საქართველოს პრეზიდენტის ქალიშვილის, ანა მარგველაშვილის მეგობარი თორნიკე კაჭარავა დააკავეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, კაჭარავა დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.
მათივე განცხადებით, საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.