ავტორი:

როგორ მოაწყო მეტეხელმა ბიჭმა 20 ლარად ზღაპრული ეზო - "ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფოტოებს იღებენ..."

როგორ მოაწყო მეტეხელმა ბიჭმა 20 ლარად ზღაპრული ეზო - "ძალიან ბევრი ადამიანი მოდის და ფოტოებს იღებენ..."

კასპის რაიონის სოფელ მეტეხში მცხოვრები ლაშა ზუბიაშვილის ეზოს ფოტოებმა, რომელიც ფოტოგრაფმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე განათავსა, უამრავი ადამიანის ყურადღება მიიპყრო. მალე მისი ეზოს დათვალიერების სურვილი უცხო ადამიანებმაც გამოთქვეს.

ლაშა საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ და გირჩევთ, როგორ შეიძლება ჩვეულებრივი ეზოს მხატვრულად მოწყობა მინიმალური ფინანსური დანახარჯით.

- კასპის რაიონში სოფელ მეტეხში ვცხოვრობ მშობლებთან და ძმასთან ეთად... ეზოში ორი შინდის ხე გვაქვს, 40 წლის წინ დარგო პაპაჩემმა და დღეს ორსართულიანი შენობის სიმაღლეა ორივე... ყოველთვის ძალიან მომწონდა ეს შინდის ხეები და მომინდა, მათ გარშემო ლამაზი გარემო შემექმნა. შარშან ხეების ძირში ჯერ ქვევრები დავაწყვე, რომლებიც მეზობლებმა მაჩუქეს. ქვევრები რომ ძალიან მოუხდა, მერე ურმის თვლებიც მივამატე, რომელიც ასევე მეზობელმა მაჩუქა...

თანდათან მივამატე დოქები და თიხის ჭურჭელი, რომლებიც მანამდე სათავსოში იყო გადანახული და არავინ არაფერში იყენებდა. შემდეგ კოინდარი დავთესე, კარგი ბალახი რომ ყოფილიყო და ამ ყველაფრიდან მხოლოდ კოინდარის თესლი შევიძინე, რომელიც ოცი ლარი დამიჯდა... ქვებიც თვითონ მოვზიდე, ქვების ბილიკია და მორები სადაც მიწყვია, იქაც დავალაგე, ხალხმა რომ ბალახს ფეხი არ დაადგას და დააზიანოს... შევატყვე რომ სასიამოვნო იყო ასეთ გარემოში ყოფნა და ჰამაკიც დავკიდე.

- ძალიან ლამაზია თქვენი ეზო, მაგრამ ყვავილები არსად ჩანს...

- დიახ, ყვავილები არ არის, რადგან ვერაფრით გავახარე. ეზოში ჩრდილია და ეს უშლის ხელს. ხელოვნური ყვავილები მაქვს კალათებით დადებული. ვინაიდან ჩრდილში ძალიან რთულია ყვავილების გახარება. ვაპირებ საგანგებოდ ისეთი ჯიშის ყვავილები შევარჩიო, რომლებიც ყველანაირ პირობებში ხარობენ... მსურს ყვავილები ბალახებში ადგილ-ადგილ ჩავრგო... ჩიტებისთვის პატარა ქოხები მაქვს, სადაც ჩიტები მართლაც ცხოვრობენ... განაგრძეთ კითხვა + იხილეთ ფოტოები

„ალტერბრიჯი“ - ახალი სიტყვა განათლების სფეროში

"კორონავირუსის 9 შემთხვევაა დადასტურებული, საგანგაშო ვითარება არაა" - ყაზბეგის მერი ეპიდვითარებაზე

გადადის თუ არა საკვებით და გაყინული პროდუქტით კორონავირუსი? - თამარ გაბუნიას კომენტარი