მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გაითიშება თუ არა ქართული არხები საკაბელოდან - ტელევიზიებისა და საკაბელო ოპერატორების დაპირისპირების დეტალები
გაითიშება თუ არა ქართული არხები საკაბელოდან - ტელევიზიებისა და საკაბელო ოპერატორების დაპირისპირების დეტალები

"გვსურს, შე­გა­ტყო­ბი­ნოთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე. "რუს­თა­ვი 2", "მა­ესტრო" და "იმე­დი" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოდ შე­თან­ხმდნენ, რომ ფა­სი­ა­ნი გა­ხა­დონ მათი არ­ხე­ბის ჩვე­ნე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ვი­როს პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა", - "სილ­ქნე­ტის" მიერ აბო­ნენ­ტე­ბის­თვის გაგ­ზავ­ნი­ლი ამ შე­ტყო­ბი­ნე­ბის შემ­დეგ ვი­თა­რე­ბა და­ი­ძა­ბა ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და სა­კა­ბე­ლო კომ­პა­ნი­ებს შო­რის, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა სა­ბო­ლო­ოდ მომ­ხმა­რე­ბე­ლი და­ა­ზა­რა­ლოს.

რა ხდე­ბა სი­ნამ­დვი­ლე­ში? სა­კი­თხში გარ­კვე­ვა საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გან ორი­ვე მხა­რეს თა­ვი­სი პო­ზი­ცია და არ­გუ­მენ­ტე­ბი აქვს.

ყვე­ლა­ფე­რი და­ი­წყო იმით, რომ რამ­დე­ნი­მე დღის წინ 50-მა სა­კა­ბე­ლო ქსელ­მა და "სილ­ქნეტ­მა"შპს GMR-ისა­გან მი­ი­ღეს შე­ტყო­ბი­ნე­ბა, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, აღ­ნიშ­ნუ­ლი შპს ახლო მო­მა­ვალ­ში "რუს­თა­ვი 2"-სგან, "იმე­დის­გან", GDS-სგან, "მა­ესტროს­გან", "კო­მე­დი არ­ხი­სა" და "მა­რა­ოს­გან" და­ი­რე­გის­ტრი­რებს ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას, რომ­ლი­თაც შე­ეძ­ლე­ბა მო­ახ­დი­ნოს მათ მიერ წარ­მო­ე­ბუ­ლი კონ­ტენ­ტის კო­მერ­ცი­უ­ლი დის­ტრი­ბუ­ცია სა­კა­ბე­ლო ქსე­ლებ­სა და ინ­ტერ­ნეტ­ში. GMR სა­კა­ბე­ლო­ებ­სა და ასე­ვე ინ­ტერ­ნეტ-რე­სურ­სებს, მათ შო­რის Myvideo.ge-სა და Imovies.ge-ს ატყო­ბი­ნებს, რომ თუ მათ სურთ, თა­ვი­ანთ პროგ­რა­მა­ში "რუს­თა­ვი 2", "იმე­დი", GDS, "მა­ესტრო", "კო­მე­დი არხი" და "მა­რაო" იხი­ლონ, კონ­ტენ­ტის დის­ტრი­ბუ­ცი­ის უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბი­სათ­ვის GMR-ს უნდა მი­მარ­თონ.

კომ­პა­ნია GMR 2017 აპ­რი­ლის ბო­ლოს და­რე­გის­ტრირ­და. მისი დი­რექ­ტო­რი ზუ­რაბ ნა­ყე­უ­რია, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ხელ­მძღვა­ნე­ლია. ნა­ყე­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, კომ­პა­ნი­ებ­მა სა­კი­თხის არას­წო­რი ინ­ტერპრე­ტა­ცია მო­ახ­დი­ნეს და მათ შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში ფა­სი­ან სერ­ვის­ზე სა­უ­ბა­რი არ ყო­ფი­ლა.

"მათ მიერ გა­კე­თე­ბუ­ლი გან­ცხა­დე­ბა ჩემ­თვის ცოტა გა­უ­გე­ბა­რია. კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­სუ­ლან და არ გვი­სა­უბ­რია. ჩვენ მათ­თან უამ­რა­ვი სა­კი­თხის გან­ხილ­ვას ვა­პი­რებ­დით. თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მო­დე­ლი მო­ლა­პა­რა­კე­ბის შე­დე­გად უნდა და­ზუს­ტდეს. ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მო­ლა­პა­რა­კე­ბის სა­გა­ნი და არა ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟის ატეხ­ვის მი­ზე­ზი. ჩვენ ვა­პი­რებთ, რომ ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი გა­ვა­ფორ­მოთ ყვე­ლა კომ­პა­ნი­ას­თან. გა­მოხ­მა­უ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თწ­ლი­ან ხელ­შეკ­რუ­ლე­ბებს გა­ვუ­ფორ­მებთ. ფი­ნან­სუ­რი სა­კი­თხი ერთ-ერთი იქ­ნე­ბა, რა­საც გან­ვი­ხი­ლავთ. თუ მათ­თვის 20 მა­ი­სამ­დე მი­ცე­მუ­ლი ვადა მოკ­ლე იყო, გა­მოგ­ვხმა­უ­რე­ბოდ­ნენ და ეთ­ქვათ ამის შე­სა­ხებ. ჩვენ ღია ვართ ნე­ბის­მი­ე­რი დის­კუ­სი­ით­ვის," - აღ­ნიშ­ნავს ზუ­რაბ ნა­ყე­უ­რი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ნა­ყე­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის ნა­წილ­მა მათ მი­მარ­თა და გარ­კვე­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბა და­წყე­ბუ­ლია.

სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რის თე­ო­ნა ბე­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია მარ­თლა გა­მო­ეხ­მა­უ­რა GMR-ს და მათი მხრი­დან თან­ხა­ზე იყო სა­უ­ბა­რი.

"ვინც კონ­ტაქ­ტზე გა­ვი­და, ყვე­ლას­თან თან­ხა­ზე იყო სა­უ­ბა­რი და არ ვიცი, ახლა რა­ტომ აცხა­დებს ზუ­რაბ ნა­ყე­უ­რი, რომ ერ­თა­დერ­თი გან­სა­ხილ­ვე­ლი თემა ფი­ნან­სე­ბი არაა. შე­იძ­ლე­ბა ახლა შე­იც­ვა­ლეს პო­ზი­ცია. იმე­დი მაქვს, ქარ­თუ­ლი არ­ხე­ბის რეტ­რანსლი­რე­ბის­თვის თან­ხას არ მო­ი­თხო­ვენ. არც ერთ ქვე­ყა­ნა­ში სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლის ტრანსლი­რე­ბა­ზე სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი თან­ხას არ იხ­დი­ან. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად Must carry-ის პრინ­ციპს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, ეს პრინ­ცი­პი 2012 წლი­დან მოქ­მე­დებს და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მა­უ­წყებ­ლე­ბის კონ­ტენ­ტის სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტრანსლი­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­კა­ბე­ლო ქსე­ლებ­ში", - გან­მარ­ტავს თე­ო­ნა ბე­რუ­აშ­ვი­ლი.

სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბამ უკვე შე­ი­მუ­შა­ვა გან­ცხა­დე­ბა, რო­მელ­საც დღეს კომ­პა­ნია GMR-ს გა­უგ­ზავ­ნი­ან.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია: "არ ვცნობთ და არ ვი­ღებთ შე­სას­რუ­ლებ­ლად მი­ღე­ბულ შე­ტყო­ბი­ნე­ბას. ამას­თან ერ­თად, რო­გორც არ უნდა გან­ვი­თარ­დეს სა­მარ­თლებ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა თა­ვად სა­მა­უ­წყებ­ლო კომ­პა­ნი­ებ­სა და შპს GMR-ს შო­რის, ჩვე­ნი კა­ტე­გო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაა, რომ არ და­ვე­თან­ხმე­ბით შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბის სიგ­ნა­ლის ტრან­ზი­ტის­თვის გა­და­სა­ხა­დის და­წე­სე­ბას. იმ შემ­თხე­ვა­ში, თუ თქვე­ნი მხრი­დან არ შე­იც­ვლე­ბა პო­ზი­ცია, ჩვენ მი­ვი­ღებთ ერ­თობ­ლივ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ­ხე­ბის სიგ­ნა­ლის გა­თიშ­ვას­თან და­კავ­ში­რე­ბით".

ამა­ვე გან­ცხა­დე­ბა­ში ვკი­თხუ­ლობთ: ""იმე­დი", "მა­ესტრო" და "რუს­თა­ვი 2" წარ­მო­ად­გენთ სა­ერ­თო მა­უ­წყე­ბელს, რომ­ლე­ბიც სარ­გებ­ლობთ სა­ვალ­დე­ბუ­ლო ტრან­ზი­ტის მო­თხოვ­ნის უფ­ლე­ბით (ე.წ. Must Carry), რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ "სა­ერ­თო მა­უ­წყებ­ლებს უფ­ლე­ბა აქვთ მოს­თხო­ვონ მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზიტ­ზე ავ­ტო­რი­ზე­ბულ პი­რებს, სა­ტე­ლე­ვი­ზიო არხი გა­ნა­თავ­სონ მომ­ხმა­რებ­ლის­თვის შე­თა­ვა­ზე­ბულ ყვე­ლა პა­კეტ­ში". ამა­ვე დროს, "მა­უ­წყებ­ლო­ბის შე­სა­ხებ" სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის 401-ე მუხ­ლის I ნა­წი­ლი გარ­თმევთ უფ­ლე­ბას მა­უ­წყებ­ლო­ბის ტრან­ზიტ­ზე ავ­ტო­რი­ზე­ბუ­ლი პი­რე­ბის­გან მო­ი­თხო­ვოთ ანა­ზღა­უ­რე­ბა სა­ტე­ლე­ვი­ზიო სიგ­ნა­ლის ტრან­ზი­ტის სა­ნაც­ვლოდ. კარ­გად მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ ამ კა­ნო­ნის ამოქ­მე­დე­ბის შემ­დეგ, არა­ერ­თმა კერ­ძო მა­უ­წყე­ბელ­მა მო­ახ­დი­ნა ლი­ცენ­ზი­ის მო­დი­ფი­ცი­რე­ბა და გახ­და სა­ერ­თო მა­უ­წყე­ბე­ლი, სწო­რედ იმის­თვის, რომ კა­ნო­ნის ძა­ლით მო­ე­თხო­ვათ სატ­რან­ზი­ტო ოპე­რა­ტო­რე­ბის­თვის, გა­ნე­თავ­სე­ბი­ნათ ტე­ლე­არ­ხე­ბი ყვე­ლა სა­მომ­ხმა­რებ­ლო პა­კეტ­ში. ოპე­რა­ტო­რე­ბის­გან უა­რის შემ­თხვე­ვა­ში, ისი­ნი მი­მარ­თა­ვენ სა­ჩივ­რით სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის ეროვ­ნულ კო­მი­სი­ას და ამ გზით აი­ძუ­ლე­ბენ სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ებს გა­ავ­რცე­ლონ მათი სა­ტე­ლე­ვი­ზო პროგ­რა­მე­ბი".

ნა­ყე­უ­რის გან­მარ­ტე­ბით, თუკი სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბი უცხო­ურ არ­ხებს უხ­დი­ან რეტ­რანსლი­რე­ბის­თვის სა­ფა­სურს, მა­შინ მის­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა­ტომ არ უნდა გა­და­ი­ხა­დოს ქარ­თულ­მა არ­ხებ­მა. მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით წამ­გე­ბი­ა­ნი იმ კომ­პა­ნი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ­ლებ­საც გა­დახ­ვე­ვის ფუნ­ქცია აქვს.

და­პი­რის­პი­რე­ბა გუ­შინ და­ი­წყო და უფრო და უფრო მწვავ­დე­ბა. ამ დრომ­დე გან­ცხა­დე­ბას არ აკე­თე­ბენ კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი" (რო­მელ­მაც პირ­ვე­ლად გა­აჟ­ღე­რა აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია) და სა­ქარ­თვე­ლოს კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი კო­მი­სია.

პა­რა­ლე­ლუ­რად, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში უკვე გავ­რცელ­და პე­ტი­ცია "არა ფა­სი­ან ქარ­თულ არ­ხებს", რო­მელ­საც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს.

ნანა მღებ­რიშ­ვი­ლი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

გაითიშება თუ არა ქართული არხები საკაბელოდან - ტელევიზიებისა და საკაბელო ოპერატორების დაპირისპირების დეტალები

გაითიშება თუ არა ქართული არხები საკაბელოდან - ტელევიზიებისა და საკაბელო ოპერატორების დაპირისპირების დეტალები

"გვსურს, შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე. "რუსთავი 2", "მაესტრო" და "იმედი" აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება", - "სილქნეტის" მიერ აბონენტებისთვის გაგზავნილი ამ შეტყობინების შემდეგ ვითარება დაიძაბა ტელევიზიებსა და საკაბელო კომპანიებს შორის, რამაც შეიძლება საბოლოოდ მომხმარებელი დააზარალოს.

რა ხდება სინამდვილეში? საკითხში გარკვევა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, რადგან ორივე მხარეს თავისი პოზიცია და არგუმენტები აქვს.

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ რამდენიმე დღის წინ 50-მა საკაბელო ქსელმა და "სილქნეტმა"შპს GMR-ისაგან მიიღეს შეტყობინება, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული შპს ახლო მომავალში "რუსთავი 2"-სგან, "იმედისგან", GDS-სგან, "მაესტროსგან", "კომედი არხისა" და "მარაოსგან" დაირეგისტრირებს ექსკლუზიურ უფლებას, რომლითაც შეეძლება მოახდინოს მათ მიერ წარმოებული კონტენტის კომერციული დისტრიბუცია საკაბელო ქსელებსა და ინტერნეტში. GMR საკაბელოებსა და ასევე ინტერნეტ-რესურსებს, მათ შორის Myvideo.ge-სა და Imovies.ge-ს ატყობინებს, რომ თუ მათ სურთ, თავიანთ პროგრამაში "რუსთავი 2", "იმედი", GDS, "მაესტრო", "კომედი არხი" და "მარაო" იხილონ, კონტენტის დისტრიბუციის უფლების მოპოვებისათვის GMR-ს უნდა მიმართონ.

კომპანია GMR 2017 აპრილის ბოლოს დარეგისტრირდა. მისი დირექტორი ზურაბ ნაყეურია, რომელიც ამავდროულად ტელეკომპანია "მაესტროს" ხელმძღვანელია. ნაყეურის განმარტებით, კომპანიებმა საკითხის არასწორი ინტერპრეტაცია მოახდინეს და მათ შეტყობინებაში ფასიან სერვისზე საუბარი არ ყოფილა.

"მათ მიერ გაკეთებული განცხადება ჩემთვის ცოტა გაუგებარია. კონტაქტზე არ გამოსულან და არ გვისაუბრია. ჩვენ მათთან უამრავი საკითხის განხილვას ვაპირებდით. თანამშრომლობის მოდელი მოლაპარაკების შედეგად უნდა დაზუსტდეს. ეს ყველაფერი უნდა ყოფილიყო მოლაპარაკების საგანი და არა ასეთი აჟიოტაჟის ატეხვის მიზეზი. ჩვენ ვაპირებთ, რომ ინდივიდუალური ხელშეკრულებები გავაფორმოთ ყველა კომპანიასთან. გამოხმაურების შემდეგ ერთწლიან ხელშეკრულებებს გავუფორმებთ. ფინანსური საკითხი ერთ-ერთი იქნება, რასაც განვიხილავთ. თუ მათთვის 20 მაისამდე მიცემული ვადა მოკლე იყო, გამოგვხმაურებოდნენ და ეთქვათ ამის შესახებ. ჩვენ ღია ვართ ნებისმიერი დისკუსიითვის," - აღნიშნავს ზურაბ ნაყეური AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ნაყეურის განმარტებით, საკაბელო ტელევიზიების ნაწილმა მათ მიმართა და გარკვეული თანამშრომლობა დაწყებულია.

საკაბელო ტელევიზიების გაერთიანების აღმასრულებელი დირექტორის თეონა ბერუაშვილის თქმით, რამდენიმე კომპანია მართლა გამოეხმაურა GMR-ს და მათი მხრიდან თანხაზე იყო საუბარი.

"ვინც კონტაქტზე გავიდა, ყველასთან თანხაზე იყო საუბარი და არ ვიცი, ახლა რატომ აცხადებს ზურაბ ნაყეური, რომ ერთადერთი განსახილველი თემა ფინანსები არაა. შეიძლება ახლა შეიცვალეს პოზიცია. იმედი მაქვს, ქართული არხების რეტრანსლირებისთვის თანხას არ მოითხოვენ. არც ერთ ქვეყანაში საერთო მაუწყებლის ტრანსლირებაზე საკაბელო ტელევიზიები თანხას არ იხდიან. ეს გარკვეულწილად Must carry-ის პრინციპს ეწინააღმდეგება, ეს პრინციპი 2012 წლიდან მოქმედებს და ნაციონალური მაუწყებლების კონტენტის სავალდებულო ტრანსლირებას ითვალისწინებს საკაბელო ქსელებში", - განმარტავს თეონა ბერუაშვილი.

საკაბელო ტელევიზიების გაერთიანებამ უკვე შეიმუშავა განცხადება, რომელსაც დღეს კომპანია GMR-ს გაუგზავნიან.

განცხადებაში ნათქვამია: "არ ვცნობთ და არ ვიღებთ შესასრულებლად მიღებულ შეტყობინებას. ამასთან ერთად, როგორც არ უნდა განვითარდეს სამართლებრივი ურთიერთობა თავად სამაუწყებლო კომპანიებსა და შპს GMR-ს შორის, ჩვენი კატეგორიული გადაწყვეტილებაა, რომ არ დავეთანხმებით შეტყობინებაში მითითებული ტელეკომპანიების სიგნალის ტრანზიტისთვის გადასახადის დაწესებას. იმ შემთხევაში, თუ თქვენი მხრიდან არ შეიცვლება პოზიცია, ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას არხების სიგნალის გათიშვასთან დაკავშირებით".

ამავე განცხადებაში ვკითხულობთ: ""იმედი", "მაესტრო" და "რუსთავი 2" წარმოადგენთ საერთო მაუწყებელს, რომლებიც სარგებლობთ სავალდებულო ტრანზიტის მოთხოვნის უფლებით (ე.წ. Must Carry), რაც გულისხმობს იმას, რომ "საერთო მაუწყებლებს უფლება აქვთ მოსთხოვონ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ პირებს, სატელევიზიო არხი განათავსონ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ყველა პაკეტში". ამავე დროს, "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონის 401-ე მუხლის I ნაწილი გართმევთ უფლებას მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირებისგან მოითხოვოთ ანაზღაურება სატელევიზიო სიგნალის ტრანზიტის სანაცვლოდ. კარგად მოგეხსენებათ, რომ ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, არაერთმა კერძო მაუწყებელმა მოახდინა ლიცენზიის მოდიფიცირება და გახდა საერთო მაუწყებელი, სწორედ იმისთვის, რომ კანონის ძალით მოეთხოვათ სატრანზიტო ოპერატორებისთვის, განეთავსებინათ ტელეარხები ყველა სამომხმარებლო პაკეტში. ოპერატორებისგან უარის შემთხვევაში, ისინი მიმართავენ საჩივრით საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და ამ გზით აიძულებენ საკაბელო ტელევიზიებს გაავრცელონ მათი სატელევიზო პროგრამები".

ნაყეურის განმარტებით, თუკი საკაბელო ტელევიზიები უცხოურ არხებს უხდიან რეტრანსლირებისთვის საფასურს, მაშინ მისთვის გაუგებარია, რატომ არ უნდა გადაიხადოს ქართულმა არხებმა. მათთვის განსაკუთრებით წამგებიანი იმ კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებსაც გადახვევის ფუნქცია აქვს.

დაპირისპირება გუშინ დაიწყო და უფრო და უფრო მწვავდება. ამ დრომდე განცხადებას არ აკეთებენ კომპანია "სილქნეტი" (რომელმაც პირველად გააჟღერა აღნიშნული ინფორმაცია) და საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია.

პარალელურად, სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა პეტიცია "არა ფასიან ქართულ არხებს", რომელსაც უამრავი ადამიანი აწერს ხელს.

ნანა მღებრიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი