5 მაისს ლოს ანჯელესში ვარსკვლავური წვეულება გაიმართა. საიუველირო ნაწარმის ცნობილმა ბრენდმა Cartier-მ ახალი საათის Panthère de Cartier-ის პრეზენტაციისადმი მიძღვნილ საღამოზე ჰოლივუდის ვარსკვლავებს უმასპინძლა.
წვეულების ერთ-ერთი წამყვანი რეჟისორი სოფია კოპოლა გახლდათ. სტუმრებს შორის იყვნენ, მსახიობები: კირსტენ დანსტი, დაკოტა ჯონსონი, შერონ სტოუნი, სიენა მილერი. ასევე, რეჟისორი დევიდ ლინჩი, მუსიკოსი მერლინ მენსონი და სხვა უამრავი ცნობილი სახე.
ქართველმა პიანისტმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლოს ანჯელესში გამართულ საღამოზე გადაღებული ფოტოები განათავსა, სადაც წვეულების ვარსკვლავურ შემადგენლობასთან ერთადაა აღბეჭდილი.
Georgian pianist and world’s top celebrities at glamorous party in Los Angeles