1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საქართველოში ყველასათვის ცნობილი საბავშვო ბრენდი ბასტი-ბუბუ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დიდ კონცერტს აწყობს.
წითელი ხალიჩა, ესტრადის ვარსკვლავები, ცნობილი კომპოზიტორების ჰიტები, 25 წლის განმავლობაში ყველაზე წარმატებული საბავშვო სატელევიზიო გადაცემების გმირები და პროექტები, ფერადი დეკორაცია, კოსტიუმირებული სანახაობა და ბასტი-ბუბუს ვარსკვლავის გახსნა - ეს ყველაფერი 1 ივნისს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გელოდებათ.