პოლიტიკა
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამართალი
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის მშობლებს - "ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა"
პატრიარქის მშობლებს - "ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა"

ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი არ ნიშ­ნავს მათი ყვე­ლა სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბას, პი­რი­ქით, ეს არას­წო­რი ქმე­დე­ბაა, - ამის შე­სა­ხებ სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, უწ­მინ­დე­სი­სა და უნე­ტა­რე­სის, ილია მე­ო­რის მიერ და­წე­რილ წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­შია ნათ­ქვა­მი, რო­მე­ლიც პე­რი­ო­დულ ჟურ­ნალ­ში "ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი" და­ი­ბეჭ­და.

აღ­ნიშ­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლი დღეს სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს სა­ჩუქ­რად და­უ­რიგ­და. პატ­რი­არ­ქის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა წა­უ­კი­თხა.

"ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს იმას, თუ რო­გორ ექ­ცე­ვით თქვენს მშობ­ლებს და თქვე­ნი მე­უღ­ლის მშობ­ლებს. ბიბ­ლი­ა­ში ვკი­თხუ­ლობთ: - "პა­ტი­ვი ეცი მა­მა­სა შენ­სა და დე­და­სა შენ­სა, რათა კე­თილ-გე­ყოს შენ და დღეგ­რძელ-იყო ქვე­ყა­ნა­სა ზედა", - ეს არის პირ­ვე­ლი აუ­ცი­ლე­ბე­ლი პი­რო­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა. შვი­ლებ­ზე ზრუნ­ვა ორი­ვეს მო­ვა­ლე­ო­ბაა. ორი­ვე ვალ­დე­ბუ­ლია, მათ თა­ვი­სი დრო და­უთ­მონ. ბავ­შვებ­მა, პირ­ველ რიგ­ში, მშობ­ლე­ბის დიდი სიყ­ვა­რუ­ლი უნდა იგ­რძნონ, მაგ­რამ თუ ეს სიყ­ვა­რუ­ლი ეგო­ის­ტუ­რია და მიზ­ნად ისა­ხავს მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას, იგი ოჯა­ხის და­მა­ხინ­ჯე­ბას შე­უ­წყობს ხელს და მის არას­წორ გან­ვი­თა­რე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ბავ­შვე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი არ ნიშ­ნავს მათი ყვე­ლა სურ­ვი­ლის შეს­რუ­ლე­ბას. პი­რი­ქით, ეს არას­წო­რი ქმე­დე­ბაა. თქვენ ყო­ველ­თვის სიყ­ვა­რუ­ლით უნდა მი­უ­თი­თოთ შეც­დო­მა­ზე და თან აუხ­სნათ შვილს, რა­ტომ არის ეს მი­უ­ღე­ბე­ლი. თქვე­ნი სიყ­ვა­რუ­ლი მათ­და­მი უნდა გა­მო­ი­ხა­ტოს იმა­შიც, რომ ბავ­შვე­ბი ცხოვ­რე­ბის­თვის მო­ამ­ზა­დოთ, ამი­ტო­მაც ნუ მო­გე­რი­დე­ბათ სახ­ლში მათი და­საქ­მე­ბა, შე­ას­წავ­ლეთ ყვე­ლა­ფე­რი, რი­თაც თქვენც შე­გე­წე­ვი­ან და მო­მა­ვალ­ში მისი ცოდ­ნა თვი­თო­ნაც გა­მო­ად­გე­ბათ", - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი.

ამას­თან, უწ­მინ­დეს­მა მშობ­ლებს მი­მარ­თა, შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ბავ­შვე­ბი ატა­რონ ისეთ წრე­ებ­ზე, რაც მათ სუ­ლი­ერ, ინ­ტე­ლექ­ტუ­რა­ლურ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს.

"შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი­სა­მებრ ბავ­შვე­ბი ატა­რეთ ისეთ წრე­ებ­ზე, რაც მათ სუ­ლი­ერ, ინ­ტე­ლექ­ტუ­რა­ლურ და ფი­ზი­კურ გან­ვი­თა­რე­ბას შე­უ­წყობს ხელს. ატა­რეთ სპორტზე, ას­წავ­ლეთ ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა-გა­ლო­ბა, ცეკ­ვა, აღ­მო­ა­ჩი­ნეთ მათ­ში ესა თუ ის ნიჭი და მიდ­რე­კი­ლე­ბა და წა­ა­ხა­ლი­სეთ იგი (ჩა­უ­ნერ­გეთ, რომ ის არის ნი­ჭი­ე­რი), რათა ბავ­შვმა მონ­დო­მე­ბი­თა და სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­კე­თოს ყვე­ლა­ფე­რი. სა­სურ­ველ გა­რე­მო­ში ყოფ­ნა შეს­ძენს მას გუ­ლი­თად მე­გობ­რებს და გარ­კვე­ულ­წი­ლად და­ცუ­ლიც იქ­ნე­ბა მავ­ნე ზე­გავ­ლე­ნე­ბის­გან. ას­წავ­ლეთ მათ სხვი­სი დახ­მა­რე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით გან­საც­დელ­ში მყო­ფის თა­ნად­გო­მა, ას­წავ­ლეთ ღვთის სიყ­ვა­რუ­ლი, ას­წავ­ლეთ წეს­რი­გი, სი­სუფ­თა­ვის სიყ­ვა­რუ­ლი, დრო­ის სწო­რი გა­მო­ყე­ნე­ბა... და მო­მა­ვალ­ში ისი­ნი თქვე­ნი დიდი მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ნი და დამ­ფა­სე­ბელ­ნი იქ­ნე­ბი­ან", - აღ­ნიშ­ნავს პატ­რი­არ­ქი.

მი­სი­ვე თქმით, შვი­ლე­ბის სწო­რად აღ­ზრდის თემა მე­უღ­ლე­თა შო­რის მუდ­მი­ვი გან­ხილ­ვის სა­განს უნდა წარ­მო­ად­გენ­დეს და შე­ჯე­რე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ით უნდა იდ­გმე­ბო­დეს შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბი.

"შეც­დო­მე­ბი, რა თქმა უნდა, ყვე­ლას მოს­დის. ამი­ტო­მაც არის, რომ არც ბო­ლომ­დე იდე­ა­ლუ­რი ოჯა­ხი არ­სე­ბობს და არც მუდ­მი­ვად იდე­ა­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. ქრის­ტი­ა­ნო­ბა სიყ­ვა­რუ­ლი­სა და მი­ტე­ვე­ბის რე­ლი­გი­აა. თუ შენს თავს მა­ცხოვ­რის მიმ­დევ­რად მი­იჩ­ნევ, იცო­დე, რომ შენ­დო­ბის უნა­რიც უნდა გქონ­დეს (სა­სურ­ვე­ლია, შემ­ცო­დე­საც გულ­წრფე­ლი და ღრმა სი­ნა­ნუ­ლი ჰქონ­დეს). ვის­წავ­ლოთ პა­ტი­ე­ბა, ვის­წავ­ლოთ უშურ­ვე­ლი სიყ­ვა­რუ­ლი, ვის­წავ­ლოთ ჯვა­რის მტვირ­თვე­ლო­ბა, ვის­წავ­ლოთ ცხოვ­რე­ბა. უფა­ლი ბრძა­ნებს: "ითხო­ვეთ და მო­გე­ცეთ თქვენ, ეძი­ებ­დით და ჰპო­ვოთ, ირეკ­დით და გან­გე­ღოს თქვენ". მაშ, ეძი­ეთ უფალ­ში თქვე­ნი ბედ­ნი­ე­რე­ბა და მი­აგ­ნებთ მას. ღმერ­თმა და­ლო­ცოს თქვე­ნი ოჯა­ხი და მშვი­დო­ბი­თა და სი­ხა­რუ­ლით აღ­გავ­სოთ! სიყ­ვა­რუ­ლით თქვენ­თვის მლოც­ვე­ლი ილია მე­ო­რე, სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი", - ნათ­ქვა­მია წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში.

პატრიარქის მშობლებს - "ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა"

პატრიარქის მშობლებს - "ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა"

ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას, პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის მიერ დაწერილ წინასიტყვაობაშია ნათქვამი, რომელიც პერიოდულ ჟურნალში "ბედნიერი ოჯახი" დაიბეჭდა.

აღნიშნული ჟურნალი დღეს სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა. პატრიარქის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა.

"ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ როგორ ექცევით თქვენს მშობლებს და თქვენი მეუღლის მშობლებს. ბიბლიაში ვკითხულობთ: - "პატივი ეცი მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილ-გეყოს შენ და დღეგრძელ-იყო ქვეყანასა ზედა", - ეს არის პირველი აუცილებელი პირობა ბედნიერების მოპოვებისა. შვილებზე ზრუნვა ორივეს მოვალეობაა. ორივე ვალდებულია, მათ თავისი დრო დაუთმონ. ბავშვებმა, პირველ რიგში, მშობლების დიდი სიყვარული უნდა იგრძნონ, მაგრამ თუ ეს სიყვარული ეგოისტურია და მიზნად ისახავს მიკერძოებული დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, იგი ოჯახის დამახინჯებას შეუწყობს ხელს და მის არასწორ განვითარებას განაპირობებს. ბავშვების სიყვარული არ ნიშნავს მათი ყველა სურვილის შესრულებას. პირიქით, ეს არასწორი ქმედებაა. თქვენ ყოველთვის სიყვარულით უნდა მიუთითოთ შეცდომაზე და თან აუხსნათ შვილს, რატომ არის ეს მიუღებელი. თქვენი სიყვარული მათდამი უნდა გამოიხატოს იმაშიც, რომ ბავშვები ცხოვრებისთვის მოამზადოთ, ამიტომაც ნუ მოგერიდებათ სახლში მათი დასაქმება, შეასწავლეთ ყველაფერი, რითაც თქვენც შეგეწევიან და მომავალში მისი ცოდნა თვითონაც გამოადგებათ", - აღნიშნავს პატრიარქი.

ამასთან, უწმინდესმა მშობლებს მიმართა, შეძლებისდაგვარად ბავშვები ატარონ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტურალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

"შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატარეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტურალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს. ატარეთ სპორტზე, ასწავლეთ ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ იგი (ჩაუნერგეთ, რომ ის არის ნიჭიერი), რათა ბავშვმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთოს ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა შესძენს მას გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულიც იქნება მავნე ზეგავლენებისგან. ასწავლეთ მათ სხვისი დახმარება, განსაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება... და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან", - აღნიშნავს პატრიარქი.

მისივე თქმით, შვილების სწორად აღზრდის თემა მეუღლეთა შორის მუდმივი განხილვის საგანს უნდა წარმოადგენდეს და შეჯერებული პოზიციით უნდა იდგმებოდეს შემდგომი ნაბიჯები.

"შეცდომები, რა თქმა უნდა, ყველას მოსდის. ამიტომაც არის, რომ არც ბოლომდე იდეალური ოჯახი არსებობს და არც მუდმივად იდეალური ურთიერთობები. ქრისტიანობა სიყვარულისა და მიტევების რელიგიაა. თუ შენს თავს მაცხოვრის მიმდევრად მიიჩნევ, იცოდე, რომ შენდობის უნარიც უნდა გქონდეს (სასურველია, შემცოდესაც გულწრფელი და ღრმა სინანული ჰქონდეს). ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ უშურველი სიყვარული, ვისწავლოთ ჯვარის მტვირთველობა, ვისწავლოთ ცხოვრება. უფალი ბრძანებს: "ითხოვეთ და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ". მაშ, ეძიეთ უფალში თქვენი ბედნიერება და მიაგნებთ მას. ღმერთმა დალოცოს თქვენი ოჯახი და მშვიდობითა და სიხარულით აღგავსოთ! სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია მეორე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი", - ნათქვამია წინასიტყვაობაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი