თეთრი მშრალი (ევროპული სტილის) ღვინის მისაღებად, აუცილებელია ყურძნის მინიმალური შაქრიანობა 18% შეადგენდეს. მაღალხარისხოვანი პროდუქციის მისაღებად საჭიროა, ყურძნის დაწურვის შედეგად მიღებული ტკბილი 24 საათის განმავლობაში დასაწდომ ვერტიკალურ ცისტერნაში დაყოვნდეს, რათა მოხდეს ტკბილში შეწონილი სხვადსხვა მყარი ნაწილაკების, მტვრისა და არასასურველი მიკროორგანიზმების დალექვა.
თეთრი მშრალი ღვინის მისაღებად სასურველია ალკოჰოლური დუღილი წარიმართოს 12-14°C-ზე, ამ დროს არ ხდება არომატული ნივთიერებების ჭარბი რაოდენობით ამოქროლვა და ღვინო სურნელოვანი მიიღება.