სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს
"სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

კომ­პა­ნია "სილ­ქნე­ტი" აბო­ნენ­ტებს სა­კა­ბე­ლო მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ფა­სუ­რის შე­საძ­ლო გაძ­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ აფრ­თხი­ლებს.

შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი კომ­პა­ნი­ის აბო­ნენ­ტებს დღეს მი­უ­ვი­დათ. "გვსურს შე­გა­ტყო­ბი­ნოთ არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლე, "რუს­თა­ვი 2", "იმე­დი" და "მა­ესტრო" აბო­ნენ­ტე­ბის­თვის სა­ზი­ა­ნოდ შე­თან­ხმდნენ, რომ ფა­სი­ა­ნი გა­ხა­დონ მათი არ­ხე­ბის ჩვე­ნე­ბა, რა­მაც შე­იძ­ლე­ბა გა­აძ­ვი­როს პა­კე­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია "სილ­ქნე­ტის" შე­ტყო­ბი­ნე­ბა­ში, რო­მე­ლიც მის­მა აბო­ნენ­ტებ­მა მი­ი­ღეს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" "სილ­ქნე­ტის" სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხურ­ში გა­ნუ­მარ­ტეს, ამ დრო­ის­თვის ჯერ სა­ფა­სუ­რის შე­საძ­ლო გაძ­ვი­რე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლე­ბი გარ­კვე­უ­ლი არ არის, ვი­ნა­ი­დან მიმ­დი­ნა­რე­ობს დე­ტა­ლე­ბის და­ზუს­ტე­ბა.

8 მა­ისს, გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რომ 50-ზე მეტ სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ას მი­უ­ვი­და წე­რი­ლო­ბი­თი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი შპს "მე­დია რა­ითს ჯორ­ჯი­ას­გან", რო­მე­ლიც აცხა­დებს, რომ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღებს ექ­სკლუ­ზი­ურ უფ­ლე­ბას სა­მა­უ­წყებ­ლო არ­ხე­ბის - "იმე­დი", "რუს­თა­ვი 2", "ჯი­დი­ე­სი", "მა­რაო", "კო­მე­დი არხი", "მა­ესტრო" კო­მერ­ცი­ულ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ზე სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­სა და ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ში.

"კომ­პა­ნია ასე­ვე გან­მარ­ტავს, რომ და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში სა­კა­ბე­ლო ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა 20 მა­ი­სამ­დე უნდა მი­მარ­თონ აღ­ნიშ­ნულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში 1-ელი ივ­ნი­სი­დან მათ შე­უ­წყდე­ბათ ზე­მო­აღ­ნიშ­ნუ­ლი სა­მა­უ­წყებ­ლო არ­ხე­ბის რეტ­რანსლი­რე­ბის უფ­ლე­ბა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში, რო­მე­ლიც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

"სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

"სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს

კომპანია "სილქნეტი" აბონენტებს საკაბელო მომსახურების საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ აფრთხილებს.

შეტყობინებები კომპანიის აბონენტებს დღეს მიუვიდათ. "გვსურს შეგატყობინოთ არასასიამოვნო სიახლე, "რუსთავი 2", "იმედი" და "მაესტრო" აბონენტებისთვის საზიანოდ შეთანხმდნენ, რომ ფასიანი გახადონ მათი არხების ჩვენება, რამაც შეიძლება გააძვიროს პაკეტის ღირებულება", - ნათქვამია "სილქნეტის" შეტყობინებაში, რომელიც მისმა აბონენტებმა მიიღეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სილქნეტის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუმარტეს, ამ დროისთვის ჯერ საფასურის შესაძლო გაძვირების შესახებ დეტალები გარკვეული არ არის, ვინაიდან მიმდინარეობს დეტალების დაზუსტება.

8 მაისს, გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 50-ზე მეტ საკაბელო ტელევიზიას მიუვიდა წერილობითი შეტყობინებები შპს "მედია რაითს ჯორჯიასგან", რომელიც აცხადებს, რომ უახლოეს მომავალში მიიღებს ექსკლუზიურ უფლებას სამაუწყებლო არხების - "იმედი", "რუსთავი 2", "ჯიდიესი", "მარაო", "კომედი არხი", "მაესტრო" კომერციულ დისტრიბუციაზე საკაბელო ტელევიზიებსა და ინტერნეტ სივრცეში.

"კომპანია ასევე განმარტავს, რომ დაინტერესების შემთხვევაში საკაბელო ტელევიზიებმა 20 მაისამდე უნდა მიმართონ აღნიშნულ ორგანიზაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში 1-ელი ივნისიდან მათ შეუწყდებათ ზემოაღნიშნული სამაუწყებლო არხების რეტრანსლირების უფლება", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი