პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

31

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა კომენტარს აკეთებს დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე
რა კომენტარს აკეთებს დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე

ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, წე­სე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვი­თაა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ასე რომ, არამ­გო­ნია რა­ი­მე სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას ჰქონ­დეს ად­გი­ლი, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა და­ვით ნარ­მა­ნი­ამ ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რის, ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის­თვის ვე­ძი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი მი­წის ნაკ­ვე­თის გა­და­ცე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ნარ­მა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, დე­ტა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა მხო­ლოდ აუ­დი­ტის სამ­სა­ხუ­რის დას­კვნის შემ­დეგ იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

"რო­გორც კი აუ­დი­ტის დას­კვნა გა­მოქ­ვეყ­ნდე­ბა და ვნა­ხავთ, რა­საკ­ვირ­ვე­ლია, შევ­ძლებთ გა­ვა­კე­თოთ დე­ტა­ლუ­რი კო­მენ­ტა­რი. ვე­ლო­დე­ბით დას­კვნას, ვი­ნა­ი­დან, არ ვი­ცით, რა წე­რია დას­კვნა­ში და რა­ზეა სა­უ­ბა­რი. წი­ნას­წარ კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბა, ჩემი აზ­რით, მი­ზან­შე­უ­წო­ნე­ლია. ჩემს ხელთ არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყვე­ლა­ფე­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბის, წე­სე­ბი­სა და პრო­ცე­დუ­რე­ბის დაც­ვი­თაა გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი. ასე რომ, არამ­გო­ნია რა­ი­მე სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვას ჰქონ­დეს ად­გი­ლი", - გა­ნა­ცხა­და ნარ­მა­ნი­ამ.

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იმ მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლის გა­მოც გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს ლაშა თორ­დი­ა­სა და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთს ეხე­ბა, რომ­ლის სა­ნაც­ვლოდ მე­რი­ამ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით ვე­ძის­ში ორი მი­წის ნაკ­ვე­თი გას­ცა.

სა­უ­ბა­რია ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­მი­დან ერთ-ერთ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, რომ­ლის 74% ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის გაყ­ვა­ნი­სას გზამ და­ფა­რა. აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ მე­რი­ის­გან კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო.

"ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის ბორ­დის წევ­რიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ნიკა ალა­სა­ნი­აც იყო, სა­კუთ­რე­ბა­ში სამ ნაკ­ვეთს ფლობ­და. ერთ-ერთ მათ­გან­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბი დაახ­ლო­ე­ბით 2300 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, მა­შინ ახა­ლი გზის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო. გზის ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თის 74% ახალ­მა გზამ და­ფა­რა, რის სა­ნაც­ვლო­დაც მან მე­რი­ის­გან კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვა...

მე­რი­ი­სა და ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის და­ვა­ში ფარ­ცხა­ლა­ძე 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩნდე­ბა. კერ­ძოდ, 2016 წლის 19 თე­ბერ­ვალს კომ­პა­ნი­ამ კი­დევ ერთხელ მოს­თხო­ვა კომ­პენ­სა­ცია მე­რი­ას, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ნაკ­ვე­თი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს მიჰ­ყი­და. 2016 წლის 29 თე­ბერ­ვალს ფარ­ცხა­ლა­ძემ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნა­ყი­დი ნაკ­ვე­თის ნაც­ვლად, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით ვე­ძი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი საკ­მა­ოდ დიდი ნაკ­ვე­თი მი­ი­ღო. რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, დღეს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია უკვე კორ­პუ­სებს აშე­ნებს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ამ სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში­ ორი დას­კვნა დევს. ერთი დას­კვნის მი­ხედ­ვით, მე­რი­ამ 2016 წლის 19 თე­ბერ­ვალს ქარ­თულ-ებ­რა­ულ კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ად ნაკ­ვე­თე­ბის გა­და­ცე­მა­ზე უარი უთხრა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში კომ­პა­ნი­ის­გან ნაკ­ვე­თი ფარ­ცხა­ლა­ძემ შე­ი­ძი­ნა, ზუს­ტად 10 დღე­ში, ანუ, 2016 წლის 29 თე­ბერ­ვალს, დე­და­ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და და ვე­ძის­ში დიდი ფარ­თო­ბი გა­დას­ცა.

მე­ო­რე დას­კვნის მი­ხედ­ვით კი, 2016 წლის 19 თე­ბერ­ვალს მე­რი­ამ ქარ­თულ-ებ­რაულ კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით ორი მი­წის ნაკ­ვე­თი შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ შემ­დეგ ნაკ­ვე­თი, რო­მელ­ზეც გზა გა­დის, ფარ­ცხალ­აძემ იყი­და და უკვე ახალ­მა მე­პატ­რო­ნემ (ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა) თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და კომ­პენ­სა­ცი­ად მი­ე­ღო ორი ნაკ­ვე­თი.

სხვა­თა შო­რის, თა­ვად აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის გარ­კვე­ვა, თუ რა­ტომ და­ი­წე­რა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი ერ­თმა­ნე­თის­გან გას­ხვა­ვე­ბუ­ლი დას­კვნა, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თა­ვად ფარ­ცხა­ლა­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა მას­სა და მე­რი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და სწო­რედ ამის გამო მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი", - წერს "კვი­რის პა­ლიტ­რა".

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

რა კომენტარს აკეთებს დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე

რა კომენტარს აკეთებს დავით ნარმანია ოთარ ფარცხალაძისთვის მიწების გადაცემაზე

ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძისთვის ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი მიწის ნაკვეთის გადაცემასთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დეტალური კომენტარის გაკეთება მხოლოდ აუდიტის სამსახურის დასკვნის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

"როგორც კი აუდიტის დასკვნა გამოქვეყნდება და ვნახავთ, რასაკვირველია, შევძლებთ გავაკეთოთ დეტალური კომენტარი. ველოდებით დასკვნას, ვინაიდან, არ ვიცით, რა წერია დასკვნაში და რაზეა საუბარი. წინასწარ კომენტარის გაკეთება, ჩემი აზრით, მიზანშეუწონელია. ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, ყველაფერი კანონმდებლობის, წესებისა და პროცედურების დაცვითაა განხორციელებული. ასე რომ, არამგონია რაიმე სამართალდარღვევას ჰქონდეს ადგილი", - განაცხადა ნარმანიამ.

გაზეთი "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით იმ მასალების შესახებ წერს, რომლის გამოც გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომლის სანაცვლოდ მერიამ კომპენსაციის სახით ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი გასცა.

საუბარია ქართულ-ებრაული კომპანიის სამიდან ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომლის 74% ახალი მაგისტრალის გაყვანისას გზამ დაფარა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

"ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახ­ლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...

მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში­ ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.

მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებ­რაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალ­აძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.

სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი", - წერს "კვირის პალიტრა".

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."