სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:28-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 15:49-ზე – ყველაფრის მიღწევა შეიძლება, თუ კრეატიული ხართ და მიზნის მიღწევას ცდილობთ. უნდა დაიცვათ თქვენი პრინციპები და აქტიურად გამოხატოთ თქვენი ემოციები და გრძნობები. გადაიხადეთ ვალები. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. განახორციელეთ ნებისმიერი რადიკალური ცვლილება – ავეჯის გადაწყობიდან ბიზნესის კონცეფციის შეცვლამდე. არ არის რეკომენდებული ფინანსური საქმეების წარმართვა. ახალი საქმეების დაწყება. კარგია ტაძრებისა და მონასტრების მონახულება. კარგია სამზარეულოს დასუფთავება, საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, დაუთოება.
სამართალი
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლაშა თორდიას პასუხი ფარცხალაძის ადვოკატებს - "ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე"
ლაშა თორდიას პასუხი ფარცხალაძის ადვოკატებს - "ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე"

დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბა ბო­ლო­ში რა­ღაც გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, რო­მე­ლიც ჩემს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, თით­ქოს მარ­თლა მე თვი­თონ მი­ვი­ყე­ნე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი, - ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი ლაშა თორ­დია ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რომ ისი­ნი არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, ლაშა თორ­დი­ამ და­ზი­ა­ნე­ბე­ბი თა­ვად მი­ი­ყე­ნა.

ლაშა თორ­დია ად­ვო­კა­ტე­ბის პო­ზი­ცი­ას აბ­სურ­დულს უწო­დებს და ამ­ბობს, რომ მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი უწყე­ბე­ბი ერ­თობ­ლი­ვად მუ­შა­ო­ბენ.

"აქ მხო­ლოდ ერ­თა­დერ­თი შე­ფა­სე­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­კეთ­დეს - ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ არი­ან საღ გო­ნე­ბა­ზე. ად­ვო­კა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც იცა­ვენ ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს, ასე­თი მძი­მე ბრალ­დე­ბით, და აცხა­დე­ბენ, რომ თურ­მე თვით­და­ზი­ა­ნე­ბა მი­ვი­ყე­ნე, ნიშ­ნავს, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი საღ გო­ნე­ბა­ზე არ არი­ან.

პო­ლი­ცია და მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის სახ­ლში. მიშა ჩო­ხე­ლი, რო­მელ­მაც მე და­მარ­ტყა ხელი და ახლა აღარ­სად ჩანს, არის ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი. მთე­ლი ეს სამი სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო - ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცია, შსს და პრო­კუ­რა­ტუ­რა ჩემს წი­ნა­აღ­მდეგ არი­ან მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი, რათა ეს ჩვე­ნე­ბე­ბი, რო­მელ­საც მხო­ლოდ მე ვაძ­ლევ, შე­მო­ატ­რი­ა­ლონ ჩემს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ისი­ნი იღე­ბენ ჩემ­გან ჩვე­ნე­ბებს და შემ­დგომ ბო­ლო­ში რა­ღაც გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თე­ბენ, რო­მე­ლიც ჩემს სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ იქ­ნე­ბა მი­მარ­თუ­ლი, რომ თურ­მე მე თვი­თონ მი­ვი­ყე­ნე და­ზი­ა­ნე­ბე­ბი", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ლაშა თორ­დი­ამ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ირანის შეტევის შედეგად ისრაელის 6 კვლევითი ლაბორატორია განადგურდა და 9 დაზიანდა

ლაშა თორდიას პასუხი ფარცხალაძის ადვოკატებს - "ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე"

ლაშა თორდიას პასუხი ფარცხალაძის ადვოკატებს - "ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე"

დარწმუნებული ვარ, გამოძიება ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებს, რომელიც ჩემს საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, თითქოს მართლა მე თვითონ მივიყენე დაზიანებები, - ასე გამოეხმაურა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსი ლაშა თორდია ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატების განცხადებას, რომ ისინი არ გამორიცხავენ, ლაშა თორდიამ დაზიანებები თავად მიიყენა.

ლაშა თორდია ადვოკატების პოზიციას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ სამართალდამცავი უწყებები ერთობლივად მუშაობენ.

"აქ მხოლოდ ერთადერთი შეფასება შეიძლება გაკეთდეს - ეს ადამიანები არ არიან საღ გონებაზე. ადვოკატები, რომლებიც იცავენ ყოფილ მთავარ პროკურორს, ასეთი მძიმე ბრალდებით, და აცხადებენ, რომ თურმე თვითდაზიანება მივიყენე, ნიშნავს, რომ ეს ადამიანები საღ გონებაზე არ არიან.

პოლიცია და მთავარი პროკურატურა მობილიზებულია ოთარ ფარცხალაძის სახლში. მიშა ჩოხელი, რომელმაც მე დამარტყა ხელი და ახლა აღარსად ჩანს, არის ფინანსური პოლიციის მაღალი თანამდებობის პირი. მთელი ეს სამი სამართალდამცავი ორგანო - ფინანსური პოლიცია, შსს და პროკურატურა ჩემს წინააღმდეგ არიან მობილიზებული, რათა ეს ჩვენებები, რომელსაც მხოლოდ მე ვაძლევ, შემოატრიალონ ჩემს საწინააღმდეგოდ. დარწმუნებული ვარ, ისინი იღებენ ჩემგან ჩვენებებს და შემდგომ ბოლოში რაღაც განცხადებას გააკეთებენ, რომელიც ჩემს საწინააღმდეგოდ იქნება მიმართული, რომ თურმე მე თვითონ მივიყენე დაზიანებები", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ლაშა თორდიამ.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ