პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:46-ზე, მთვარე სასწორშია – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. კარგი დღეა მარხვისთვის. საკვები უნდა იყოს მარტივი და მსუბუქი. არ მიირთვათ ხელოვნური პროდუქტები, ნამცხვრები, სოკო და ხორცი. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება. პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება. ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. ეს დღე ყველაზე არახელსაყრელია ქორწინებისა და საქორწილო ღონისძიებებისთვის.
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება
ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება

თბი­ლი­სის ზო­ო­ლო­გი­უ­რი პარ­კის ახალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირ­ვე­ლი ვო­ლი­ე­რი იხ­სნე­ბა. პირ­ვე­ლი ბი­ნად­რე­ბი კავ­კა­სი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი - დათ­ვე­ბი და მგლე­ბი არი­ან.

გახ­სნის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცე­რე­მო­ნია ხვალ, 13:00 სა­ათ­ზე გა­ი­მარ­თე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბას და­ეს­წრე­ბი­ან თბი­ლი­სის მე­რი­ის, გერ­მა­ნი­ის სა­ელ­ჩო­სა და გერ­მა­ნი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის სა­ზო­გა­დო­ე­ბის (GIZ) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის პრეს­სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვო­ლი­ე­რი გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით აშენ­და. მისი ფარ­თო­ბი 1 ჰა-ზე მე­ტია. ახალ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (თბი­ლი­სის ზღვის მიმ­დე­ბა­რედ) უკვე გა­დაყ­ვა­ნი­ლია ოთხი მგე­ლი და სამი დათ­ვი.

რო­გორც ზო­ო­პარ­კის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში აცხა­დე­ბენ, ზო­ო­პარ­კის ამ­ჟა­მინ­დელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე (გმირ­თა მო­ედ­ნის მიმ­დე­ბა­რედ) ად­გი­ლის სიმ­ცი­რის გამო (5 ჰა) შე­უძ­ლე­ბე­ლია შემ­დგო­მი გან­ვი­თა­რე­ბა - ცხო­ვე­ლე­ბის კო­ლექ­ცი­ის გამ­დიდ­რე­ბა და სრულ­ყო­ფი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მო­წყო­ბა. ახა­ლი ტე­რი­ტო­რია (48 ჰა) სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის ზო­ო­პარ­კის აშე­ნე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას იძ­ლე­ვა - დიდი და კე­თილ­მო­წყო­ბი­ლი ვო­ლი­ე­რე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა თხრი­ლე­ბით, არ­ხე­ბი­თა და მსუ­ბუ­ქი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბით შე­მო­ი­სა­ზღვრე­ბა. არ­სე­ბუ­ლი ლან­დშაფ­ტი ცხო­ვე­ლე­ბის ბუ­ნებ­რივ სა­ცხოვ­რე­ბელ არე­ალ­თან მიმსგავ­სე­ბულ გა­რე­მოს შექ­მნის. დამ­თვა­ლი­ე­რებ­ლის­თვის მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო-და­სას­ვე­ნე­ბე­ლი სივ­რცე მო­ე­წყო­ბა.

"მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ახა­ლი ზო­ო­პარ­კის პირ­ვე­ლი ბი­ნად­რე­ბი დათ­ვე­ბი და მგლე­ბი იქ­ნე­ბი­ან. დათ­ვი ერთ-ერთი პრობ­ლე­მუ­რი სა­ხე­ო­ბაა სა­ქარ­თვე­ლო­ში - და­ტყვე­ვე­ბულ დათ­ვებს კერ­ძო პი­რებ­თან, ან სხვა­დას­ხვა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში, აუ­ტა­ნელ პი­რო­ბებ­ში უწევთ არ­სე­ბო­ბა. ახალ ვო­ლი­ერ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 მათ­განს შე­ვი­ფა­რებთ და და­ვიხ­სნით გა­უ­საძ­ლი­სი ყო­ფის­გან. გარ­და ამი­სა, ვგეგ­მავთ და­ობ­ლე­ბუ­ლი ბე­ლე­ბის ბუ­ნე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის პროგ­რა­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას. სპე­ცი­ა­ლუ­რად პა­ტა­რე­ბის­თვის აგე­ბულ ვო­ლი­ერ­ში მოხ­დე­ბა ცხო­ვე­ლის რე­ინ­ტრო­დუქ­ცი­ის­თვის მომ­ზა­დე­ბა მისი ბუ­ნე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბის მიზ­ნით. ეს უდი­დე­სი წინ­გა­დად­გმუ­ლი ნა­ბი­ჯი იქ­ნე­ბა გა­რე­მოს­დაც­ვით საქ­მი­ა­ნო­ბა­ში. დიდი მად­ლო­ბა გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბას, რომ მოგ­ვცა ჩვე­ნი გეგ­მე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბა", - აცხა­დებს თბი­ლი­სის ზო­ო­პარ­კის დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ გუ­რი­ე­ლი­ძე.

შემ­დეგ ეტაპ­ზე ახალ ზო­ო­პარკში ირ­მე­ბი და ნი­ა­მო­რე­ბი და­ი­დე­ბენ ბი­ნას. მათი ვო­ლი­ე­რიც გერ­მა­ნი­ის მთავ­რო­ბის და­ფი­ნან­სე­ბით შენ­დე­ბა.

ახა­ლი ზო­ო­პარ­კის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის სრულ მო­წეს­რი­გე­ბამ­დე, ცხო­ვე­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა სა­ცხე­ნოს­ნო ტუ­რე­ბის ფარ­გლებ­ში იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება

ზოოპარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება

თბილისის ზოოლოგიური პარკის ახალ ტერიტორიაზე პირველი ვოლიერი იხსნება. პირველი ბინადრები კავკასიაში გავრცელებული ცხოველები - დათვები და მგლები არიან.

გახსნის ოფიციალური ცერემონია ხვალ, 13:00 საათზე გაიმართება. ღონისძიებას დაესწრებიან თბილისის მერიის, გერმანიის საელჩოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლები.

თბილისის ზოოპარკის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ვოლიერი გერმანიის მთავრობის დაფინანსებით აშენდა. მისი ფართობი 1 ჰა-ზე მეტია. ახალ ტერიტორიაზე (თბილისის ზღვის მიმდებარედ) უკვე გადაყვანილია ოთხი მგელი და სამი დათვი.

როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ზოოპარკის ამჟამინდელ ტერიტორიაზე (გმირთა მოედნის მიმდებარედ) ადგილის სიმცირის გამო (5 ჰა) შეუძლებელია შემდგომი განვითარება - ცხოველების კოლექციის გამდიდრება და სრულყოფილი ინფრასტრუქტურის მოწყობა. ახალი ტერიტორია (48 ჰა) საერთაშორისო სტანდარტების ზოოპარკის აშენების შესაძლებლობას იძლევა - დიდი და კეთილმოწყობილი ვოლიერების უმრავლესობა თხრილებით, არხებითა და მსუბუქი კონსტრუქციებით შემოისაზღვრება. არსებული ლანდშაფტი ცხოველების ბუნებრივ საცხოვრებელ არეალთან მიმსგავსებულ გარემოს შექმნის. დამთვალიერებლისთვის მეტად საინტერესო საგანმანათლებლო-დასასვენებელი სივრცე მოეწყობა.

"მნიშვნელოვანია, რომ ახალი ზოოპარკის პირველი ბინადრები დათვები და მგლები იქნებიან. დათვი ერთ-ერთი პრობლემური სახეობაა საქართველოში - დატყვევებულ დათვებს კერძო პირებთან, ან სხვადასხვა დაწესებულებაში, აუტანელ პირობებში უწევთ არსებობა. ახალ ვოლიერში დაახლოებით 10 მათგანს შევიფარებთ და დავიხსნით გაუსაძლისი ყოფისგან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დაობლებული ბელების ბუნებაში დაბრუნების პროგრამის განხორციელებას. სპეციალურად პატარებისთვის აგებულ ვოლიერში მოხდება ცხოველის რეინტროდუქციისთვის მომზადება მისი ბუნებაში დაბრუნების მიზნით. ეს უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება გარემოსდაცვით საქმიანობაში. დიდი მადლობა გერმანიის მთავრობას, რომ მოგვცა ჩვენი გეგმების რეალიზაციის შესაძლებლობა", - აცხადებს თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე.

შემდეგ ეტაპზე ახალ ზოოპარკში ირმები და ნიამორები დაიდებენ ბინას. მათი ვოლიერიც გერმანიის მთავრობის დაფინანსებით შენდება.

ახალი ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულ მოწესრიგებამდე, ცხოველების დათვალიერება საცხენოსნო ტურების ფარგლებში იქნება შესაძლებელი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი