სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

11

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სტარტაპი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების დიდი სურვილით შეიქმნა - კაფე Fresh Food Line
სტარტაპი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების დიდი სურვილით შეიქმნა - კაფე Fresh Food Line

კა­ფემ Fresh Food Line-მა, რო­მე­ლიც ბა­ზარ­ზე 2017 წლის იან­ვარ­ში გა­მოჩ­ნდა, სა­კუ­თა­რი ნიშა ბიზ­ნეს-ლან­ჩე­ბის ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სით და­იმ­კვიდ­რა. კაფე მომ­ხმა­რე­ბელს სთა­ვა­ზობს რო­გორც ოჯა­ხურ კერ­ძებს, ასე­ვე ცო­მე­ულს, მათ შო­რის პი­ცას, ხა­ჭა­პურ­სა და ღვე­ზე­ლებს.

პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვიკა სე­სი­ტაშ­ვი­ლი 17 წე­ლია ჰო­რე­კას (საკ­ვე­ბის და­მამ­ზა­დე­ბელ ინ­დუსტრია) ინ­დუსტრი­ა­ში საქ­მი­ა­ნობს და ამ სფე­როს ყვე­ლა კუ­თხით კარ­გად იც­ნობს. და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის სურ­ვი­ლით მო­ტი­ვი­რე­ბულ­მა, გა­და­წყვი­ტა თა­ვად ეკე­თე­ბი­ნა ის საქ­მე, რაც კარ­გად გა­მოს­დი­ო­და და 2016 წლის ნო­ემ­ბერ­ში კა­ფის გახ­სნა­ზე და­ი­წყო მუ­შა­ო­ბა.

მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი 3 თვე გაგ­რძელ­და, 2017 წლის იან­ვარ­ში კი გა­იხ­სნა კაფე სა­ხე­ლად Fresh Food Line, რო­მე­ლიც და­სა­ხე­ლე­ბას სრუ­ლად ამარ­თლებს და მომ­ხმა­რე­ბელს ჯან­საღ საკ­ვებს სთა­ვა­ზობს.

"მინ­და, ხაზი გა­ვუს­ვა პრო­დუქ­ტის ხა­რისხს და ხელ­მი­საწ­ვდომ ფა­სებს. ვფიქ­რობ, დღე­ვან­დელ ბა­ზარ­ზე სა­უ­კე­თე­სო შე­თა­ვა­ზე­ბა გვაქვს ამ კუ­თხით. მო­თხოვ­ნის მი­ხედ­ვით მე­ნი­უც იზ­რდე­ბა. კლი­ენ­ტებს შე­უძ­ლი­ათ კა­ფე­ში მობ­რძან­დნენ, ასე­ვე გვაქვს ად­გილ­ზე მი­ტა­ნის სერ­ვი­სი," - გან­მარ­ტავს ვიკა სე­სი­ტაშ­ვი­ლი.

სტარ­ტა­პე­რის­თვის საქ­მის და­წყე­ბი­სი­სას მთა­ვა­რი სირ­თუ­ლე ფი­ნან­სე­ბის მო­ძი­ე­ბა იყო. ამ პრობ­ლე­მის გა­და­ლახ­ვა­ში კი მე­გობ­რე­ბი და მე­გო­ბა­რი ბან­კი და­ეხ­მა­რა:

"საქ­მის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა­ში, "თი­ბი­სი სტარ­ტა­პე­რის" პროგ­რა­მა და­მეხ­მა­რა - გა­მე­კე­თე­ბი­ნა ლა­მა­ზი ინ­ტე­რი­ე­რი, შე­მე­ძი­ნა და­მა­ტე­ბი­თი და­ნად­გა­რე­ბი, კა­ფე­ში კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა და ასე­ვე, რეკ­ლა­მა. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კი ის იყო, რომ ავ­ტო­მო­ბი­ლის შე­ძე­ნა შევ­ძე­ლი, რად­გან მა­ნამ­დე შეკ­ვე­თის მი­წო­დე­ბა ტაქ­სით მი­წევ­და," - ამ­ბობს სტარ­ტა­პე­რი.

კა­ფე­ში რე­მონ­ტის გა­კე­თე­ბა და სა­თა­ნა­დოდ მო­წყო­ბაც არ ყო­ფი­ლა ვი­კას­თვის ად­ვი­ლი - სივ­რცე შავი კარ­კა­სის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და ყვე­ლა­ფე­რი მან გა­ა­კე­თა. არ­სე­ბუ­ლი თუ გა­და­ლა­ხუ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, დამ­წყე­ბი ბიზ­ნეს­მე­ნი ყვე­ლას ურ­ჩევს, ორი­გი­ნა­ლუ­რი იდე­ე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და დაბ­რკო­ლე­ბე­ბის არ შე­ე­შინ­დეთ.

"ძა­ლი­ან მი­ხა­რია, რომ მეტი და მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი იქ­მნე­ბა. დღეს ქარ­თუ­ლი ბა­ზა­რი პა­ტა­რაა და არც ეროვ­ნუ­ლი პრო­დუქ­ტია ბევ­რი. სწო­რედ ესაა ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მა. რაც მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი პრო­დუქ­ტი შე­იქ­მნე­ბა, მეტი სა­მუ­შაო ად­გი­ლი გაჩ­ნდე­ბა და ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ბო­ლო­ოდ ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე და­დე­ბი­თად იმოქ­მე­დებს. ყვე­ლა სტარ­ტა­პერს და მა­თაც, ვინც ჯერ სა­კუ­თა­რი საქ­მის და­წყე­ბას ფიქ­რობს, ვუ­სურ­ვებ შუა გზა­ზე არ შე­ჩერ­დნენ, სირ­თუ­ლე­ე­ბის არ შე­ე­შინ­დეთ და საქ­მე ბო­ლომ­დე მი­იყ­ვა­ნონ. მჯე­რა, რო­დე­საც გუ­ლით აკე­თებ რა­ღა­ცას, ის აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­გი­ვა," - დას­ძენს ვიკა.

#სტარ­ტა­პე­რი #გვე­ა­მა­ყე­ბი

ფო­ტო­ე­ბი: ADvan/ ედ­ვე­ნი

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

სტარტაპი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების დიდი სურვილით შეიქმნა - კაფე Fresh Food Line

სტარტაპი, რომელიც საკუთარი ბიზნესის წამოწყების დიდი სურვილით შეიქმნა - კაფე Fresh Food Line

კაფემ Fresh Food Line-მა, რომელიც ბაზარზე 2017 წლის იანვარში გამოჩნდა, საკუთარი ნიშა ბიზნეს-ლანჩების ადგილზე მიტანის სერვისით დაიმკვიდრა. კაფე მომხმარებელს სთავაზობს როგორც ოჯახურ კერძებს, ასევე ცომეულს, მათ შორის პიცას, ხაჭაპურსა და ღვეზელებს.

პროფესიით ჟურნალისტი ვიკა სესიტაშვილი 17 წელია ჰორეკას (საკვების დამამზადებელ ინდუსტრია) ინდუსტრიაში საქმიანობს და ამ სფეროს ყველა კუთხით კარგად იცნობს. დამოუკიდებლობის სურვილით მოტივირებულმა, გადაწყვიტა თავად ეკეთებინა ის საქმე, რაც კარგად გამოსდიოდა და 2016 წლის ნოემბერში კაფის გახსნაზე დაიწყო მუშაობა.

მოსამზადებელი სამუშაოები 3 თვე გაგრძელდა, 2017 წლის იანვარში კი გაიხსნა კაფე სახელად Fresh Food Line, რომელიც დასახელებას სრულად ამართლებს და მომხმარებელს ჯანსაღ საკვებს სთავაზობს.

"მინდა, ხაზი გავუსვა პროდუქტის ხარისხს და ხელმისაწვდომ ფასებს. ვფიქრობ, დღევანდელ ბაზარზე საუკეთესო შეთავაზება გვაქვს ამ კუთხით. მოთხოვნის მიხედვით მენიუც იზრდება. კლიენტებს შეუძლიათ კაფეში მობრძანდნენ, ასევე გვაქვს ადგილზე მიტანის სერვისი," - განმარტავს ვიკა სესიტაშვილი.

სტარტაპერისთვის საქმის დაწყებისისას მთავარი სირთულე ფინანსების მოძიება იყო. ამ პრობლემის გადალახვაში კი მეგობრები და მეგობარი ბანკი დაეხმარა:

"საქმის ბოლომდე მიყვანაში, "თიბისი სტარტაპერის" პროგრამა დამეხმარა - გამეკეთებინა ლამაზი ინტერიერი, შემეძინა დამატებითი დანადგარები, კაფეში კომფორტი შემექმნა და ასევე, რეკლამა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ ავტომობილის შეძენა შევძელი, რადგან მანამდე შეკვეთის მიწოდება ტაქსით მიწევდა," - ამბობს სტარტაპერი.

კაფეში რემონტის გაკეთება და სათანადოდ მოწყობაც არ ყოფილა ვიკასთვის ადვილი - სივრცე შავი კარკასის მდგომარეობაში იყო და ყველაფერი მან გააკეთა. არსებული თუ გადალახული პრობლემების მიუხედავად, დამწყები ბიზნესმენი ყველას ურჩევს, ორიგინალური იდეები განახორციელონ და დაბრკოლებების არ შეეშინდეთ.

"ძალიან მიხარია, რომ მეტი და მეტი ადგილობრივი პროდუქტი იქმნება. დღეს ქართული ბაზარი პატარაა და არც ეროვნული პროდუქტია ბევრი. სწორედ ესაა ქართული საზოგადოების პრობლემა. რაც მეტი ადგილობრივი პროდუქტი შეიქმნება, მეტი სამუშაო ადგილი გაჩნდება და ეს ყველაფერი საბოლოოდ ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს. ყველა სტარტაპერს და მათაც, ვინც ჯერ საკუთარი საქმის დაწყებას ფიქრობს, ვუსურვებ შუა გზაზე არ შეჩერდნენ, სირთულეების არ შეეშინდეთ და საქმე ბოლომდე მიიყვანონ. მჯერა, როდესაც გულით აკეთებ რაღაცას, ის აუცილებლად გამოგივა," - დასძენს ვიკა.

#სტარტაპერი #გვეამაყები

ფოტოები: ADvan/ ედვენი

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი