ნომერ პირველი ტელემოვლენა, "X ფაქტორი" ახალ ეტაპზე გადავიდა. წინა ორშაბათს, თქვენ ოთხი სკამის დრამატული კონკურსი ნახეთ. სოფო ნიჟარაძემ და გიორგი გაბუნიამ გაუძლეს სირთულეებს და თავიანთი ფინალური ოთხეული აირჩიეს. თქვენ უკვე იცით, როგორ დააკომპლექტეს მათ ბიჭებისა და ბავშვების კატეგორია. ოთხი სკამის პირველ ტურზე, მაყურებლის და მენტორების უკმაყოფილება გიორგი გაბუნიას გადაწყვეტილებამ გამოიწვია. მან პროექტი 13 წლის მეგრელ ბიჭუნას, სანდრო ფარცვანიას დაატოვებინა. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე, გიორგიმ ბევრი იფიქრა, მაგრამ საბოლოოდ სანდრო "X ფაქტორის" მიღმა დარჩა.
სოფოს და გიორგის ძლიერ გუნდებს, თავიანთი პრეტენდენტები ლელა წურწუმიამ და სტეფანემ უნდა დაუპირისპირონ. ლელა წურწუმიას საკუთარი გუნდის ჩამოყალიბება "X ფაქტორში" პირველად უწევს. აღსანიშნავია, რომ იგი გადაწყვეტილებების მიღებაში პრინციპულია და არჩევანს მხოლოდ მუსიკალური ალღოს მიხედვით მიიღებს.
ვინ შეძლებს მორიგ საუკეთესო ოთხეულში მოხვედრას, დღეს საღამოს გახდება ცნობილი.
"X ფაქტორი 2017" "რუსთავი2"-ის ეთერში საღამოს 22:00 საათზე დაიწყება.
თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE