პოლიტიკა
სამართალი

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამხედრო
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცემა თბილისში ყოველწლიურად - ბოლო 4 წლის მონაცემები + ინფოგრაფიკა
მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცემა თბილისში ყოველწლიურად - ბოლო 4 წლის მონაცემები + ინფოგრაფიკა

თბი­ლი­სის მო­სახ­ლე­ო­ბა, ექ­სპერ­ტე­ბი, გა­რე­მოს­დამ­ცვე­ლე­ბი მუდ­მი­ვად სა­უბ­რო­ბენ იმა­ზე, რომ დე­და­ქა­ლაქ­ში ყო­ველ­წლი­უ­რად უფრო და უფრო მეტი შე­ნო­ბა შენ­დე­ბა და ძი­რი­თა­დად, მწვა­ნე სა­ფა­რის ხარ­ჯზე.

სა­ქარ­თვე­ლო­ში მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მას არე­გუ­ლი­რებს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნი "ლი­ცენ­ზი­ე­ბი­სა და ნე­ბარ­თვე­ბის შე­სა­ხებ" და მის სა­ფუძ­ველ­ზე მოქ­მე­დი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დად­გე­ნი­ლე­ბა "მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის გა­ცე­მის წე­სი­სა და სა­ნე­ბარ­თვო პი­რო­ბე­ბის შე­სა­ხებ".

დე­და­ქა­ლაქ­ში ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხის მშე­ნებ­ლო­ბის გან­სა­ხორ­ცი­ე­ლებ­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რი ნე­ბარ­თვის აღე­ბა თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხურ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი. AMBEBI.GE და­ინ­ტე­რეს­და, რა რა­ო­დე­ნო­ბით და რა სა­ხის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე გა­ი­ცე­მა ნე­ბარ­თვა თბი­ლის­ში. მე­რი­ი­დან ჩვენ 2014-2017 წლის მო­ნა­ცე­მე­ბი გა­მო­ვი­თხო­ვეთ. მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი­დან გა­მო­თხო­ვი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, ნე­ბარ­თვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა.

მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 2014-2017 წლებ­ში ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა:

  • 2014 წელს 4865 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი, აქე­დან ფი­ზი­კურ პირ­ზე - 4306, იუ­რი­დი­ულ პირ­ზე - 559
  • 2015 წელი: სულ გა­ცე­მუ­ლია - 5126 ნე­ბარ­თვა, აქე­დან ფი­ზი­კურ პირ­ზე - 4510, იუ­რი­დი­ულ­ზე - 616
  • 2016 წელს სულ გა­ცე­მუ­ლია 6142 ნე­ბარ­თვა, ფი­ზი­კურ პირ­ზე - 5491; იუ­რი­დი­ულ პირ­ზე - 751
  • 2017 წლის რამ­დე­ნი­მე თვე­ში სამ­სა­ხურ­მა 1298 ნე­ბარ­თვა გას­ცა, აქე­დან ფი­ზი­კურ პირ­ზე - 1140, იუ­რი­დი­ულ­ზე - 158
აღ­ნიშ­ნულ სტა­ტის­ტი­კა­ში შე­დის სხვა­დას­ხვა სა­ხის ნე­ბარ­თვა, რო­გო­რი­ცაა: ნე­ბარ­თვა ახალ მშე­ნებ­ლო­ბა­ზე, დე­მონ­ტა­ჟი, რე­კონ­სტრუქ­ცია, შე­თან­ხმე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ცვლი­ლე­ბა, ნე­ბარ­თვის გაგ­რძე­ლე­ბა და ძეგლ­ზე ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი.

არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი ნე­ბარ­თვებს გას­ცემს შემ­დე­გი ტი­პის მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე: სა­ცხოვ­რე­ბელ ობი­ექ­ტებ­ზე, სა­ვაჭ­რო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე, სპორ­ტულ კომ­პლექ­სებ­ზე, სა­მეც­ნი­ე­რო და სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო ობი­ექ­ტებ­ზე, სა­ინ­ჟინ­რო ნა­გე­ბო­ბა­ზე და კო­მუ­ნა­ლურ ობი­ექ­ტებ­ზე, კულ­ტუ­რი­სა და დას­ვე­ნე­ბის ობი­ექ­ტებ­ზე, ასე­ვე კვე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­ზე და ა.შ.

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­ცხოვ­რე­ბელ ობი­ექ­ტებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვე­ბი ოთხ ნა­წი­ლად იყო­ფა: ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი, სა­ერ­თო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი, ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი ორ­ბი­ნი­ა­ნი და მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი მშე­ნებ­ლო­ბე­ბი.

მო­ნა­ცე­მე­ბი დაწ­ვრი­ლე­ბით იხი­ლეთ ინ­ფოგ­რა­ფი­კა­ში:

ამას­თან, თბი­ლი­სის მე­რი­ის არ­ქი­ტექ­ტუ­რის სამ­სა­ხუ­რი გას­ცემს ნე­ბარ­თვას შე­ნო­ბის დე­მონ­ტაჟ­ზე. 2014 წელს 126 შე­ნო­ბის დე­მონ­ტაჟ­ზეა გა­ცე­მუ­ლი ნე­ბარ­თვა, 2015 წელს - 79-ის, ხოლო 2016 წელს - 74-ის. რაც შე­ე­ხე­ბა 2017 წელს, 4 თვის მო­ნა­ცე­მე­ბით შე­ნო­ბის დე­მონ­ტაჟ­ზე 26 ნე­ბარ­თვაა გა­ცე­მუ­ლი.

ტექ­სტი: ლიკა ამი­რაშ­ვი­ლი; ინ­ფოგ­რა­ფი­კა: ნა­რი­ტა ჩხა­ი­ძე

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცემა თბილისში ყოველწლიურად - ბოლო 4 წლის მონაცემები + ინფოგრაფიკა

მშენებლობის რამდენი ნებართვა გაიცემა თბილისში ყოველწლიურად - ბოლო 4 წლის მონაცემები + ინფოგრაფიკა

თბილისის მოსახლეობა, ექსპერტები, გარემოსდამცველები მუდმივად საუბრობენ იმაზე, რომ დედაქალაქში ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი შენობა შენდება და ძირითადად, მწვანე საფარის ხარჯზე.

საქართველოში მშენებლობის ნებართვის გაცემას არეგულირებს საქართველოს კანონი "ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ" და მის საფუძველზე მოქმედი საქართველოს მთავრობის დადგენილება "მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ".

დედაქალაქში ნებისმიერი სახის მშენებლობის განსახორციელებლად სპეციალური ნებართვის აღება თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურშია შესაძლებელი. AMBEBI.GE დაინტერესდა, რა რაოდენობით და რა სახის მშენებლობაზე გაიცემა ნებართვა თბილისში. მერიიდან ჩვენ 2014-2017 წლის მონაცემები გამოვითხოვეთ. მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის შესაბამისად, ნებართვების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.

მშენებლობის ნებართვების რაოდენობა 2014-2017 წლებში ასე გამოიყურება:

  • 2014 წელს 4865 ნებართვაა გაცემული, აქედან ფიზიკურ პირზე - 4306, იურიდიულ პირზე - 559
  • 2015 წელი: სულ გაცემულია - 5126 ნებართვა, აქედან ფიზიკურ პირზე - 4510, იურიდიულზე - 616
  • 2016 წელს სულ გაცემულია 6142 ნებართვა, ფიზიკურ პირზე - 5491;  იურიდიულ პირზე - 751
  • 2017 წლის რამდენიმე თვეში სამსახურმა 1298 ნებართვა გასცა, აქედან ფიზიკურ პირზე - 1140, იურიდიულზე - 158
აღნიშნულ სტატისტიკაში შედის სხვადასხვა სახის ნებართვა, როგორიცაა: ნებართვა ახალ მშენებლობაზე, დემონტაჟი, რეკონსტრუქცია, შეთანხმებული პროექტის ცვლილება, ნებართვის გაგრძელება და ძეგლზე ჩასატარებელი სამუშაოები.

არქიტექტურის სამსახური ნებართვებს გასცემს შემდეგი ტიპის მშენებლობებზე: საცხოვრებელ ობიექტებზე, სავაჭრო დაწესებულებებზე, სპორტულ კომპლექსებზე, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, სამედიცინო ობიექტებზე, საინჟინრო ნაგებობაზე და კომუნალურ ობიექტებზე, კულტურისა და დასვენების ობიექტებზე, ასევე კვების დაწესებულებებზე და ა.შ.

რაც შეეხება, საცხოვრებელ ობიექტებს, ამ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვები ოთხ ნაწილად იყოფა: ინდივიდუალური, საერთო საცხოვრებელი, ინდივიდუალური ორბინიანი და მრავალბინიანი მშენებლობები.

მონაცემები დაწვრილებით იხილეთ ინფოგრაფიკაში:

ამასთან, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახური გასცემს ნებართვას შენობის დემონტაჟზე. 2014 წელს 126 შენობის დემონტაჟზეა გაცემული ნებართვა, 2015 წელს - 79-ის, ხოლო 2016 წელს - 74-ის. რაც შეეხება 2017 წელს, 4 თვის მონაცემებით შენობის დემონტაჟზე 26 ნებართვაა გაცემული.

ტექსტი: ლიკა ამირაშვილი; ინფოგრაფიკა: ნარიტა ჩხაიძე

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი