ყველაფერი ვიცით ომზე? ისტორიკოსთა შორისაც კი ცოტაა ისეთი სპეციალისტი, ვინც ამ შეკითხვას ამომწურავად გასცემს პასუხს. შეგვიძლია, განვიხილოთ რამდენიმე პატარა ზამბარა, რომლის გარეშეც ომის მექანიზმი მუშაობას ვერ შეძლებდა.
თამბაქოს საქმე
გამონათქვამი - "მსოფლიოს ყალიონის მოწევა" ბევრისთვის მორიგების სიმბოლოდაა მიჩნეული. არადა, თამბაქო თავის ისტორიულ სამშობლოში ომისგან განუყოფელი გახლდათ. ის ძველთაგანვე ითვლებოდა ბრძოლისა და ნადირობის მფარველ სულთა მცენარედ და ომის ერთ-ერთ პირველ მამოძრავებელ საშუალებად იყო აღიარებული. აცტეკებს, რომლებსაც ომის ღმერთად უიცილოპოჩტლი ჰყავდათ, ბრძოლის დაწყების წინ, მასთან შესაწირად თამბაქოს ფოთლები მიჰქონდათ. თამბაქოს წვენი (სხვა უცნობ ნაზავებთან ერთად) ინდიელ მეომრებში მრისხანებასა და სიგიჟეს იწვევდა და მათში ბრძოლის განწყობას აათკეცებდა.
ევროპაში თამბაქო XVI საუკუნეში მოხვდა, მაგრამ დიდი ხნის მანძილზე სამკურნალო მცენარედ ითვლებოდა. მხოლოდ პირველი მსოფლიო ომის დროს, სიგარეტის გაჩენის შემდეგ, ის ჯარისკაცთა რაციონის ნაწილად და ნერვების დასამშვიდებელ საშუალებად გადაიქცა. სწორედ მაშინ, ამერიკის შეერთებული შტატების არმიის გენერალმა ჯონ ჯოზეფ პერშინგმა, რომელმაც თამბაქოს მნიშვნელობა შეიცნო, განაცხადა: - "თქვენ მკითხავთ, რა არის საჭირო ამ ომში გამარჯვებისთვის? მე გეტყვით: თამბაქო და ტყვიები. თამბაქო ყოველდღიურადაა აუცილებელი. ჩვენ ყოველგვარი შეფერხებების გარეშე, ათასობით ტონა თამბაქო გვესაჭიროება".
ასე შევიდა თამბაქო მსოფლიოს 38 ქვეყნის შეიარაღებაში; განსაკუთრებით, ანტანტისა და ლიდერი სახელმწიფოების არმიებში. ჯარისკაცების მცირე რაოდენობა, რომელიც ფრონტიდან ბრუნდებოდა, უკვე ჩამოყალიბებული მწეველი იყო. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, თამბაქოს გარეშე არც ერთი კონფლიქტი აღარ მოგვარებულა. თუმცაღა, უნდა ითქვას, რომ მეომრები ამ მცენარეს ნახევრად უგონო მკვლელებად არ გადაუქცევია. ის მხოლოდ სიცივისგან კი არ იცავდა მებრძოლებს, შიმშილის გრძნობასაც თრგუნავდა. მაგრამ თამბაქოს მოწევის მიდრეკილება გენებში ჩაიდო, რამაც ძლიერ დამოკიდებული გახადა იმ ქვეყნების მოსახლეობაც, რომლებსაც ომმა გვერდი ვერ აუარა.
"კოკა-კოლა" ფრონტზე მიდის
მეომრებში თამბაქოს მოწევის გავრცელებამდე, დიდი ხნით ადრე, მებრძოლი სულის ასამაღლებელ საშუალებად არაყი გამოიყენებოდა. თუმცა მას არავითარი სტრატეგიული სარგებელი არ მოჰქონდა - მთვრალი ჯარისკაცები სისხარტესა და მოხერხებულობას კარგავდნენ. მაგრამ მალე, ბრძოლაში უფრო მეტად ეფექტიანი, იმ დროისთვის, უსახელო სასმელი შემოვიდა. მისი დებიუტი 1870-1871 წლების ფრანკო-პრუსიის ომის დროს შედგა. მაშინ ფრანგები იმ კაკლის საოცარ თვისებებს დაეყრდნენ, რაც მათ აფრიკაში, საომარი ლაშქრობების დროს, მკვიდრი მოსახლეობის მეომრებზე დაკვირვების შედეგად შენიშნეს... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე