პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლს ჩხრეკენ
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლს ჩხრეკენ

სტრას­ბურ­გის ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლის ნონა წო­წო­რი­ას ძმის სახ­ლში, ბა­თუმ­ში ჩხრე­კა მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რი, დე­პუ­ტა­ტი ოთო კა­ხი­ძე ავ­რცე­ლებს.

"მო­მა­წო­დეს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ქარ­თვე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ჩხრე­კენ ნონა წო­წო­რი­ას ძმის სახ­ლს, ბა­თუმ­ში. საქ­მის კურ­სში არი­ან არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის აპა­რა­ტი.

რო­გორც იცით, ნონა წო­წო­რია არის მოქ­მე­დი მო­სა­მარ­თლე სა­ქარ­თვე­ლო­დან ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში, სტრას­ბურ­გში.

იგი მო­ნა­წი­ლე­ობს იმ საქ­მე­ე­ბის გან­ხილ­ვა­ში, რო­მე­ლიც სე­რი­ო­ზულ დის­კომ­ფორ­ტს უქ­მნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას - მათ შო­რი­საა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მე­ე­ბი.

მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის საქ­მე­ზე 8 მო­სა­მარ­თლის­გან შემ­დგარ­მა სექ­ცი­ამ ერ­თხმად და­ად­გი­ნა ევ­რო­კონ­ვენ­ცი­ის მე-18 და მე-5 მუხ­ლე­ბის დარ­ღვე­ვა, რაც გა­სა­ჩივ­რდა დიდ პა­ლა­ტა­ში და ვე­ლო­დე­ბით სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ასე­ვე დას­კვნით ეტაპ­ზეა გიგი უგუ­ლა­ვას საქ­მე. გან­ხილ­ვის პრო­ცეს­შია რუს­თა­ვი ორის საქ­მეც, სა­დაც მე­ო­თხე სექ­ცი­ამ ერ­თხმად შე­ა­ჩე­რა სა­ქარ­თვე­ლოს უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა.

ამ პი­რო­ბებ­ში სტრას­ბურ­გში სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლის ოჯა­ხის წევ­რის სახ­ლის ჩხრე­კა ბა­დებს სე­რი­ო­ზულ ეჭვს, რომ შე­საძ­ლოა ად­გი­ლი ჰქონ­დეს შუ­რის­ძი­ე­ბას ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, ან მცდე­ლო­ბას, ზე­წო­ლა მო­ახ­დი­ნონ მო­სა­მარ­თლე­ზე.

ამ­გვა­რი უაღ­რე­სად სა­ეჭ­ვო ფაქ­ტე­ბის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქამ­დეც სმე­ნია, მხედ­ვე­ლო­ბა­ში მაქვს ზე­წო­ლა სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებ­ზე, უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის ამა­ნა­თე­ბის გაგ­ზავ­ნა, და ა.შ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შე­ვახ­სე­ნებ, რომ ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პულ სა­სა­მარ­თლო­ში გა­და­ა­წყვე­ტი­ლე­ბას ერ­თპი­როვ­ნუ­ლად არ იღებს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სა­მარ­თლე, არა­მედ იგი სა­ვალ­დე­ბუ­ლო წე­სით მო­ნა­წი­ლე­ობს საქ­მე­თა კო­ლე­გი­ურ გან­ხილ­ვა­ში.

ასე­თი ქმე­დე­ბე­ბით ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ევ­რო­პუ­ლი სა­სა­მარ­თლოს მო­სა­მარ­თლე­ებს ვერ და­ა­ში­ნე­ბენ, პი­რი­ქით, გა­ამ­ყა­რე­ბენ მო­საზ­რე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა არის პო­ლი­ტი­კუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ია­რა­ღი - ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სა და უკა­ნო­ნო დევ­ნი­სათ­ვის", - აცხა­დებს ოთარ კა­ხი­ძე.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლს ჩხრეკენ

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავები მოსამართლე ნონა წოწორიას ძმის სახლს ჩხრეკენ

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლის ნონა წოწორიას ძმის სახლში, ბათუმში ჩხრეკა მიმდინარეობას. ამის შესახებ ინფორმაციას "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი, დეპუტატი ოთო კახიძე ავრცელებს.

"მომაწოდეს ინფორმაცია, რომ ქართველი სამართალდამცავები ჩხრეკენ ნონა წოწორიას ძმის სახლს, ბათუმში. საქმის კურსში არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის აპარატი.

როგორც იცით, ნონა წოწორია არის მოქმედი მოსამართლე საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სტრასბურგში.

იგი მონაწილეობს იმ საქმეების განხილვაში, რომელიც სერიოზულ დისკომფორტს უქმნის ხელისუფლებას - მათ შორისაა ვანო მერაბიშვილის და გიგი უგულავას საქმეები.

მოგეხსენებათ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე 8 მოსამართლისგან შემდგარმა სექციამ ერთხმად დაადგინა ევროკონვენციის მე-18 და მე-5 მუხლების დარღვევა, რაც გასაჩივრდა დიდ პალატაში და ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე დასკვნით ეტაპზეა გიგი უგულავას საქმე. განხილვის პროცესშია რუსთავი ორის საქმეც, სადაც მეოთხე სექციამ ერთხმად შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება.

ამ პირობებში სტრასბურგში საქართველოს მოსამართლის ოჯახის წევრის სახლის ჩხრეკა ბადებს სერიოზულ ეჭვს, რომ შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შურისძიებას ხელისუფლების მხრიდან, ან მცდელობას, ზეწოლა მოახდინონ მოსამართლეზე.

ამგვარი უაღრესად საეჭვო ფაქტების შესახებ საზოგადოებას აქამდეც სმენია, მხედველობაში მაქვს ზეწოლა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისთვის ამანათების გაგზავნა, და ა.შ. ხელისუფლებას შევახსენებ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გადააწყვეტილებას ერთპიროვნულად არ იღებს საქართველოს მოსამართლე, არამედ იგი სავალდებულო წესით მონაწილეობს საქმეთა კოლეგიურ განხილვაში.

ასეთი ქმედებებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეებს ვერ დააშინებენ, პირიქით, გაამყარებენ მოსაზრებას, რომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა არის პოლიტიკური ხელისუფლების იარაღი - ანგარიშსწორებისა და უკანონო დევნისათვის", - აცხადებს ოთარ კახიძე.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ