საზოგადოება
მსოფლიო

16

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 01:14-ზე, მთვარე მერწყულშია – რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. ეგოიზმის და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებული შეფასება. გაუფრთხილდით ხერხემალს. დღე კარგია მარხვისთვის. კარგია რომანტიკული შეხვედრა წყნარ ატმოსფეროში.
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ
აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ბოლო დღე­ებ­ში ინ­სტი­ტუ­ცი­ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვა­მენ და გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად და მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში სრუ­ლი თა­ნად­გო­მას უცხა­დე­ბენ.

აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ, რო­მელ­საც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი გა­მოვ­თქვამთ შეშ­ფო­თე­ბას ბოლო დღე­ებ­ში ჩვე­ნი ინ­სტი­ტუ­ცი­ის გარ­შე­მო გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბით. პირ­ველ რიგ­ში გვსურს, სრუ­ლი თა­ნად­გო­მა გა­მო­ვუ­ცხა­დოთ გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის საქ­მი­ა­ნო­ბის და­მო­უ­კი­დებ­ლად და მა­ღალპრო­ფე­სი­უ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ში, ვი­ნა­ი­დან მიგ­ვაჩ­ნია, რომ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­ნა­პო­ვა­რია და გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორ­ზე თავ­დას­ხმა ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და მისი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის ტოლ­ფა­სია.

ჩვენ­თვის, უაღ­რე­სად შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლია უკა­ნას­კნელ დღე­ებ­ში გა­მოთ­ქმუ­ლი ბრალ­დე­ბე­ბი აუ­დი­ტო­რუ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბის მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლო­ბის შე­სა­ხებ. გვსურს ვა­უ­წყოთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ ჩვენ მიერ მომ­ზა­დე­ბუ­ლი თი­თო­ე­უ­ლი აუ­დი­ტის ან­გა­რი­ში ეფუძ­ნე­ბა აუ­დი­ტის სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებს.

იმი­სათ­ვის, რომ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის აუ­დი­ტო­რებს არ გა­უჩ­ნდეთ პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდა, მივ­მარ­თავთ თხოვ­ნით სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენტს, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს, სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას, ასე­ვე სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბას, სა­ერ­თა­შო­რი­სო და ად­გი­ლობ­რივ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს მხა­რი დაგ­ვი­ჭი­რონ სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის გა­რან­ტი­ე­ბის სა­თა­ნა­დო დო­ნე­ზე უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში.

სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის ყვე­ლა თა­ნამ­შრო­მელს ამ გან­ცხა­დე­ბით გვსურს, კი­დევ ერთხელ და­ვა­დას­ტუ­როთ ჩვე­ნი ერ­თსუ­ლოვ­ნე­ბა, ვი­ყოთ ერ­თგუ­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ობი­ექ­ტუ­რო­ბი­სა და მი­უ­კერ­ძო­ებ­ლო­ბის მა­ღა­ლი პრო­ფე­სი­უ­ლი სტან­დარ­ტე­ბი­სა და წინ აღ­ვუდ­გეთ ნე­ბის­მი­ერ ჩა­რე­ვას ჩვენს პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ მიმდინარეობს საქალაქო სასამართლოში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პროცესი

აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები ბოლო დღეებში ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ და გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში სრული თანადგომას უცხადებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლები გამოვთქვამთ შეშფოთებას ბოლო დღეებში ჩვენი ინსტიტუციის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. პირველ რიგში გვსურს, სრული თანადგომა გამოვუცხადოთ გენერალურ აუდიტორს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საქმიანობის დამოუკიდებლად და მაღალპროფესიულად განხორციელებაში, ვინაიდან მიგვაჩნია, რომ დამოუკიდებელი და კვალიფიციური სახელმწიფო აუდიტის სამსახური დემოკრატიული საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია და გენერალურ აუდიტორზე თავდასხმა ამ ორგანიზაციისა და მისი თანამშრომლების პროფესიულ საქმიანობაზე ზემოქმედების ტოლფასია.

ჩვენთვის, უაღრესად შეურაცხმყოფელია უკანასკნელ დღეებში გამოთქმული ბრალდებები აუდიტორული საქმიანობის მიკერძოებულობის შესახებ. გვსურს ვაუწყოთ საზოგადოებას, რომ ჩვენ მიერ მომზადებული თითოეული აუდიტის ანგარიში ეფუძნება აუდიტის საერთაშორისო სტანდარტებს.

იმისათვის, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტორებს არ გაუჩნდეთ პროფესიულ საქმიანობაში დაუცველობის განცდა, მივმართავთ თხოვნით საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობას, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს მხარი დაგვიჭირონ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობის გარანტიების სათანადო დონეზე უზრუნველყოფაში.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ყველა თანამშრომელს ამ განცხადებით გვსურს, კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი ერთსულოვნება, ვიყოთ ერთგული დამოუკიდებლობის, ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის მაღალი პროფესიული სტანდარტებისა და წინ აღვუდგეთ ნებისმიერ ჩარევას ჩვენს პროფესიულ საქმიანობაში", - ნათქვამია განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი