მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე
რა კომენტარს აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე

"არ ვცნობთ ფორ­მატს, რო­მელ­შიც ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ონ­ში" - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის უმაღ­ლე­სი წარ­მო­მად­გენ­ლის, ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის ოფის­ში გა­ნუ­ცხა­დეს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უს­მა" ფე­დე­რი­კა მო­გე­რი­ნის ოფისს ბრი­უ­სელ­ში შე­კი­თხვით მი­მარ­თა, რო­მე­ლიც სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ზი­სე­ბის სა­კი­თხებ­ში ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის, ჰერ­ბერტ ზალ­ბე­რის მიერ "სამ­ხრეთ ოსე­თის" დე ფაქ­ტო პრე­ზი­დენტ ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლო­ვის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მი­ლოც­ვას შე­ე­ხე­ბო­და.

"ევ­რო­კავ­ში­რი სრუ­ლად და აქ­ტი­უ­რად უჭერს მხარს სა­ქარ­თვე­ლოს სუ­ვე­რე­ნი­ტეტ­სა და ტე­რი­ტო­რი­ულ მთლი­ა­ნო­ბას სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აღი­ა­რე­ბულ სა­ზღვრებ­ში. შე­სა­ბა­მი­სად, არ ვცნობთ ფორ­მატს, რო­მელ­შიც ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და სა­ქარ­თვე­ლოს სე­პა­რა­ტის­ტულ სამ­ხრეთ ოსე­თის რე­გი­ონ­ში. ევ­რო­კავ­ში­რი ასე­ვე იღწ­ვის სა­ქარ­თვე­ლო­ში კონ­ფლიქ­ტის მშვი­დო­ბი­ა­ნი მოგ­ვა­რე­ბის­თვის, მათ შო­რის ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რე­ო­ბის გზით. ეს პრინ­ცი­პე­ბი ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის მან­და­ტი­სა და საქ­მი­ა­ნო­ბის სა­ფუძ­ვე­ლია", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ევ­რო­კავ­ში­რის სა­გა­რეო და უსაფრ­თხო­ე­ბის პო­ლი­ტი­კის სა­კი­თხებ­ში პრესმდი­ვან­მა მაია კო­ჟი­ან­ჩიჩ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ევ­რო­კავ­ში­რის სპე­ცი­ა­ლურ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ა­სა და სა­ქარ­თვე­ლოს კრი­ზი­სე­ბის სა­კი­თხებ­ში ჰერ­ბერტ ზალ­ბერ­მა, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ჟე­ნე­ვის დის­კუ­სი­ე­ბის თა­ნა­თავ­მჯდო­მა­რეა, ოკუ­პი­რე­ბულ სამ­ხრეთ ოსეთ­ში ვი­ზი­ტი­სას ანა­ტო­ლი ბი­ბი­ლოვს ე.წ. საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა მი­უ­ლო­ცა. აღ­ნიშ­ნულს თბი­ლის­ში მწვა­ვე რე­აქ­ცი­ე­ბი მოჰ­ყვა. სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ბრი­უ­სე­ლი­დან სა­თა­ნა­დო რე­ა­გი­რე­ბას ელო­დე­ბა.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა კომენტარს აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე

რა კომენტარს აკეთებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჰერბერტ ზალბერის განცხადებაზე

"არ ვცნობთ ფორმატს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში" - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ფედერიკა მოგერინის ოფისში განუცხადეს.

"ინტერპრესნიუსმა" ფედერიკა მოგერინის ოფისს ბრიუსელში შეკითხვით მიმართა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, ჰერბერტ ზალბერის მიერ "სამხრეთ ოსეთის" დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვას შეეხებოდა.

"ევროკავშირი სრულად და აქტიურად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. შესაბამისად, არ ვცნობთ ფორმატს, რომელშიც ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა საქართველოს სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონში. ევროკავშირი ასევე იღწვის საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეობის გზით. ეს პრინციპები ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის მანდატისა და საქმიანობის საფუძველია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში პრესმდივანმა მაია კოჟიანჩიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს კრიზისების საკითხებში ჰერბერტ ზალბერმა, რომელიც ამავდროულად ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეა, ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში ვიზიტისას ანატოლი ბიბილოვს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. აღნიშნულს თბილისში მწვავე რეაქციები მოჰყვა. საქართველოს ხელისუფლება ბრიუსელიდან სათანადო რეაგირებას ელოდება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."