მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს
ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

ყაზ­ბეგ­სა და მთი­უ­ლეთ­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო­გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის გაყ­ვა­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით პატ­რი­არ­ქი გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"დი­დად ვწუხ­ვართ იმ მღელ­ვა­რე­ბის გამო, რაც ყაზ­ბე­გის რა­ი­ონ­სა და მთი­უ­ლეთ­ში მა­ღა­ლი ძაბ­ვის ელექტრო-გა­დამ­ცე­მი ხა­ზე­ბის გაყ­ვა­ნას მოჰ­ყვა. მო­სახ­ლე­ო­ბის ნა­წი­ლი სა­პატ­რი­არ­ქო­შიც მო­ვი­და და არ­სე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბა გაგ­ვაც­ნო.

ერ­თის მხრივ, გა­სა­გე­ბია სა­მი­ნის­ტროს პო­ზი­ცია; გვეს­მის, რომ ქვე­ყა­ნას ეკო­ნო­მი­კუ­რი წინსვლა სჭირ­დე­ბა და, რო­გორც ჩანს, ეს არის მთა­ვა­რი მო­ტი­ვი აღ­ნიშ­ნუ­ლი ქმე­დე­ბი­სა, მაგ­რამ იგი­ვე მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბაც, რაც სა­ხელ­მწი­ფომ თა­ვის პრი­ო­რი­ტე­ტად გა­მო­ა­ცხა­და.

უცხო­ე­ლებს, ჩვენს კულ­ტუ­რას­თან ერ­თად, ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი ბუ­ნე­ბა და ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მოც იზი­დავთ; მთის ოჯა­ხუ­რი ტუ­რიზ­მი ერთ-ერთი სე­რი­ო­ზუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა და მას ხელი არ უნდა შე­ე­შა­ლოს. გარ­და ამი­სა, და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტებ­თან მა­ღა­ლი ძაბ­ვის სა­დე­ნე­ბის სი­ახ­ლო­ვე ამ მხრი­ვაც უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დებს.

რაც შე­ე­ხე­ბა, არ­სე­ბულ და­ძა­ბუ­ლო­ბას, ამ­ბო­ბენ, რომ პრო­ცე­სე­ბი მარ­თუ­ლია. ასეც რომ იყოს, მა­ინც ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­კეთ­დეს, რომ გა­მო­სა­ვა­ლი მო­ი­ძებ­ნოს. ეს კი და­მა­ტე­ბით ფი­ნან­სურ ხარ­ჯებ­თან შე­იძ­ლე­ბა იყოს და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. მაგ­რამ სჯობს, გარ­კვე­უ­ლი თან­ხე­ბი იქ­ნას გა­ღე­ბუ­ლი, ოღონდ, სა­დაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, შემ­ხვედ­რი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას და ხალ­ხმა თა­ნად­გო­მა და­ი­ნა­ხოს.

გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ისიც, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ დიდი ძა­ლის­ხმე­ვა ჩადო მთის კა­ნო­ნის შე­მუ­შა­ვე­ბა­სა და მის რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში და მო­სახ­ლე­ო­ბას მა­ღალმთი­ან რე­გი­ო­ნებ­ში არა­თუ დარ­ჩე­ნის, ქა­ლა­ქე­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბის სურ­ვი­ლი გა­უ­ჩი­ნა. ეს გან­წყო­ბა, ეს მიღ­წე­ვა არ უნდა გა­უ­ფე­რულ­დეს.

შევ­თხო­ვოთ ღმერ­თს, მშვი­დო­ბა და კე­თილ­დღე­ო­ბა მო­მად­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს.

სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქი ილია II", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს

ყაზბეგსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების გაყვანასთან დაკავშირებით პატრიარქი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დიდად ვწუხვართ იმ მღელვარების გამო, რაც ყაზბეგის რაიონსა და მთიულეთში მაღალი ძაბვის ელექტრო-გადამცემი ხაზების გაყვანას მოჰყვა. მოსახლეობის ნაწილი საპატრიარქოშიც მოვიდა და არსებული ვითარება გაგვაცნო.

ერთის მხრივ, გასაგებია სამინისტროს პოზიცია; გვესმის, რომ ქვეყანას ეკონომიკური წინსვლა სჭირდება და, როგორც ჩანს, ეს არის მთავარი მოტივი აღნიშნული ქმედებისა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურება ტურიზმის განვითარებაც, რაც სახელმწიფომ თავის პრიორიტეტად გამოაცხადა.

უცხოელებს, ჩვენს კულტურასთან ერთად, ხელუხლებელი ბუნება და ეკოლოგიურად სუფთა გარემოც იზიდავთ; მთის ოჯახური ტურიზმი ერთ-ერთი სერიოზული მიმართულებაა და მას ხელი არ უნდა შეეშალოს. გარდა ამისა, დასახლებულ პუნქტებთან მაღალი ძაბვის სადენების სიახლოვე ამ მხრივაც უარყოფითად იმოქმედებს.

რაც შეეხება, არსებულ დაძაბულობას, ამბობენ, რომ პროცესები მართულია. ასეც რომ იყოს, მაინც ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ გამოსავალი მოიძებნოს. ეს კი დამატებით ფინანსურ ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული. მაგრამ სჯობს, გარკვეული თანხები იქნას გაღებული, ოღონდ, სადაც არის შესაძლებელი, შემხვედრი ნაბიჯები გადაიდგას და ხალხმა თანადგომა დაინახოს.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელისუფლებამ დიდი ძალისხმევა ჩადო მთის კანონის შემუშავებასა და მის რეალიზაციაში და მოსახლეობას მაღალმთიან რეგიონებში არათუ დარჩენის, ქალაქებიდან დაბრუნების სურვილი გაუჩინა. ეს განწყობა, ეს მიღწევა არ უნდა გაუფერულდეს.

შევთხოვოთ ღმერთს, მშვიდობა და კეთილდღეობა მომადლოს საქართველოს.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II", - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი