სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პატრიარქის მიმართვა წყვილებს - რას ურჩევს ილია მეორე მეუღლეებს და რა ლოცვები უნდა იკითხონ მათ
პატრიარქის მიმართვა წყვილებს - რას ურჩევს ილია მეორე მეუღლეებს და რა ლოცვები უნდა იკითხონ მათ

სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში შეკ­რე­ბილ მრევლს სა­ჩუქ­რად და­უ­რიგ­და პე­რი­ო­დუ­ლი ჟურ­ნა­ლი "ბედ­ნი­ე­რი ოჯა­ხი", რო­მე­ლიც პატ­რი­არ­ქის მი­მარ­თვით იწყე­ბა.

უწ­მინ­დე­სის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მე­უ­ფე და­ნი­ელ­მა წა­უ­კი­თხა. უწ­მინ­დე­სი ქმარ­სა და ცოლს მი­მარ­თავს.

"იცო­დეთ, მი­უ­ხე­და­ვად დიდი სიყ­ვა­რუ­ლი­სა, ბო­ლომ­დე არ უნდა გა­უ­ში­ნა­ურ­დეთ ერ­თმა­ნეთს. ეს უნდა ემ­ჩნე­ო­დეს თქვენს სა­უ­ბარს, ჩაც­მას, გა­რეგ­ნო­ბას, ქცე­ვას... თქვენ­ში მუ­დამ უნდა იყოს რა­ღაც მი­უწ­ვდო­მე­ლი, ამას­თან, მე­უღ­ლეს­თან ყო­ვე­ლი შეხ­ვედ­რა ორი­ვეს­თვის ზე­ი­მი უნდა იყოს. ერ­თმა­ნე­თის მო­ნატ­რე­ბის გრძნო­ბა არ უნდა და­კარ­გოთ (ძველ დროს, სა­ერ­თო­დაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალ­კე ოთა­ხებ­ში ეძი­ნათ და მათი შეხ­ვედ­რა იყო დიდი სი­ხა­რუ­ლი), თუმ­ცა ხან­გრძლი­ვი გან­შო­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა და ყვე­ლა­ფერ­ში ოქ­როს შუ­ა­ლე­დი უნდა და­იც­ვათ", - ნათ­ქვათ­მია პატ­რი­არ­ქის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში.

"სიყ­ვა­რუ­ლი რომ არ გან­ქარ­დეს და ოჯახ­მა ბედ­ნი­ე­რე­ბა შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს, მის­მა წევ­რებ­მა ერ­თმა­ნე­თის­თვის ცხოვ­რე­ბა უნდა ის­წავ­ლონ და თა­ვი­სი გა­რე­მო მცი­რე ეკ­ლე­სი­ად აქ­ცი­ონ. რას ნიშ­ნავს ეს? ოჯახ­ში იერ­არ­ქია (უფ­როს-უმ­ცრო­სო­ბა) უნდა იყოს და­ცუ­ლი და მისი თავი უნდა იყოს ქმა­რი, რო­გორც ამას უფა­ლი ბრძა­ნებს. ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ იგი რა­ი­მე­თია უპი­რა­ტე­სი, არა­მედ მას მეტი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა აქვს და ევა­ლე­ბა მზრუნ­ვე­ლო­ბა და დაც­ვა ოჯა­ხი­სა. ზრუნ­ვა კი გუ­ლის­ხმობს არა მარ­ტო მა­ტე­რი­ა­ლურ უზ­რუნ­ველ­ყო­ფას, არა­მედ ღვთის წი­ნა­შე მე­ო­ხე­ბა­საც.

ლოც­ვა რა თქმა უნდა, მე­უღ­ლე­თა სა­ერ­თო ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა და ხში­რად ქა­ლე­ბი უფრო გულ­მხურ­ვა­ლე­ნიც არი­ან. მაგ­რამ წე­სით ქმარ­მა უნდა და­ლო­ცოს მე­უღ­ლე და ორი­ვემ - შვი­ლე­ბი. დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ყო­ველ­დღი­უ­რად ოჯა­ხის წევ­რე­ბის ერ­თად ლოც­ვას და ეკ­ლე­სი­ურ ცხოვ­რე­ბას. სა­სურ­ვე­ლია, ორი­ვემ ზე­პი­რად იცო­დეს და­სა­წყი­სი ლოც­ვე­ბი, 50-ე და 90-ე ფსალ­მუ­ნე­ბი, "იე­სოს ლოც­ვა", "მო­წყა­ლე­ბი­სა კარი გან­გვი­ღე", და სხვა", - აღ­ნიშ­ნავს უწ­მინ­დე­სი.

მი­სი­ვე თქმით, მე­უღ­ლე­ე­ბი უნდა ზრუ­ნავ­დნენ თა­ვი­ან­თი რო­გორც სუ­ლი­ე­რი, ისე ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბი­სათ­ვის, თი­თო­ე­უ­ლი თა­ვის თავ­ში და თა­ვის მე­უღ­ლე­ში უნდა ცდი­ლობ­დეს ახა­ლი გრძნო­ბე­ბის, ახა­ლი სი­მაღ­ლე­ე­ბის აღ­მო­ჩე­ნას.

"ამის მიღ­წე­ვა კი მით უმე­ტეს სუ­ლი­ე­რი გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­შე, შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა. უა­მი­სოდ წყვი­ლი ად­ვი­ლად ამო­წუ­რავს ერ­თმა­ნეთს და ერ­თი­მე­ო­რი­სად­მი ინ­ტე­რე­სიც და­ე­კარ­გე­ბათ. ურ­თი­ერ­თო­ბა აღ­მოჩ­ნდე­ბა ხან­მოკ­ლე, ზე­და­პი­რუ­ლი და ხორ­ცი­ელ კავ­შირ­ზე აგე­ბუ­ლი და თუ ურ­თი­ერ­თო­ბა მხო­ლოდ მი­წი­ე­რი, ვიწ­რო ინ­ტე­რე­სე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა, რა თქმა უნდა, მჯობ­ნის მჯობ­ნი არ და­ი­ლე­ვა და გუ­ლაც­რუ­ე­ბის მი­ზე­ზიც ად­ვი­ლად გაჩ­ნდე­ბა. სუ­ლი­ე­რი ერ­თო­ბა კი მტკი­ცეა და ხა­ნი­ე­რი", - ნათ­ქვა­მია პატ­რი­არ­ქის წი­ნა­სი­ტყვა­ო­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

პატრიარქის მიმართვა წყვილებს - რას ურჩევს ილია მეორე მეუღლეებს და რა ლოცვები უნდა იკითხონ მათ

პატრიარქის მიმართვა წყვილებს - რას ურჩევს ილია მეორე მეუღლეებს და რა ლოცვები უნდა იკითხონ მათ

სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საჩუქრად დაურიგდა პერიოდული ჟურნალი "ბედნიერი ოჯახი", რომელიც პატრიარქის მიმართვით იწყება.

უწმინდესის წინასიტყვაობა საზოგადოებას მეუფე დანიელმა წაუკითხა. უწმინდესი ქმარსა და ცოლს მიმართავს.

"იცოდეთ, მიუხედავად დიდი სიყვარულისა, ბოლომდე არ უნდა გაუშინაურდეთ ერთმანეთს. ეს უნდა ემჩნეოდეს თქვენს საუბარს, ჩაცმას, გარეგნობას, ქცევას... თქვენში მუდამ უნდა იყოს რაღაც მიუწვდომელი, ამასთან, მეუღლესთან ყოველი შეხვედრა ორივესთვის ზეიმი უნდა იყოს. ერთმანეთის მონატრების გრძნობა არ უნდა დაკარგოთ (ძველ დროს, საერთოდაც ცოლ-ქმარს ცალ-ცალკე ოთახებში ეძინათ და მათი შეხვედრა იყო დიდი სიხარული), თუმცა ხანგრძლივი განშორებაც არ შეიძლება და ყველაფერში ოქროს შუალედი უნდა დაიცვათ", - ნათქვათმია პატრიარქის წინასიტყვაობაში.

"სიყვარული რომ არ განქარდეს და ოჯახმა ბედნიერება შეინარჩუნოს, მისმა წევრებმა ერთმანეთისთვის ცხოვრება უნდა ისწავლონ და თავისი გარემო მცირე ეკლესიად აქციონ. რას ნიშნავს ეს? ოჯახში იერარქია (უფროს-უმცროსობა) უნდა იყოს დაცული და მისი თავი უნდა იყოს ქმარი, როგორც ამას უფალი ბრძანებს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ იგი რაიმეთია უპირატესი, არამედ მას მეტი პასუხისმგებლობა აქვს და ევალება მზრუნველობა და დაცვა ოჯახისა. ზრუნვა კი გულისხმობს არა მარტო მატერიალურ უზრუნველყოფას, არამედ ღვთის წინაშე მეოხებასაც.

ლოცვა რა თქმა უნდა, მეუღლეთა საერთო ვალდებულებაა და ხშირად ქალები უფრო გულმხურვალენიც არიან. მაგრამ წესით ქმარმა უნდა დალოცოს მეუღლე და ორივემ - შვილები. დიდი მნიშვნელობა აქვს ყოველდღიურად ოჯახის წევრების ერთად ლოცვას და ეკლესიურ ცხოვრებას. სასურველია, ორივემ ზეპირად იცოდეს დასაწყისი ლოცვები, 50-ე და 90-ე ფსალმუნები, "იესოს ლოცვა", "მოწყალებისა კარი განგვიღე", და სხვა", - აღნიშნავს უწმინდესი.

მისივე თქმით, მეუღლეები უნდა ზრუნავდნენ თავიანთი როგორც სულიერი, ისე ინტელექტუალური განვითარებისათვის, თითოეული თავის თავში და თავის მეუღლეში უნდა ცდილობდეს ახალი გრძნობების, ახალი სიმაღლეების აღმოჩენას.

"ამის მიღწევა კი მით უმეტეს სულიერი განვითარების გარეშე, შეუძლებელი იქნება. უამისოდ წყვილი ადვილად ამოწურავს ერთმანეთს და ერთიმეორისადმი ინტერესიც დაეკარგებათ. ურთიერთობა აღმოჩნდება ხანმოკლე, ზედაპირული და ხორციელ კავშირზე აგებული და თუ ურთიერთობა მხოლოდ მიწიერი, ვიწრო ინტერესებით შემოიფარგლება, რა თქმა უნდა, მჯობნის მჯობნი არ დაილევა და გულაცრუების მიზეზიც ადვილად გაჩნდება. სულიერი ერთობა კი მტკიცეა და ხანიერი", - ნათქვამია პატრიარქის წინასიტყვაობაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი