პოლიტიკა
კონფლიქტები

7

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ევროპული საქართველო" ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს
"ევროპული საქართველო" ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო" ბი­უ­როს დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე და­ა­ყე­ნებს სა­კითხს, რომ უახ­ლო­ე­სი პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მის დღის წეს­რიგ­ში შე­ვი­დეს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს­თან და­კავ­ში­რე­ბულ სა­კი­თხზე სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის სა­კი­თხი, - ამის შე­სა­ხებ დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წევ­რმა ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი მი­იჩ­ნევს, რომ ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლია და აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს პრო­კუ­რა­ტუ­რა ვერ გა­მო­ი­ძი­ებს.

"ცნო­ბი­ლია ის გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტი, როცა ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა თა­ვის თან­მხლებ პი­რებ­თან ერ­თად სცე­მა გე­ნე­რა­ლუ­რი აუ­დი­ტო­რი, რა­საც ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბა მოჰ­ყვა. რო­გორც წესი, ამას უნდა იძი­ებ­დეს პრო­კუ­რა­ტუ­რა, მაგ­რამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას არ გა­აჩ­ნია ნდო­ბა ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­მართ. ფარ­ცხა­ლა­ძე, რო­მე­ლიც მთა­ვა­რი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლია ამ და­ნა­შა­ულ­ში, თა­ვად არის ამ პრო­კუ­რა­ტუ­რის არა­ფორ­მა­ლუ­რი მმარ­თვე­ლი. ამ ფაქ­ტის შემ­დეგ ჩვენ ვნა­ხეთ, რო­გორ ეს­ტუმრნენ ფარ­ცხა­ლა­ძეს სახ­ლში შსს-ს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მე­გობ­რუ­ლი ვი­ზი­ტით. ჩვენ მო­ვის­მი­ნეთ არა ერთი გან­ცხა­დე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის სხვა­დას­ხვა შტო­ე­ბი­დან, სა­დაც ყვე­ლა­ფე­რი იყო გა­კე­თე­ბუ­ლი იმის­თვის, რომ ფარ­ცხა­ლა­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი ქმე­დე­ბა გა­ა­მარ­თლონ. ამ ფონ­ზე ჩვენ ვფიქ­რობთ, რომ ობი­ექ­ტუ­რი გა­მო­ძი­ე­ბა პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ვერ მოხ­დე­ბა და ამი­ტომ, ეს საქ­მე უნდა გა­მო­ი­ძი­ოს პარ­ლა­მენ­ტის დრო­ე­ბით­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ამ", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

მისი თქმით, მომ­ხდარ­მა ნა­თე­ლი გა­ხა­და თბი­ლი­სის მე­რი­ის კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მე­ებს, რის შე­სა­ხე­ბაც ასე­ვე პარ­ლა­მენ­ტი უნდა და­ინ­ტე­რეს­დეს.

ირმა ნა­დი­რაშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რეს მი­მარ­თავს, კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ის შექ­მნის უფ­ლე­ბა მის­ცეს უმ­რავ­ლე­სო­ბას.

"ჩვენ არა­ერ­თხელ მო­ვის­მი­ნეთ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძის გან­ცხა­დე­ბა, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ის ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით სა­მო­მავ­ლოდ, უმ­ცი­რე­სო­ბის პრე­რო­გა­ტი­ვა იქ­ნე­ბა სა­გა­მო­ძი­ე­ბო კო­მი­სი­ე­ბის შედ­გე­ნა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვთა­ვა­ზობთ მათ, რომ ახ­ლა­ვე გა­მო­ვი­ყე­ნოთ ეს უფ­ლე­ბა და შე­იქ­მნას კო­მი­სია. ეს იქ­ნე­ბა ტეს­ტი პარ­ლა­მენ­ტის, რომ საკ­მა­ოდ დიდი გავ­ლე­ნე­ბის მქო­ნე ფარ­ცხა­ლა­ძის საქ­მე გა­მო­ვი­ძი­ოთ", - გა­ნა­ცხა­და ირმა ნა­დი­რაშ­ვილ­მა.

"ევროპული საქართველო" ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

"ევროპული საქართველო" ფარცხალაძე-თორდიას საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის შექმნას მოითხოვს

"ევროპული საქართველო" ბიუროს დღევანდელ სხდომაზე დააყენებს საკითხს, რომ უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში შევიდეს ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებულ საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი, - ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე "ევროპული საქართველოს" წევრმა ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

ირმა ნადირაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე საქართველოს პროკურატურის არაფორმალური მმართველია და აღნიშნულ საქმეს პროკურატურა ვერ გამოიძიებს.

"ცნობილია ის გახმაურებული ფაქტი, როცა ყოფილმა მთავარმა პროკურორმა თავის თანმხლებ პირებთან ერთად სცემა გენერალური აუდიტორი, რასაც ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა. როგორც წესი, ამას უნდა იძიებდეს პროკურატურა, მაგრამ საზოგადოებას არ გააჩნია ნდობა ამ პროკურატურის მიმართ. ფარცხალაძე, რომელიც მთავარი ეჭვმიტანილია ამ დანაშაულში, თავად არის ამ პროკურატურის არაფორმალური მმართველი. ამ ფაქტის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ ესტუმრნენ ფარცხალაძეს სახლში შსს-ს წარმომადგენლები მეგობრული ვიზიტით. ჩვენ მოვისმინეთ არა ერთი განცხადება ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან, სადაც ყველაფერი იყო გაკეთებული იმისთვის, რომ ფარცხალაძის მიერ ჩადენილი ქმედება გაამართლონ. ამ ფონზე ჩვენ ვფიქრობთ, რომ ობიექტური გამოძიება პროკურატურის მხრიდან ვერ მოხდება და ამიტომ, ეს საქმე უნდა გამოიძიოს პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

მისი თქმით, მომხდარმა ნათელი გახადა თბილისის მერიის კორუფციული საქმეებს, რის შესახებაც ასევე პარლამენტი უნდა დაინტერესდეს.

ირმა ნადირაშვილი პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, კონსტიტუციის ახალი რედაქციის შესაბამისად, საგამოძიებო კომისიის შექმნის უფლება მისცეს უმრავლესობას.

"ჩვენ არაერთხელ მოვისმინეთ ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ კონსტიტუციის ახალი რედაქციით სამომავლოდ, უმცირესობის პრეროგატივა იქნება საგამოძიებო კომისიების შედგენა. აქედან გამომდინარე ვთავაზობთ მათ, რომ ახლავე გამოვიყენოთ ეს უფლება და შეიქმნას კომისია. ეს იქნება ტესტი პარლამენტის, რომ საკმაოდ დიდი გავლენების მქონე ფარცხალაძის საქმე გამოვიძიოთ", - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."