის კიბეზე ავდივარ და ვხვდები, რომ თუ ფეხს უადგილო ადგილას დავდგამ, შესაძლოა, ამ ფიცრის იატაკმა ვერ გამიძლოს და ჩაიმტვრას, ჩავარდნისას კი ნამდვილად კლდის ფერდობზე დავეშვები. საბედნიეროდ, ჩემი შიში არ გამართლდა და კიდევ ერთი საბაგირო ხაზის გავლის შემდეგ, ითხვისის მაღაროსთან მივდივარ.

ახლადდანიშნულ სპეციალურ მმართველთან დაკავშირების მრავლობითი, თუმცა, უშედეგო მცდელობის შემდეგ, მაღაროსთან მისვლის მომენტისთვის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა და შესაბამისი საშვი ჯერ კიდევ არ მაქვს, ამიტომ გეზს სოფლისკენ ვიღებ, რომელსაც სულ მცირე ერთი კილომეტრი მაშორებს.

სირთულეს ის წარმოედგენს, რომ ითხვისისკენ მიმავალი გზა აღმართზე დევს, თანაც ის ქვიანი და უსწორმასწოროა, რაც ჩვეულებრივზე ორჯერ მეტ დროსა და ენერგიას გართმევს. სოფლისკენ სამგზავრო ავტობუსი ან სამარშრუტო ტაქსი არ გადაადგილდება, ჭიათურიდან მომავალი მგზავრის ერთადერთი იმედი მაღაროელების სამარშრუტო ტაქსია, რომელიც 8 საათში ერთხელ დადის.

ჯერ ორი საათია, ვიცი რომ ტრანსპორტი არ გამოივლის, ამიტომ გზას ფეხით მივუყვები. ნაწვიმარია და გუბეებისთვის თავის არიდება დიდ სირთულეს წარმოადგენს.

ითხვისში მასპინძელი მხვდება და სახლისკენ მიმიძღვება, ცოტას ვსაუბრობთ შემდეგ კი ვამჩნევ რომ მისი მთელი ყურადღება ჭიშკრზე გადადის. მზერა საათიდან კარისკენ, კარიდან კი საათისკენ დროგამოშვებით ინსტინქტურად გადააქვს და ასე გრძელდება იქამდე სანამ, ქუჩიდან მარშუტკის ხმა არ მოდის. უკვე იცის, რომ მისმა მეუღლემ მუშაობა დაასრულა და სხვა მაღაროელებთან ერთად, სახლში ბრუნდება, თუმცა მის სახეზე ნამდვილ შვებას მაშინ ვხედავ, როცა კარი იხსნება და ბატონი გიორგი (სახელი შეცვლილია) სახლში შემოდის წაიკითხეთ გაგრძელება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი