რატომ გადაწყვიტა იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორში" მონაწილეობა და რას ამბობს საკუთარ მენტორზე

რატომ გადაწყვიტა იმიჯშეცვლილმა მაგდა ვასაძემ "X ფაქტორში" მონაწილეობა და რას ამბობს საკუთარ მენტორზე

მაგდა ვასაძეს პოპულარობა არ აკლია, ის მსმენელმა ქართულ "ახალ ხმაში" გაიცნო, შემდეგ იყო ჯგუფი "გუფი ლენდი" და დატვირთული საკონცერტო გრაფიკი, მაგრამ მაგდამ ჯგუფი დატოვა. ახლა ყველაფერს თავიდან იწყებს და ამისთვის "X ფაქტორი" აირჩია. უნდა აღინიშნოს, რომ "X ფაქტორმა" მსმენელს სულ სხვა მაგდა ვასაძე დაანახა.

- მაგდა, რატომ გადაწყვიტეთ "X ფაქტორში" მონაწილეობის მიღება?

- ჩემმა პოპულარობამ დროთა განმავლობაში იკლო. თითქოს გავქრი და ამიტომ გადავწყვიტე პროექტში მოსვლა. ასევე, მინდა მაყურებელმა დაინახოს რეალურად რა შეუძლია მაგდა ვასაძეს, "X ფაქტორი" კი ამის საუკეთესო საშუალებაა.

- საკმაოდ წარმატებული კარიერა გქონდა "გუფი ლენდთან" ერთად, რატომ დატოვე ბენდი?

- "გუფი ლენდი" არ იყო ჩემი ფორმატი, ამიტომ დავტოვე ეს ბენდი. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე, მაგრამ საბოლოოდ, ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

- კონფლიქტით დაშორდით?

- არა, რას ამბობთ. ტირილებით და გაცილებებით დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. ჩემს ნაცვლად "გუფი ლენდის" სოლისტი ახლა მარიამ ჩაჩხიანია, ძალიან ნიჭიერი გოგოა და უხდება ბენდს.

- ახლა გაქვთ კონცერტები?

- ახლაც ვმღერი ბარებში, მაგრამ "გუფი ლენდის" გარეშე. როცა ბენდში ვმღეროდი, დღეში რამდენიმე კონცერტიც გვქონია და ფაქტიურად არც ვიძინებდი, ახლა კი ამ მხრივ ნაკლებად დატვირთული რეჟიმი მაქვს.

- ბავშვის აღზრდაში ვინ გეხმარებათ?

- მყავს 11 წლის შვილი. რთული ასაკი აქვს, მაგრამ ძალიან კარგი ბავშვია. როცა ივენთები მაქვს, სახლში მარტო რჩება, მე თუ არ მცალია, საჭმელსაც თავად იმზადებს. ჩემი შვილი ყველაფერში ხელს მიწყობს. ჩემი მთავარი ამოცანა ამ ცხოვრებაში არის ის, რომ საკუთარ შვილს კარგი მომავალი შევუქმნა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებ.

- რატომ შეიცვალეთ იმიჯი?

- ჩემს წითელ თმას "იქს ფაქტორის" კასტინგზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ თმის ფერი პროექტისთვის არ შემიცვლია. ბოლო ერთი წელია წითელი თმა მაქვს. იასამნისფერი თმაც მქონდა, მაგრამ არ მომეწონა და ისევ ეს ფერი დავიბრუნე.

- როგორი მენტორია ლელა წურწუმია?

- ლელას მუსიკალური ჟანრი ჩემგან ძალიან განსხვავდება, მაგრამ ცდილობს მომარგოს ის სიმღერა, რომელიც ჩემი სტილია. ძალიან მაგარი მენტორია, ცდილობს კომფორტი შემიქმნას, რომ მსმენელს ჩემი შესაძლებლობების მაქსიმუმი ვაჩვენო. ადამიანი დასახულ მიზანს ყოველთვის მიაღწევს. თბილისში როცა ჩამოვედი, არაფერი არ გამაჩნდა, დღეს კი ჩემი საქმე მაქვს, იმედი მაქვს უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევ, ჩემი სიმღერები და სოლო კონცერტები მექნება. რთული იყო გზის გაკვალვა თბილისში, მაგრამ მთავარი მონდომებაა. შესაძლოა საზღვარგარეთ გავაგრძელო კარიერა, მაგრამ ამის სურვილი ნაკლებად მაქვს. თუ მომეცემა შანსი, მირჩევნია საქართველოში დავრჩე და აქ ვიმღერო.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება