საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

14

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეოცე დღე დაიწყება 23:39-ზე, მთვარე თევზებში იქნება 03-44-დან –რეკომენდებულია კოლექტიური მუშაობა, ერთობლივი პრობლემების გადაჭრა. ფინანსური საკითხების მოგვარება. მშენებლობის დაწყება. ძველი კავშირების გაძლიერება. მოერიდეთ ეგოიზმს და საკუთარი შესაძლებლობების გადაჭარბებულ შეფასებას. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. არ არის რეკომენდებული შურისა და ბოროტების გამოვლენა. აქტიურია ზურგის ზედა ნაწილი. გაუფრთხილდით ხერხემალს. მთვარის ამ დღეს შექმნილი ოჯახები იშვიათად იშლება ეჭვიანობის, ღალატის ან ფინანსური პრობლემების გამო.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მომწონს, ოჯახში პირველად რომ შედიხარ და იქაურობას ლოცავ" - გაიცანით, ქართველებზე შეყვარებული ნიგერიელი რადიოწამყვანი
"მომწონს, ოჯახში პირველად რომ შედიხარ და იქაურობას ლოცავ" - გაიცანით, ქართველებზე შეყვარებული ნიგერიელი რადიოწამყვანი

სხვა დროს რა­დი­ო­ში წამ­ყვა­ნი არ ყო­ფი­ლა, ცოტა ხნის წინ პირ­ვე­ლად აღ­მოჩ­ნდა ახალ ამ­პლუ­ა­ში და რო­გორც ამ­ბობს, მოს­წონს. 29 წლის ბრა­ი­ან იდოუ (იგი­ვე იბ­რა­ჰი­მი), რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­გად იც­ნო­ბენ, რა­დიო NJG-ის დი­ლის გა­და­ცე­მის მუ­სი­კა­ლუ­რი წამ­ყვა­ნი გახ­და და ბაბი კირ­კი­ტა­ძეს­თან ერ­თად დი­ლის გა­და­ცე­მა მიჰ­ყვას. რა­დიო "ენერ­ჯი" (Fm 104,7) ფრან­გუ­ლი მუ­სი­კა­ლუ­რი რა­დი­ო­სად­გუ­რის ქარ­თუ­ლი მა­უ­წყებ­ლო­ბა გახ­ლავთ, რო­მე­ლიც ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლია მხო­ლოდ თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა­ზე.

ბრა­ი­ანს ძა­ლი­ან მოს­წონს, ახა­ლი სამ­სა­ხუ­რი, დი­ჯე­ო­ბაც, რო­მე­ლიც ერთი თვის წინ და­ი­წყო. ახლა ორ­შა­ბათს მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა, რომ ეთერ­ში დაჯ­დეს და ქარ­თველ მსმე­ნელს რა­დი­ო­სიხ­ში­რის სა­შუ­ა­ლე­ბით დი­ლას გა­ე­სა­უბ­როს. თა­ვი­დან ნერ­ვი­უ­ლობ­და, პირ­და­პირ ეთერ­ში რა უნდა გა­ვა­კე­თოო? მაგ­რამ რო­გორც ამ­ბობს, თა­ნა­წამ­ყვა­ნი ბაბი ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბა.

"ეს რა­დიო ბევრ ქვე­ყა­ნა­შია, თუმ­ცა სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლე­ბი ვართ, რაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია," - ამ­ბობს და მას­თან სა­უ­ბარს ასე ვი­წყებ:

- რო­გორ ხარ?

- ძა­ლი­ან კარ­გად, ანუ ჯგი­როდ.

- იცი მეგ­რუ­ლი?

- ჭიჭე-ჭიჭე მიჩ­ქუ. შენ იცი?

- არა.

- მერე ქარ­თვე­ლე­ბი არა ვართ? ჩემი აზ­რით, უნდა გეს­წავ­ლა...

- შენ სად იწავ­ლე?

- არც ისე კარ­გად ვიცი, მაგ­რამ თბი­ლის­ში რომ ჩა­მო­ვე­დი, ბევ­რი მეგ­რე­ლი მე­გო­ბა­რი მყავ­და და მათ­გან ვის­წავ­ლე. მე­ა­თე წე­ლია, აქ ვარ და უკვე ქარ­თვე­ლი ვარ (იცი­ნის), იმე­რე­ლი.

- რა­ტომ იმე­რე­ლი?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ქო­დან ჩა­მო­ვე­დი, აზერ­ბა­ი­ჯან­ში ფეხ­ბურთს ვთა­მა­შობ­დი. თბი­ლი­სი­დან ზეს­ტა­ფონ­ში წა­ვე­დი, იქი­დან სამ­ტრე­დი­ა­ში, სა­დაც ფეხ­ბურ­თი სამი წელი ვი­თა­მა­შე. იქ არა­ერ­თი კარ­გი მე­გო­ბა­რი მყავს, ოჯახ­ში ვცხოვ­რობ­დი. ისე შე­მაყ­ვა­რეს თავი, რომ სამ­ტრე­დი­ა­ში როცა ვარ, თავი სახ­ლში მგო­ნია, იქ იმ­დე­ნი კარ­გი ძმა­კა­ცი და მე­გო­ბა­რი მყავს.

- ნი­გე­რი­ა­ში ვინ გყავს?

- მამა და ძმე­ბი, დედა სამ­წუ­ხა­როდ, ბავ­შვი ვი­ყა­ვი, რომ გარ­და­მეც­ვა­ლა (სხვა­თა შო­რის, შვილს დე­დის სა­ხე­ლი და­ვარ­ქვი). აქ 19 წლის ვი­ყა­ვი რომ ჩა­მო­ვე­დი, - ამი­ტომ გე­უბ­ნე­ბი, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში 10 წლის წინ და­ვი­ბა­დე და ქარ­თვე­ლი ვარ-მეთ­ქი...

- ე.ი. მოგ­წონს აქა­უ­რო­ბა.

- კი, პირ­ველ რიგ­ში, ხალ­ხი შე­მიყ­ვარ­და. ბა­ქო­ში წე­ლი­წად-ნა­ხე­ვა­რი ვი­ცხოვ­რე და უკ­მა­ყო­ფი­ლო არც იქ ვი­ყა­ვი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლიც ვის­წავ­ლე. მერე ერთი კვი­რით აქ ჩა­მო­ვე­დი და იმ მცი­რე დრო­ში სა­ქარ­თვე­ლო ძა­ლი­ან შე­მიყ­ვარ­და. ჰოდა, დავ­რჩი. მე­გობ­რე­ბი, ადა­მი­ა­ნე­ბი მეხ­მა­რე­ბოდ­ნენ, ხალ­ხის­გან დიდი სით­ბო ვიგ­რძე­ნი, მერე ჩემს თავს ვუ­თხა­რი, - სად მი­დი­ხარ, სად? დარ­ჩი-მეთ­ქი, ჰოდა, დღემ­დე აქ ვარ და უკვე 6 წლის შვი­ლიც მყავს, ლა­ტი­ფა.

- ნი­გე­რი­ა­ში არ მი­დი­ხარ ხოლ­მე?

- კი, 2 თვის წინ ვი­ყა­ვი. ახლა ჩემი ძმის ჩა­მოყ­ვა­ნაც მინ­და. იმე­დია, ეგ ამ­ბა­ვი გა­მო­მი­ვა.

- მე­უღ­ლე­ზე რას გვე­ტყვი?

- მე და მე­უღ­ლე ერ­თად არ ვართ, შვილს ორი­ვე ვპატ­რო­ნობთ. ბავ­შვი სკო­ლა­ში და­დის და ჩემი მო­ვა­ლე­ო­ბაა, ყუ­რა­დღე­ბა მი­ვაქ­ციო, ანუ ყვე­ლა­ფე­რი გა­ვუ­კე­თო, რაც მას სჭირ­დე­ბა. კარ­გი გო­გოა, სამი ენა იცის, - ქარ­თუ­ლი, ინ­გლი­სუ­რი, რუ­სუ­ლი.

- რა ენა­ზე ელა­პა­რა­კე­ბი?

- ინ­გლი­სუ­რად, მაგ­რამ უმე­ტე­სად, ქარ­თუ­ლად. ქარ­თუ­ლი ენა უკე­თე­სად რომ მეს­წავ­ლა, კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა­ფე­რი მეს­მის და ვლა­პა­რა­კობ.

- ფეხ­ბურთს აღარ თა­მა­შობ?

- მოყ­ვა­რულ­თა ჩემ­პი­ო­ნატ­ზე გა­მოვ­დი­ვარ. "სეუს" გუნდში ვარ. კი­დევ ფეხ­ბურთს ჩემი შვი­ლის სკო­ლა­ში ვას­წავ­ლი. დი­ლას რა­დი­ო­ში ვარ, მერე სკო­ლა­ში მივ­დი­ვარ, სა­ღა­მოს ჩი­ლიმ­ბარ­ში ვმუ­შა­ობ. დატ­ვირ­თუ­ლი ვარ. აბა, ბავ­შვს მი­ხედ­ვა ხომ უნდა? კარგ სკო­ლა­ში და­დის, კარ­გად ას­წავ­ლი­ან...

გარ­თო­ბის­თვის დრო თით­ქმის არ მრჩე­ბა. პა­რას­კევს და შა­ბათს თუ მო­ვიც­ლი მე­გობ­რე­ბის­თვის და კლუბ­ში მივ­დი­ვარ. კვი­რა­ო­ბით კი ჩემ­პი­ო­ნა­ტია.

- ადრე მახ­სოვს, რომ დრე­დე­ბი გქონ­და. რა­ტომ მო­ი­ჭე­რი?

- როცა თმას არ ვი­ვარ­ცხნი, ისეთ ფორ­მას იღებს. შე­ვი­ჭე­რი იმი­ტომ, რომ მომ­ბეზ­რდა, თან, გავ­ქარ­თველ­დი (იცი­ნის), ზა­ფხუ­ლიც მო­დის, ცხე­ლა და ამ დროს ცუ­დია.

- სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე ხომ არ ხარ?

- ჯერ არა, ექ­ვსი თვის წინ პა­სუ­ხად უარი მო­მი­ვი­და, მი­ზე­ზი არ უთ­ქვამთ. მუდ­მი­ვი ბი­ნად­რო­ბის სტა­ტუ­სი მაქვს. ახლა ისევ ვა­პი­რებ გან­ცხა­დე­ბის შე­ტა­ნას. მგო­ნი, ყვე­ლა მო­ნა­ცე­მი მაქვს იმის­თვის, რომ ქვეყ­ნის მო­ქალ­ქე გავ­ხდე. ხალ­ხთან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს, შვი­ლი მყავს, ყვე­ლა გა­და­სა­ხადს ვიხ­დი, კა­ნონ­თან პრობ­ლე­მა არ შემ­ქმნია, პა­ტი­ოს­ნად ვცხოვ­რობ და ვმუ­შა­ობ...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რა მოგ­წონს?

- ტრა­დი­ცი­ე­ბი: ოჯახ­ში პირ­ვე­ლად რომ შეხ­ვალ, უნდა იცო­დე, რო­გორ მო­იქ­ცე, ანუ სა­დაც მიხ­ვალ, იქა­უ­რი ქუდი რომ უნდა და­ი­ხუ­რო. მომ­წონს, "ახალ წლებ­ზე" სა­ცი­ვი რომ უნდა გა­ა­კე­თო, სუფ­რა­ზე ქა­თა­მის ხორ­ცი რომ უნდა გქონ­დეს, გო­ზი­ნა­ყი, მა­გა­რია, ბე­დო­ბა­ზე მეკვლე რომ მო­დის. თოვ­ლის ბა­ბუა ნი­გე­რი­ა­ში არ არის, რად­გან თოვ­ლი არ მო­დის (იცი­ნის), თუმ­ცა სან­ტა კლა­უ­სი გვყავს... აქ კი­დევ ბევ­რი რა­ღაც არის, რაც მომ­წონს, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა ახლა ვერ გა­ვიხ­სე­ნო, მაგ­რამ მა­გა­რია.

- სუფ­რის ტრა­დი­ცი­ა­ზე რას გვე­ტყვი?

- თა­მა­და რომ ლა­პა­რა­კობს, ყვე­ლა უნდა გა­ჩერ­დეს, თა­მა­დის მერე ალა­ვერ­დი უნდა თქვა, თუ შენ მოგ­თხო­ვენ ამას. პა­ტა­რა სუფ­რა­ზე თა­მა­დო­ბა შე­მიძ­ლია. ზოგი სუფ­რას უფ­ლის სა­დღეგ­რძე­ლო­თი იწყებს, ზოგი ოჯახს ადღეგ­რძე­ლებს. ჰო, კი­დევ რა მომ­წონს, იცი? ოჯახ­ში პირ­ვე­ლად რომ შე­დი­ხარ და ამ­ბობ, - კე­თი­ლი იყოს ჩემი ფეხი და იქა­უ­რო­ბას რომ ლო­ცავ... ბოლო-ბოლო იმე­რე­ლი ვარ (იცი­ნის) და ეს ყვე­ლა­ფე­რი ვიცი... მოკ­ლედ, არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩი.

- ამ­ბო­ბენ, კარ­გად ხუმ­რობ­სო...

- ანეგ­დო­ტე­ბი სი­ტუ­ა­ცი­უ­რად მახ­სენ­დე­ბა, ახლა ერთს გე­ტყვი, სვა­ნი და მეგ­რე­ლი ლიფ­ტში გა­ი­ჭე­დე­ბი­ან, სვა­ნი ყვი­რის: მიშ­ვე­ლე­ე­ე­ეთ! მეგ­რე­ლი ეუბ­ნე­ბა, - მოდი, ერ­თად ვიყ­ვი­როთ! სვა­ნი: ერ­თა­ა­ად! ერ­თა­ა­ად! ჰო, რა­ღაც ღა­და­ო­ბე­ბი ვიცი. თა­ვი­დან რომ ჩა­მო­ვე­დი და ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბა მინ­დო­და, მაკ­ლერ­თან მი­ვე­დი, - ბინა მინ­და-მეთ­ქი. მე­უბ­ნე­ბა: - აფ­რი­კა­ში თუ იცხოვ­რე­ბო? ძლივს გა­მო­ვი­ქე­ცი აფ­რი­კი­დან-მეთ­ქი...

- რაზე ოც­ნე­ბობ?

- ვოც­ნე­ბობ, რომ ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იყოს, ჩემ­მა შვილ­მა სკო­ლა კარ­გად და­ამ­თავ­როს და რო­გორც ახლა ვეხ­მა­რე­ბი, ბო­ლომ­დე ასე და­ვეხ­მა­რო. აბა, რა­ტომ ვმუ­შა­ობ ამ­დენს და ვწვა­ლობ? მერე მხო­ლოდ ლა­ტი­ფა ხომ არ მე­ყო­ლე­ბა, მაგ­რამ რად­გან ჯერ­ჯე­რო­ბით მხო­ლოდ ეგ არის, მას უნდა მივ­ხე­დო.

ლალი ფა­ცია

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"

"მომწონს, ოჯახში პირველად რომ შედიხარ და იქაურობას ლოცავ" - გაიცანით, ქართველებზე შეყვარებული ნიგერიელი რადიოწამყვანი

"მომწონს, ოჯახში პირველად რომ შედიხარ და იქაურობას ლოცავ" - გაიცანით, ქართველებზე შეყვარებული ნიგერიელი რადიოწამყვანი

სხვა დროს რადიოში წამყვანი არ ყოფილა, ცოტა ხნის წინ პირველად აღმოჩნდა ახალ ამპლუაში და როგორც ამბობს, მოსწონს. 29 წლის ბრაიან იდოუ (იგივე იბრაჰიმი), რომელსაც საქართველოში კარგად იცნობენ, რადიო NJG-ის დილის გადაცემის მუსიკალური წამყვანი გახდა და ბაბი კირკიტაძესთან ერთად დილის გადაცემა მიჰყვას. რადიო "ენერჯი" (Fm 104,7) ფრანგული მუსიკალური რადიოსადგურის ქართული მაუწყებლობა გახლავთ, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ თანამედროვე მუსიკაზე.

ბრაიანს ძალიან მოსწონს, ახალი სამსახური, დიჯეობაც, რომელიც ერთი თვის წინ დაიწყო. ახლა ორშაბათს მოუთმენლად ელოდება, რომ ეთერში დაჯდეს და ქართველ მსმენელს რადიოსიხშირის საშუალებით დილას გაესაუბროს. თავიდან ნერვიულობდა, პირდაპირ ეთერში რა უნდა გავაკეთოო? მაგრამ როგორც ამბობს, თანაწამყვანი ბაბი ძალიან ეხმარება.

"ეს რადიო ბევრ ქვეყანაშია, თუმცა საქართველოში პირველები ვართ, რაც მნიშვნელოვანია," - ამბობს და მასთან საუბარს ასე ვიწყებ:

- როგორ ხარ?

- ძალიან კარგად, ანუ ჯგიროდ.

- იცი მეგრული?

- ჭიჭე-ჭიჭე მიჩქუ. შენ იცი?

- არა.

- მერე ქართველები არა ვართ? ჩემი აზრით, უნდა გესწავლა...

- შენ სად იწავლე?

- არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ თბილისში რომ ჩამოვედი, ბევრი მეგრელი მეგობარი მყავდა და მათგან ვისწავლე. მეათე წელია, აქ ვარ და უკვე ქართველი ვარ (იცინის), იმერელი.

- რატომ იმერელი?

- საქართველოში ბაქოდან ჩამოვედი, აზერბაიჯანში ფეხბურთს ვთამაშობდი. თბილისიდან  ზესტაფონში წავედი, იქიდან სამტრედიაში, სადაც ფეხბურთი სამი წელი ვითამაშე. იქ არაერთი კარგი მეგობარი მყავს, ოჯახში ვცხოვრობდი. ისე შემაყვარეს თავი, რომ სამტრედიაში როცა ვარ, თავი სახლში მგონია, იქ იმდენი კარგი ძმაკაცი და მეგობარი მყავს.

- ნიგერიაში ვინ გყავს?

- მამა და ძმები, დედა სამწუხაროდ, ბავშვი ვიყავი, რომ გარდამეცვალა (სხვათა შორის, შვილს დედის სახელი დავარქვი). აქ 19 წლის ვიყავი რომ ჩამოვედი, - ამიტომ გეუბნები, რომ საქართველოში 10 წლის წინ დავიბადე და ქართველი ვარ-მეთქი...

- ე.ი. მოგწონს აქაურობა.

- კი, პირველ რიგში, ხალხი შემიყვარდა. ბაქოში წელიწად-ნახევარი ვიცხოვრე და უკმაყოფილო არც იქ ვიყავი, აზერბაიჯანულიც ვისწავლე. მერე ერთი კვირით აქ ჩამოვედი და იმ მცირე დროში საქართველო ძალიან შემიყვარდა. ჰოდა, დავრჩი. მეგობრები, ადამიანები მეხმარებოდნენ, ხალხისგან დიდი სითბო ვიგრძენი, მერე ჩემს თავს ვუთხარი, - სად მიდიხარ, სად? დარჩი-მეთქი, ჰოდა, დღემდე აქ ვარ და უკვე 6 წლის შვილიც მყავს, ლატიფა.

- ნიგერიაში არ მიდიხარ ხოლმე?

- კი, 2 თვის წინ ვიყავი. ახლა ჩემი ძმის ჩამოყვანაც მინდა. იმედია, ეგ ამბავი გამომივა.

- მეუღლეზე რას გვეტყვი?

- მე და მეუღლე ერთად არ ვართ, შვილს ორივე ვპატრონობთ. ბავშვი სკოლაში დადის და ჩემი მოვალეობაა, ყურადღება მივაქციო, ანუ ყველაფერი გავუკეთო, რაც მას სჭირდება. კარგი გოგოა, სამი ენა იცის, - ქართული, ინგლისური, რუსული.

- რა ენაზე ელაპარაკები?

- ინგლისურად, მაგრამ უმეტესად, ქართულად. ქართული ენა უკეთესად რომ მესწავლა, კარგი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი მესმის და ვლაპარაკობ.

- ფეხბურთს აღარ თამაშობ?

- მოყვარულთა ჩემპიონატზე გამოვდივარ. "სეუს" გუნდში ვარ. კიდევ ფეხბურთს ჩემი შვილის სკოლაში ვასწავლი. დილას რადიოში ვარ, მერე სკოლაში მივდივარ, საღამოს ჩილიმბარში ვმუშაობ. დატვირთული ვარ. აბა, ბავშვს მიხედვა ხომ უნდა? კარგ სკოლაში დადის, კარგად ასწავლიან...

გართობისთვის დრო თითქმის არ მრჩება. პარასკევს და შაბათს თუ მოვიცლი მეგობრებისთვის და კლუბში მივდივარ. კვირაობით კი ჩემპიონატია.

- ადრე მახსოვს, რომ დრედები გქონდა. რატომ მოიჭერი?

- როცა თმას არ ვივარცხნი, ისეთ ფორმას იღებს. შევიჭერი იმიტომ, რომ მომბეზრდა, თან, გავქართველდი (იცინის), ზაფხულიც მოდის, ცხელა და ამ დროს ცუდია.

- საქართველოს მოქალაქე ხომ არ ხარ?

- ჯერ არა, ექვსი თვის წინ პასუხად უარი მომივიდა, მიზეზი არ უთქვამთ. მუდმივი ბინადრობის სტატუსი მაქვს. ახლა ისევ ვაპირებ განცხადების შეტანას. მგონი, ყველა მონაცემი მაქვს იმისთვის, რომ ქვეყნის მოქალქე გავხდე. ხალხთან კარგი ურთიერთობა მაქვს, შვილი მყავს, ყველა გადასახადს ვიხდი, კანონთან პრობლემა არ შემქმნია, პატიოსნად ვცხოვრობ და ვმუშაობ...

- საქართველოში რა მოგწონს?

- ტრადიციები: ოჯახში პირველად რომ შეხვალ, უნდა იცოდე, როგორ მოიქცე, ანუ სადაც მიხვალ, იქაური ქუდი რომ უნდა დაიხურო. მომწონს, "ახალ წლებზე" საცივი რომ უნდა გააკეთო, სუფრაზე ქათამის ხორცი რომ უნდა გქონდეს, გოზინაყი, მაგარია, ბედობაზე მეკვლე რომ მოდის. თოვლის ბაბუა ნიგერიაში არ არის, რადგან თოვლი არ მოდის (იცინის), თუმცა სანტა კლაუსი გვყავს... აქ კიდევ ბევრი რაღაც არის, რაც მომწონს, რომელიც შეიძლება ახლა ვერ გავიხსენო, მაგრამ მაგარია.

- სუფრის ტრადიციაზე რას გვეტყვი?

- თამადა რომ ლაპარაკობს, ყველა უნდა გაჩერდეს, თამადის მერე ალავერდი უნდა თქვა, თუ შენ მოგთხოვენ ამას. პატარა სუფრაზე თამადობა შემიძლია. ზოგი სუფრას უფლის სადღეგრძელოთი იწყებს, ზოგი ოჯახს ადღეგრძელებს. ჰო, კიდევ რა მომწონს, იცი? ოჯახში პირველად რომ შედიხარ და ამბობ, - კეთილი იყოს ჩემი ფეხი და იქაურობას რომ ლოცავ... ბოლო-ბოლო იმერელი ვარ (იცინის) და ეს ყველაფერი ვიცი... მოკლედ, არიან ადამიანები, ვის გამოც საქართველოში დავრჩი.

- ამბობენ, კარგად ხუმრობსო...

- ანეგდოტები სიტუაციურად მახსენდება, ახლა ერთს გეტყვი, სვანი და მეგრელი ლიფტში გაიჭედებიან, სვანი ყვირის: მიშველეეეეთ! მეგრელი ეუბნება, - მოდი, ერთად ვიყვიროთ! სვანი: ერთააად! ერთააად! ჰო, რაღაც ღადაობები ვიცი. თავიდან რომ ჩამოვედი და ბინის დაქირავება მინდოდა, მაკლერთან მივედი, - ბინა მინდა-მეთქი. მეუბნება: - აფრიკაში თუ იცხოვრებო? ძლივს გამოვიქეცი აფრიკიდან-მეთქი...

- რაზე ოცნებობ?

- ვოცნებობ, რომ ყველაფერი კარგად იყოს, ჩემმა შვილმა სკოლა კარგად დაამთავროს და როგორც ახლა ვეხმარები, ბოლომდე ასე დავეხმარო. აბა, რატომ ვმუშაობ ამდენს და ვწვალობ? მერე მხოლოდ ლატიფა ხომ არ მეყოლება, მაგრამ რადგან ჯერჯერობით მხოლოდ ეგ არის, მას უნდა მივხედო.

ლალი ფაცია

AMBEBI.GE

"ტაში უნდა დავუკრათ გახარიას..." - როგორ ცხოვრობს პანდემიის დროს თემურ თათარაშვილი და აპირებს თუ არა აღდგომას ეკლესიაში წასვლას

"ეროვნული ბიბლიოთეკა" საზოგადოებას ვირტუალურ მუზეუმში ეპატიჟება - დაათვალიერეთ "დედა ენების" გამოფენა

"ადამიანები მიწას უნდა დაუბრუნდნენ, ვინც თბილისშია და სოფელი მიტოვებული აქვს..." - ეკა ნიჟარაძეს პანდემიის დროს კახეთში მოსავალი მოჰყავს