პოლიტიკა

10

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:19-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგეთ. არ არის რეკომენდებული გამოიჩინოთ ამბიცია. გადაიტანოთ პასუხისმგებლობა სხვა ადამიანებზე. ჩაერთოთ ფინანსურ ოპერაციებში. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების წარმოება. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე.
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ, "დექსუსის" წარმომადგენელ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა
პროკურატურამ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ, "დექსუსის" წარმომადგენელ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბა­ში დახ­მა­რე­ბის, დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის უკა­ნო­ნო მით­ვი­სე­ბის და ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვის ფაქ­ტებ­ზე "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბულ ი.ც.-ს საქ­მის გან­ხილ­ვა დას­რულ­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ი.ც.-ს მი­მართ წარ­დგე­ნი­ლი ბრალ­დე­ბა მდგო­მა­რე­ობ­და შემ­დეგ­ში: 2010 წლის 7 სექ­ტემ­ბერს ერთი მხრივ, მაია რჩე­უ­ლიშ­ვილს, ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილს და რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილს, ხოლო მე­ო­რეს მხრივ შპს "დექ­სუსს" შო­რის გა­ფორმ­და სა­კუთ­რე­ბის მინ­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლი­თაც შპს "დექ­სუსს" მარ­თვი­სა და გან­კარ­გვის უფ­ლე­ბით გა­და­ე­ცა "ცენ­ტრ პო­ინ­ტის" სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი აქ­ტი­ვე­ბი.

2013 წლის 4 მარტს მაია რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა, რუ­სუ­დან კერ­ვა­ლიშ­ვილ­მა და ვახ­ტანგ რჩე­უ­ლიშ­ვილ­მა შპს "დექ­სუ­სის­გან" მო­ი­თხო­ვეს სა­კუთ­რე­ბის მინ­დო­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­უქ­მე­ბა და გა­და­ცე­მუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. იმის­თვის, რომ თა­ვი­დან აცი­ლე­ბუ­ლი­ყო სრუ­ლი აქ­ტი­ვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, 2013 წლის 5 და 7 მარტს ი.ც-მ გა­ა­ფორ­მა თვალ­თმაქ­ცუ­რი გა­რი­გე­ბე­ბი, რომ­ლი­თაც და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის აქ­ტი­ვი უსას­ყიდ­ლოდ გა­და­ე­ცა შპს "დექ­სუსს". შემ­დგომ­ში, აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა, ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის­გან თა­ვი­დან არი­დე­ბის მიზ­ნით, შე­ტა­ნილ იქნა შპს "დექ­სუ­სის" მიერ და­ფუძ­ნე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ის - "ალი­ანს კა­პი­ტა­ლის" სა­წეს­დე­ბო კა­პი­ტალ­ში.

საქ­მის სა­სა­მარ­თლო­ში მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას ი.ც.-მ გა­მოთ­ქვა მზა­ო­ბა აე­ნა­ზღა­უ­რე­ბი­ნა მისი ქმე­დე­ბის შე­დე­გად გა­მოწ­ვე­უ­ლი ზი­ა­ნი, რაც მდგო­მა­რე­ობ­და მის მიერ 2013 წლის მარ­ტის თვე­ში ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვის გზით და­უფ­ლე­ბუ­ლი შპს "ცენ­ტრ-პო­ინტ ჯგუ­ფის" სა­კუთ­რე­ბა­ში შე­მა­ვა­ლი და­ახ­ლო­ე­ბით 2 000 000 აშშ დო­ლა­რის ღი­რე­ბუ­ლე­ბის 23 და­სა­ხე­ლე­ბის ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა­ში, რაც სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და შპს "ცენ­ტრ-პო­ინტ ჯგუ­ფი"-ს ხელ­მძღვა­ნელ პი­რებს აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბე­ბი წა­რე­მარ­თათ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის­თვის.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ რო­გორც არა­ერ­თხელ აღი­ნიშ­ნა, ე.წ. შპს "ცენ­ტრ-პო­ინ­ტის" საქ­მე­ზე სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მხრი­დან და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის­თვის მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის სრუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, გა­მო­ხა­ტავ­და მზა­ო­ბას მათ­თან გა­ე­ფორ­მე­ბი­ნა საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად ი.ც.-ს მი­ე­ცა თან­ხმო­ბა, რომ მისი მხრი­დან გან­ცხა­დე­ბა­ში და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი პი­რო­ბის შეს­რუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მას­თან გა­ფორმ­დე­ბო­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა. იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ი.ც.-მ სრუ­ლად და­უბ­რუ­ნა შპს "ცენ­ტრ-პო­ინტ ჯგუფს" ზე­მოხ­სე­ნე­ბუ­ლი 23 და­სა­ხე­ლე­ბის ქო­ნე­ბა, სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა­სა და ბრალ­დე­ბულ ი.ც.-ს შო­რის გა­ფორმ­და საპ­რო­ცე­სო შე­თან­ხმე­ბა, რაც დამ­ტკიც­და თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს 2017 წლის 3 მა­ი­სის გა­ნა­ჩე­ნით, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ი.ც. ცნო­ბილ იქნა დამ­ნა­შა­ვედ სა­ქარ­თვე­ლოს სსკ-ის 25, 180-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით ("ცენ­ტრ-პო­ინ­ტი ინ­ვეს­ტის" ეპი­ზო­დი), ამა­ვე კო­დექ­სის 182-ე მუხ­ლის მე-2 და მე-3 ნა­წი­ლე­ბით ("ცენ­ტრ-პო­ინ­ტი ინ­ვეს­ტის" ეპი­ზო­დი; "თა­ნა­მედ­რო­ვე ფა­სე­უ­ლო­ბა­თა ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის" და "ფრო­ფერ­თი ინ­ვეს­ტის" ეპი­ზო­დი), და 205-ე პრი­მა მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლით და მე-3 ნა­წი­ლით (ქო­ნე­ბის გა­და­მალ­ვის ეპი­ზო­დი), გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის და სას­ჯე­ლის სა­ხედ გა­ნე­სა­ზღვრა ჯა­რი­მა.

აქვე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ვაც­ნო­ბებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებს შპს "ცენ­ტრ-პო­ინტ ჯგუ­ფი"-ს შე­მად­გენ­ლო­ბა­ში შე­მა­ვა­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის შეს­წავ­ლას, რა დრო­საც გა­მო­იკ­ვე­თა ყო­ფი­ლი დი­რექ­ტო­რე­ბის მხრი­დან მე­ნა­შე­ნე­თა მიერ შე­ტა­ნი­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის მო­ტყუ­ე­ბით და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტე­ბი, თუმ­ცა იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ მათ მიერ სრუ­ლად იქნა ანა­ზღა­უ­რე­ბუ­ლი ზი­ა­ნი მთლი­ა­ნო­ბა­ში 441 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, რაც შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნას და­უს­რუ­ლე­ბე­ლი მშე­ნებ­ლო­ბე­ბის და­სამ­თავ­რებ­ლად. ზე­მოხ­სე­ნე­ბულ პი­რებ­თან გა­ფორმ­და გან­რი­დე­ბა და გა­მო­ტა­ნილ იქნა დად­გე­ნი­ლე­ბა სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნის არ­და­წყე­ბის შე­სა­ხებ", - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

პროკურატურამ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ, "დექსუსის" წარმომადგენელ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

პროკურატურამ "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ, "დექსუსის" წარმომადგენელ ივანე ცაგურიასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა

თბილისის საქალაქო სასამართლოში დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლებაში დახმარების, დიდი ოდენობით თანხების უკანონო მითვისების და ქონების გადამალვის ფაქტებზე "ცენტრ-პოინტის" საქმეზე ბრალდებულ ი.ც.-ს საქმის განხილვა დასრულდა.

პროკურატურის ინფორმაციით, ი.ც.-ს მიმართ წარდგენილი ბრალდება მდგომარეობდა შემდეგში: 2010 წლის 7 სექტემბერს ერთი მხრივ, მაია რჩეულიშვილს, ვახტანგ რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს, ხოლო მეორეს მხრივ შპს "დექსუსს" შორის გაფორმდა საკუთრების მინდობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს "დექსუსს" მართვისა და განკარგვის უფლებით გადაეცა "ცენტრ პოინტის" საკუთრებაში არსებული აქტივები.

2013 წლის 4 მარტს მაია რჩეულიშვილმა, რუსუდან კერვალიშვილმა და ვახტანგ რჩეულიშვილმა შპს "დექსუსისგან" მოითხოვეს საკუთრების მინდობის ხელშეკრულების გაუქმება და გადაცემული აქტივების დაბრუნება. იმისთვის, რომ თავიდან აცილებულიყო სრული აქტივების დაბრუნება, 2013 წლის 5 და 7 მარტს ი.ც-მ გააფორმა თვალთმაქცური გარიგებები, რომლითაც დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების აქტივი უსასყიდლოდ გადაეცა შპს "დექსუსს". შემდგომში, აღნიშნული ქონება, ვალდებულებებისგან თავიდან არიდების მიზნით, შეტანილ იქნა შპს "დექსუსის" მიერ დაფუძნებული კომპანიის - "ალიანს კაპიტალის" საწესდებო კაპიტალში.

საქმის სასამართლოში მიმდინარეობისას ი.ც.-მ გამოთქვა მზაობა აენაზღაურებინა მისი ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, რაც მდგომარეობდა მის მიერ 2013 წლის მარტის თვეში ქონების გადამალვის გზით დაუფლებული შპს "ცენტრ-პოინტ ჯგუფის" საკუთრებაში შემავალი დაახლოებით 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების 23 დასახელების ქონების დაბრუნებაში, რაც საშუალებას მისცემდა შპს "ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს ხელმძღვანელ პირებს აღნიშნული ქონებები წარემართათ სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთვის.

"საზოგადოებას შევახსენებთ, რომ როგორც არაერთხელ აღინიშნა, ე.წ. შპს "ცენტრ-პოინტის" საქმეზე საქართველოს პროკურატურა ბრალდებულების მხრიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების შემთხვევაში, გამოხატავდა მზაობას მათთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება. შესაბამისად ი.ც.-ს მიეცა თანხმობა, რომ მისი მხრიდან განცხადებაში დაფიქსირებული პირობის შესრულების შემთხვევაში მასთან გაფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება. იმის გათვალისწინებით, რომ ი.ც.-მ სრულად დაუბრუნა შპს "ცენტრ-პოინტ ჯგუფს" ზემოხსენებული 23 დასახელების ქონება, საქართველოს პროკურატურასა და ბრალდებულ ი.ც.-ს შორის გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რაც დამტკიცდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 მაისის განაჩენით, რომლის მიხედვითაც ი.ც. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 25, 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ("ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი), ამავე კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით ("ცენტრ-პოინტი ინვესტის" ეპიზოდი; "თანამედროვე ფასეულობათა ინვესტიციების" და "ფროფერთი ინვესტის" ეპიზოდი), და 205-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით და მე-3 ნაწილით (ქონების გადამალვის ეპიზოდი), გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა.

აქვე საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ საქართველოს პროკურატურა აქტიურად აგრძელებს შპს "ცენტრ-პოინტ ჯგუფი"-ს შემადგენლობაში შემავალი კომპანიების საქმიანობის შესწავლას, რა დროსაც გამოიკვეთა ყოფილი დირექტორების მხრიდან მენაშენეთა მიერ შეტანილი დიდი ოდენობით თანხების მოტყუებით დაუფლების ფაქტები, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ მათ მიერ სრულად იქნა ანაზღაურებული ზიანი მთლიანობაში 441 000 ლარის ოდენობით, რაც შეიძლება გამოყენებული იქნას დაუსრულებელი მშენებლობების დასამთავრებლად. ზემოხსენებულ პირებთან გაფორმდა განრიდება და გამოტანილ იქნა დადგენილება სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების შესახებ", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ