"თელასის" ინფორმაციით, აბონენტების უმრავლესობას ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა. კომპანიის ინფორმაციით, 16:11 საათზე გაითიშა ელექტროენერგია და 160 000 აბონენტი უშუქოდ დარჩა.
"თელასისთვის" უცნობია ელექტროენერგიის გათიშვის მიზეზები.
"16:11 საათზე ჩვენს 10 მაღალი ძაბვის ქვესადგურს შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. შუქის გარეშე დარჩა 160 000-მდე მომხმარებელი, თუმცა ამ დროისთვის უკვე, აბონენტების უმრავლესობას აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება. გათიშვა "თელასისგან" დამოუკიდებელი მიზეზებით მოხდა", - განაცხადეს თელასში.