პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსოფლიო ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა
მსოფლიო ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა

სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ო­ნის სხვა ქვეყ­ნებ­ში მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ტერ­ნეტ ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი და­ფიქ­სირ­და, - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-ს ბიზ­ნე­სის და ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა მი­ხე­ილ ბა­ტი­აშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და.

ბა­ტი­აშ­ვი­ლის თქმით, შე­უძ­ლე­ბე­ლია იმის თქმა, კონ­კრე­ტუ­ლად სად და რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა იყო, თუმ­ცა მო­ნი­ტო­რინ­გმა ვირუ­სის რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა გა­მო­ავ­ლი­ნა.

"ერთი თვის წინ ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში გა­იხ­სნა კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია, რო­მე­ლიც ამე­რი­კუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის - "ჰე­მან­ტე­კის", "ჩეკპო­ინ­ტის" და "ეი­სე­ტის" მიერ იქნა შექ­მნი­ლი. მსოფ­ლი­ო­ში და­ი­წყო ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, რო­მელ­მაც ძა­ლი­ან დიდი კომ­პა­ნი­ე­ბი და­ა­ზი­ა­ნა. ჩვენ 24 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში ვახ­დენ­დით მო­ნი­ტო­რინგს, თუ რა მას­შტა­ბე­ბით ხდე­ბო­და ამ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა, რამ­დე­ნად იზ­რდე­ბო­და მისი არე­ა­ლი და პირ­ვე­ლი შე­დე­გე­ბიც მი­ვი­ღეთ.

ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ფიქ­სირ­და. ზო­გა­დად, ვირუს­მა 200 ათას კომ­პი­უ­ტერ­ზე მეტი მო­იც­ვა და 150-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­შია შეღ­წე­უ­ლი. ამ სფე­როს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ძი­რი­თა­დად ელო­დე­ბი­ან, რომ დღეს სა­ღა­მოს და­ი­წყე­ბა ევ­რო­პა­ში შე­ტე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კი­ბე­რუ­საფრ­თხო­ე­ბის ლა­ბო­რა­ტო­რია რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში გა­ავ­რცე­ლებს რე­კო­მენ­და­ცი­ებს, თუ რო­გორ უნდა იქ­ნას და­ცუ­ლი კომ­პი­უ­ტე­რე­ბი შე­ტე­ვე­ბის­გან.

"დე­ტა­ლუ­რად თქმა შე­უძ­ლე­ბე­ლია, თუ სად და რამ­დე­ნი შემ­თხვე­ვა და­ფიქ­სირ­და თბი­ლის­ში, თუმ­ცა მთა­ვა­რია, რომ დღეს გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე ძა­ლი­ან გა­იზ­რდე­ბა. ჩვენ 24 სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში ვი­მუ­შა­ვებთ, რომ ტენ­დენ­ცი­ებს და­ვაკ­ვირ­დეთ. ასე­ვე რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ვამ­ზა­დებთ და გა­ვავ­რცე­ლებთ ინ­ფორ­მა­ცი­ას პრე­ვენ­ცი­ის შე­სა­ხებ, თუ რო­გორ უნდა და­იც­ვათ თავი", - გა­ნა­ცხა­და ბა­ტი­აშ­ვილ­მა.

12 მა­ისს გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი, მსხვი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბე­ბი მა­სი­უ­რი კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბი გახ­დნენ. ჰა­კე­რე­ბის მიერ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი პროგ­რა­მა "WannaCry" და­ვირუ­სე­ბულ კომ­პი­უ­ტერ­ზე ყვე­ლა ფა­ი­ლე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნა­ლურ შე­საძ­ლებ­ლო­ბებს ზღუ­დავს და კომ­პი­უ­ტე­რის ად­მი­ნის­ტრა­ტორს წვდო­მის აღ­სად­გე­ნად თან­ხის გა­დახ­დას სთხოვს.

წა­ი­კი­თხეთ: 150-მდე კი­ბერ­თავ­დას­ხმა ერთ დღე­ში - ვინ დგას ჰა­კე­რუ­ლი ომე­ბის უკან და უმ­სხვი­ლე­სი კი­ბერ­შე­ტე­ვის მა­გა­ლი­თე­ბი მსოფ­ლი­ო­ში

მსოფლიო ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა

მსოფლიო ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა

საქართველოსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში მსოფლიოში გავრცელებული ინტერნეტ ვირუსის პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, - ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა მიხეილ ბატიაშვილმა განუცხადა.

ბატიაშვილის თქმით, შეუძლებელია იმის თქმა, კონკრეტულად სად და რამდენი შემთხვევა იყო, თუმცა მონიტორინგმა ვირუსის რამდენიმე შემთხვევა გამოავლინა.

"ერთი თვის წინ ჩვენს უნივერსიტეტში გაიხსნა კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია, რომელიც ამერიკული კომპანიების - "ჰემანტეკის", "ჩეკპოინტის" და "ეისეტის" მიერ იქნა შექმნილი. მსოფლიოში დაიწყო ვირუსის გავრცელება, რომელმაც ძალიან დიდი კომპანიები დააზიანა. ჩვენ 24 საათის განმავლობაში ვახდენდით მონიტორინგს, თუ რა მასშტაბებით ხდებოდა ამ ვირუსის გავრცელება, რამდენად იზრდებოდა მისი არეალი და პირველი შედეგებიც მივიღეთ.

ვირუსის პირველი შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდა. ზოგადად, ვირუსმა 200 ათას კომპიუტერზე მეტი მოიცვა და 150-ზე მეტ ქვეყანაშია შეღწეული. ამ სფეროს სპეციალისტები ძირითადად ელოდებიან, რომ დღეს საღამოს დაიწყება ევროპაში შეტევა", - აღნიშნა ბატიაშვილმა.

მისივე თქმით, კიბერუსაფრთხოების ლაბორატორია რამდენიმე საათში გაავრცელებს რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა იქნას დაცული კომპიუტერები შეტევებისგან.

"დეტალურად თქმა შეუძლებელია, თუ სად და რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში, თუმცა მთავარია, რომ დღეს გლობალური საფრთხე ძალიან გაიზრდება. ჩვენ 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავებთ, რომ ტენდენციებს დავაკვირდეთ. ასევე რამდენიმე საათში ვამზადებთ და გავავრცელებთ ინფორმაციას პრევენციის შესახებ, თუ როგორ უნდა დაიცვათ თავი", - განაცხადა ბატიაშვილმა.

12 მაისს გლობალური მასშტაბით საავადმყოფოები, მსხვილი კომპანიები და სამთავრობო უწყებები მასიური კიბერშეტევების ობიექტები გახდნენ. ჰაკერების მიერ გამოყენებული პროგრამა "WannaCry" დავირუსებულ კომპიუტერზე ყველა ფაილების ფუნქციონალურ შესაძლებლობებს ზღუდავს და კომპიუტერის ადმინისტრატორს წვდომის აღსადგენად თანხის გადახდას სთხოვს.

წაიკითხეთ: 150-მდე კიბერთავდასხმა ერთ დღეში - ვინ დგას ჰაკერული ომების უკან და უმსხვილესი კიბერშეტევის მაგალითები მსოფლიოში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი