პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

4

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო "ბაში-აჩუკის" რეჟისორი და რა თანამდებობა ეკავა მას მთავრობაში
ვინ იყო "ბაში-აჩუკის" რეჟისორი და რა თანამდებობა ეკავა მას მთავრობაში

რე­ჟი­სორ ლეო ესა­კი­ას სრუ­ლი სა­ხე­ლი ლე­ო­ნარ­დი იყო, მაგ­რამ ასე თით­ქ­მის არა­ვინ მი­მარ­თავ­და. ის ქარ­თულ კი­ნო­ში იმ კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის თა­ო­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძე, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაია და სხვა. ლეო ესა­კი­ას სა­ხელ­თან არა­ერ­თი სი­ახ­ლეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ავ­ტო­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი­სა: "შა­ქი­რი", "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი" (პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მია ქარ­თ­ველ ავი­ა­ტორ­თა ცხოვ­რე­ბა­ზე), "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" - პირ­ვე­ლი ნი­მუ­შია ქარ­თუ­ლი ფილ­მი-ოპე­რი­სა, ხო­ლო "ბა­ში-აჩუ­კი" აკა­კი წე­რეთ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია გახ­ლ­დათ.

ლი­ტე­რა­ტო­რის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ლეო ესა­კია 1890 წლის 27 თე­ბერ­ვალს, სე­ნაკ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბად ჰქო­ნია თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი კი­ნო­ფი­რე­ბის ნახ­ვა. მხატ­ვ­რო­ბა იტა­ცებ­და და მას­წავ­ლე­ბელ­თან ემ­ზა­დე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ I მსოფ­ლიო ომი და­იწყო და სხვებ­თან ერ­თად, ისიც სა­ომ­რად გა­იწ­ვი­ეს. თა­ვის კუ­თხე­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მე­რე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე ლი­ტე­რა­ტორ­თა მოძ­რა­ო­ბა­ში, გა­მო­დი­ო­და მა­ნი­ფეს­ტე­ბი­თა და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით. თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ორ­გა­ნო­ებ­სა და მა­ი­ა­კოვ­ს­კის ჟურ­ნალ­ში "ნო­ვი ლე­ვი".

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში რე­ჟი­სო­რი ლევ კუ­ლე­შო­ვი ჩა­მო­ვი­და. მა­შინ ლეო ესა­კია უკ­ვე სცე­ნა­რებს წერ­და, სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გედ და სამ­ხატ­ვ­რო საბ­ჭოს წევ­რად მუ­შა­ობ­და. კუ­ლე­შოვ­მა ესა­კია თა­ნა­შემ­წედ აიყ­ვა­ნა. მა­ლე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც მო­ი­პო­ვა და ესა­კი­ას კი­ნო­რე­ჟი­სო­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი 1928 წელს შედ­გა, ფილ­მით - "ჰოლ­ტ­ზე". მი­სი მომ­დევ­ნო ფილ­მი გახ­ლ­დათ "ა­მე­რი­კან­კა", თუმ­ცა, ეს "რო­მან­ტი­კუ­ლი" სა­თა­უ­რი ნუ და­გაბ­ნევთ, ფილ­მი რე­ჟი­სორ­მა 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის 25 წლის­თავს მი­უძღ­ვ­ნა; "ა­მე­რი­კან­კა" კი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის ფირ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მელ­ზეც მოს­კო­ვის ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი პროკ­ლა­მა­ცი­ებს ხი­ლის დუქ­ნის სარ­დაფ­ში მო­წყო­ბილ, არა­რე­გა­ლურ სტამ­ბა­ში ბეჭ­დავ­დ­ნენ.

თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბი

1945-1955 წლებ­ში ლეო ესა­კი­ამ რე­ჟი­სო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა და კი­ნო­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა დროს იგი მუ­შა­ობ­და ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც დღეს უკ­ვე აღარ არ­სე­ბობს და შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ო­ცე­ბა­საც კი იწ­ვევ­დეს. ლეო ესა­კია მუ­შა­ობ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და ამა­ვე დროს, კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ პო­ლი­ტი­კუ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და კი­ნო­ფი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სად.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ჟი­სო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მან თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბი: "ბა­ში-აჩუ­კი", "ნი­ნო", "გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი" 50-იანი წლე­ბის შემ­დეგ შექ­მ­ნა, მე­რე კი კი­ნო­ო­პე­რის - "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" გა­და­ღე­ბე­ბის და­წყე­ბა და­ა­ა­ნონ­სა... გა­ნაგ­რძეთ კი­თხვა gza.ambebi.ge-ზე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ვინ იყო "ბაში-აჩუკის" რეჟისორი და რა თანამდებობა ეკავა მას მთავრობაში

ვინ იყო "ბაში-აჩუკის" რეჟისორი და რა თანამდებობა ეკავა მას მთავრობაში

რე­ჟი­სორ ლეო ესა­კი­ას სრუ­ლი სა­ხე­ლი ლე­ო­ნარ­დი იყო, მაგ­რამ ასე თით­ქ­მის არა­ვინ მი­მარ­თავ­და. ის ქარ­თულ კი­ნო­ში იმ კი­ნო­რე­ჟი­სო­რე­ბის თა­ო­ბას­თან ერ­თად მო­ვი­და, რო­გო­რე­ბიც იყ­ვ­ნენ: მი­ხე­ილ ჭი­ა­უ­რე­ლი, კო­ტე მი­ქა­ბე­რი­ძე, ნი­კო­ლოზ შენ­გე­ლაია და სხვა. ლეო ესა­კი­ას სა­ხელ­თან არა­ერ­თი სი­ახ­ლეა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ის ავ­ტო­რია პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი მხატ­ვ­რუ­ლი ფილ­მი­სა: "შა­ქი­რი", "ფრთო­სა­ნი მღე­ბა­ვი" (პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ფილ­მია ქარ­თ­ველ ავი­ა­ტორ­თა ცხოვ­რე­ბა­ზე), "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" - პირ­ვე­ლი ნი­მუ­შია ქარ­თუ­ლი ფილ­მი-ოპე­რი­სა, ხო­ლო "ბა­ში-აჩუ­კი" აკა­კი წე­რეთ­ლის ნა­წარ­მო­ე­ბის პირ­ვე­ლი ეკ­რა­ნი­ზა­ცია გახ­ლ­დათ.

ლი­ტე­რა­ტო­რის ახ­დე­ნი­ლი ოც­ნე­ბა

ლეო ესა­კია 1890 წლის 27 თე­ბერ­ვალს, სე­ნაკ­ში და­ი­ბა­და. ბავ­შ­ვო­ბი­დან­ვე ოც­ნე­ბად ჰქო­ნია თბი­ლის­ში ჩა­მო­ტა­ნი­ლი კი­ნო­ფი­რე­ბის ნახ­ვა. მხატ­ვ­რო­ბა იტა­ცებ­და და მას­წავ­ლე­ბელ­თან ემ­ზა­დე­ბო­და კი­დეც, მაგ­რამ I მსოფ­ლიო ომი და­იწყო და სხვებ­თან ერ­თად, ისიც სა­ომ­რად გა­იწ­ვი­ეს. თა­ვის კუთხე­ში მშვი­დო­ბით დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი უმაღ­ლე­სი გა­ნათ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად, მე­რე თბი­ლის­ში ჩა­მო­ვი­და. სა­ხელ­მ­წი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ფი­ლო­ლო­გი­ურ ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლი­სას, აქ­ტი­უ­რად იყო ჩაბ­მუ­ლი მე­მარ­ცხე­ნე ლი­ტე­რა­ტორ­თა მოძ­რა­ო­ბა­ში, გა­მო­დი­ო­და მა­ნი­ფეს­ტე­ბი­თა და დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბით. თა­ნამ­შ­რომ­ლობ­და ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ ორ­გა­ნო­ებ­სა და მა­ი­ა­კოვ­ს­კის ჟურ­ნალ­ში "ნო­ვი ლე­ვი".

სწო­რედ იმ პე­რი­ოდ­ში, თბი­ლის­ში რე­ჟი­სო­რი ლევ კუ­ლე­შო­ვი ჩა­მო­ვი­და. მა­შინ ლეო ესა­კია უკ­ვე სცე­ნა­რებს წერ­და, სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გედ და სამ­ხატ­ვ­რო საბ­ჭოს წევ­რად მუ­შა­ობ­და. კუ­ლე­შოვ­მა ესა­კია თა­ნა­შემ­წედ აიყ­ვა­ნა. მა­ლე მან და­მო­უ­კი­დებ­ლად მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბაც მო­ი­პო­ვა და ესა­კი­ას კი­ნო­რე­ჟი­სო­რუ­ლი დე­ბი­უ­ტი 1928 წელს შედ­გა, ფილ­მით - "ჰოლ­ტ­ზე". მი­სი მომ­დევ­ნო ფილ­მი გახ­ლ­დათ "ა­მე­რი­კან­კა", თუმ­ცა, ეს "რო­მან­ტი­კუ­ლი" სა­თა­უ­რი ნუ და­გაბ­ნევთ, ფილ­მი რე­ჟი­სორ­მა 1905 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის 25 წლის­თავს მი­უძღ­ვ­ნა; "ა­მე­რი­კან­კა" კი სა­ბეჭ­დი მან­ქა­ნის ფირ­მის სა­ხელ­წო­დე­ბაა, რო­მელ­ზეც მოს­კო­ვის ბოლ­შე­ვი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რი რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რე­ბი პროკ­ლა­მა­ცი­ებს ხი­ლის დუქ­ნის სარ­დაფ­ში მოწყო­ბილ, არა­რე­გა­ლურ სტამ­ბა­ში ბეჭ­დავ­დ­ნენ.

თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი და პო­პუ­ლა­რუ­ლი ფილ­მე­ბი

1945-1955 წლებ­ში ლეო ესა­კი­ამ რე­ჟი­სო­რუ­ლი მუ­შა­ო­ბა შეწყ­ვი­ტა და კი­ნო­ორ­გა­ნი­ზა­ტო­რულ და სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ე­ბა. სხვა­დას­ხ­ვა დროს იგი მუ­შა­ობ­და ისეთ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე, რო­მე­ლიც დღეს უკ­ვე აღარ არ­სე­ბობს და შე­საძ­ლოა, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი გა­ო­ცე­ბა­საც კი იწ­ვევ­დეს. ლეო ესა­კია მუ­შა­ობ­და: სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ მი­ნის­ტ­რ­თა საბ­ჭოს­თან არ­სე­ბულ ხე­ლოვ­ნე­ბის სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ, რა­დი­ო­კო­მი­ტე­ტის თავ­მ­ჯ­დო­მა­რედ, სა­ქარ­თ­ვე­ლოს საბ­ჭო­თა სო­ცი­ა­ლის­ტუ­რი რეს­პუბ­ლი­კის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის მი­ნის­ტ­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და ამა­ვე დროს, კი­ნოს­ტუ­დი­ის დი­რექ­ტო­რად. სა­ქარ­თ­ვე­ლოს სსრ პო­ლი­ტი­კუ­რი და მეც­ნი­ე­რუ­ლი ცოდ­ნის გა­მავ­რ­ცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­მ­ჯ­დო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლედ და კი­ნო­ფი­კა­ცი­ის მთა­ვა­რი სამ­მარ­თ­ვე­ლოს უფ­რო­სად.

რაც შე­ე­ხე­ბა რე­ჟი­სო­რულ საქ­მი­ა­ნო­ბას, მან თა­ვი­სი ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბი: "ბა­ში-აჩუ­კი", "ნი­ნო", "გლა­ხის ნა­ამ­ბო­ბი" 50-იანი წლე­ბის შემ­დეგ შექ­მ­ნა, მე­რე კი კი­ნო­ო­პე­რის - "ა­ბე­სა­ლომ და ეთე­რი" გა­და­ღე­ბე­ბის დაწყე­ბა და­ა­ა­ნონ­სა... განაგრძეთ კითხვა gza.ambebi.ge-ზე

"პნევმონიას დაერთო ფილტვის ბაქტერიული ინფიცირებაც, განვითარდა სეფსისი" - გორში კორონავირუსით უროლოგი მირიან არსაკიძე გარდაიცვალა

"ბოლოს რომ ვესაუბრე, ანეკდოტიც მოვუყევი, გაიცინა და მითხრა, აღარ შემიძლია, დავიღალეო" - რას ამბობს კვაშალი წიკლაურის მდგომარეობაზე?

ამირან გამყრელიძე პატრიარქთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს