ყიფშიძის ქუჩაზე მოკლული, ავტოსახელოსნოს თანამშრომლის, რამაზ მჭედლიშვილის მკვლელობაში ბრალდებულ კონსტანტინე ლაშქარაშვილს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ პირს, პაატა ხოფერიას 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი დარახველიძემ გამოაცხადა.
პროცესს ორივე მხარის ახლობლები ესწრებოდნენ.
რამაზ მჭედლიშვილი ყიფშიძის ქუჩაზე 2016 წლის 5 სექტემბერს მოკლეს. ბოროტმოქმედმა მას ავტოსახელოსნოსთან ცეცხლსასროლი იარაღით რაიმდენიმე ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მჭედლიშვილის საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
მოგვიანებით, შსს-მ რამაჭ მჭედლიშვილის მკვლელობის ბრალდებით კონსტანტინე ლაშქარაშვილი დააკავა. დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს ასევე პაატა ხოფერია, რომელიც მკვლელობის მომენტში ლაშქარაშვილთან ერთად იმყოფებოდა.