პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამართალი
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?
"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?

გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა" წყა­რო­ზე დაყ­რდნო­ბით იმ მა­სა­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს, რომ­ლის გა­მოც გე­ნე­რა­ლურ აუ­დი­ტორს ლაშა თორ­დი­ა­სა და ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და.

გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, საქ­მე ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბულ მი­წის ნაკ­ვეთს ეხე­ბა, რომ­ლის სა­ნაც­ვლოდ მე­რი­ამ კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით ვე­ძის­ში ორი მი­წის ნაკ­ვე­თი გას­ცა.

სა­უ­ბა­რია ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­მი­დან ერთ-ერთ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე, რომ­ლის 74% ახა­ლი მა­გის­ტრა­ლის გაყ­ვა­ნი­სას გზამ და­ფა­რა. აღ­ნიშ­ნულ­მა კომ­პა­ნი­ამ მე­რი­ის­გან კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა სწო­რედ ამ პე­რი­ო­დი­დან და­ი­წყო.

"ვე­რეს ხე­ო­ბა­ში ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის ბორ­დის წევ­რიც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი, ნიკა ალა­სა­ნი­აც იყო, სა­კუთ­რე­ბა­ში სამ ნაკ­ვეთს ფლობ­და. ერთ-ერთ მათ­გან­ზე, რომ­ლის ფარ­თო­ბი დაახ­ლო­ე­ბით 2300 კვად­რა­ტუ­ლი მეტ­რია, მა­შინ ახა­ლი გზის გაყ­ვა­ნა და­ი­წყო. გზის ყვე­ლა მო­ნაკ­ვე­თის გაყ­ვა­ნის შემ­დეგ აღ­მოჩ­ნდა, რომ ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ნაკ­ვე­თის 74% ახალ­მა გზამ და­ფა­რა, რის სა­ნაც­ვლო­დაც მან მე­რი­ის­გან კომ­პენ­სა­ცია მო­ი­თხო­ვა...

იხი­ლეთ ვი­დეო

მე­რი­ი­სა და ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის და­ვა­ში ფარ­ცხა­ლა­ძე 2016 წლის თე­ბერ­ვალ­ში ჩნდე­ბა. კერ­ძოდ, 2016 წლის 19 თე­ბერ­ვალს კომ­პა­ნი­ამ კი­დევ ერთხელ მოს­თხო­ვა კომ­პენ­სა­ცია მე­რი­ას, თუმ­ცა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ვე­რეს ხე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ერთ-ერთი ნაკ­ვე­თი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძეს მიჰ­ყი­და. 2016 წლის 29 თე­ბერ­ვალს ფარ­ცხა­ლა­ძემ ვე­რეს ხე­ო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე დღის წინ ნა­ყი­დი ნაკ­ვე­თის ნაც­ვლად, კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით ვე­ძი­სის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ორი საკ­მა­ოდ დიდი ნაკ­ვე­თი მი­ი­ღო. რო­გორც "კვი­რის პა­ლიტ­რის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, დღეს ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე დე­ვე­ლო­პე­რუ­ლი კომ­პა­ნია უკვე კორ­პუ­სებს აშე­ნებს.

ყვე­ლა­ზე უც­ნა­უ­რი ის არის, რომ ამ სა­კი­თხზე სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში­ ორი დას­კვნა დევს. ერთი დას­კვნის მი­ხედ­ვით, მე­რი­ამ 2016 წლის 19 თე­ბერ­ვალს ქარ­თულ-ებ­რა­ულ კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ად ნაკ­ვე­თე­ბის გა­და­ცე­მა­ზე უარი უთხრა, თუმ­ცა, მას შემ­დეგ, რაც ვე­რეს ხე­ო­ბა­ში კომ­პა­ნი­ის­გან ნაკ­ვე­თი ფარ­ცხა­ლა­ძემ შე­ი­ძი­ნა, ზუს­ტად 10 დღე­ში, ანუ, 2016 წლის 29 თე­ბერ­ვალს, დე­და­ქა­ლა­ქის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ყო­ფილ მთა­ვარ პრო­კუ­რორს კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე თან­ხმო­ბა გა­ნუ­ცხა­და და ვე­ძის­ში დიდი ფარ­თო­ბი გა­დას­ცა.

მე­ო­რე დას­კვნის მი­ხედ­ვით კი, 2016 წლის 19 თე­ბერ­ვალს მე­რი­ამ ქარ­თულ-ებ­რაულ კომ­პა­ნი­ას კომ­პენ­სა­ცი­ის სა­ხით ორი მი­წის ნაკ­ვე­თი შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა კომ­პა­ნი­ამ ამა­ზე უარი გა­ნა­ცხა­და, მაგ­რამ შემ­დეგ ნაკ­ვე­თი, რო­მელ­ზეც გზა გა­დის, ფარ­ცხალ­აძემ იყი­და და უკვე ახალ­მა მე­პატ­რო­ნემ (ყო­ფილ­მა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა) თან­ხმო­ბა გა­ნა­ცხა­და კომ­პენ­სა­ცი­ად მი­ე­ღო ორი ნაკ­ვე­თი.

სხვა­თა შო­რის, თა­ვად აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს იმის გარ­კვე­ვა, თუ რა­ტომ და­ი­წე­რა ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ორი ერ­თმა­ნე­თის­გან გას­ხვა­ვე­ბუ­ლი დას­კვნა, თუმ­ცა რო­გორც ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, თა­ვად ფარ­ცხა­ლა­ძის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია იმ ფაქ­ტმა, რომ აუ­დი­ტის სამ­სა­ხურ­მა მას­სა და მე­რი­ას შო­რის შე­თან­ხმე­ბის დე­ტა­ლე­ბის შეს­წავ­ლა და­ი­წყო და სწო­რედ ამის გამო მოხ­და ეს ინ­ცი­დენ­ტი", - წერს "კვი­რის პა­ლიტ­რა".

რაც შე­ე­ხე­ბა ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძაშ­ვილს, რო­გორც ნიკა ალა­სა­ნია კვი­რის პა­ლიტ­რას­თან" სა­უ­ბარ­ში აცხა­დებს, კომ­პა­ნი­ის ბორ­დის წევ­რი 2011 წლამ­დე იყო და დას­ძი­ნა, რომ დე­და­ქა­ლა­ქის მე­რი­ის­გან კომ­პენ­სა­ცი­ას კომ­პა­ნია ჯერ კი­დევ გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის პე­რი­ოდ­ში ითხოვ­და.

"ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია, რომ­ლის ბორ­დის წევ­რის 2011 წლამ­დე ვი­ყა­ვი, მარ­თლაც ფლობ­და ვე­რეს ხე­ო­ბა­ში მი­წის ნაკ­ვე­თებს, რო­მელ­თა ნა­წი­ლიც ახალ­მა გზამ და­ფა­რა. ჯერ კი­დევ გიგი უგუ­ლა­ვას მე­რო­ბის დროს კომ­პა­ნია ითხოვ­და მე­რი­ის­გან კომ­პენ­სა­ცი­ას. მა­შინ ეს სა­კი­თხი ვერ გა­და­წყდა, თუმ­ცა იყო პი­რო­ბა, რომ კომ­პენ­სა­ცი­ას კომ­პა­ნია აუ­ცი­ლებ­ლად მი­ი­ღებ­და. ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ, მარ­თა­ლია, კომ­პა­ნი­ის საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მოვ­შორ­დი, მაგ­რამ ინ­ფორ­მა­ცია მო­მა­წო­დეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქარ­თულ-ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის ჯერ პარტნი­ო­რი, შემ­დეგ კი 100 %-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე გამ­ხდა­რა. გა­მიკ­ვირ­და, თუმ­ცა რად­გან მარ­თვა­ში არ ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, ბუ­ნებ­რი­ვია, ვე­რა­ფერს შევ­ცვლი­დი. ნამ­დვი­ლად არ გა­მიკ­ვირ­დე­ბა, თუ ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძე ამ კომ­პა­ნი­ის გა­მო­ყე­ნე­ბით სხვა ქო­ნე­ბის მე­სა­კუთ­რე გახ­და. თუმ­ცა, რო­გორც გი­თხა­რით, ჩემ­თვის უც­ნო­ბია დე­ტა­ლე­ბი, რო­გორ და რა პი­რო­ბე­ბით მი­ი­ღო კომ­პენ­სა­ცია კომ­პა­ნი­ამ", - გა­ნა­ცხა­და ნიკა ალა­სა­ნი­ამ.

წა­ი­კი­თხეთ ვრცლად "კვი­რის პა­ლიტ­რის" 15 მა­ი­სის ნო­მერ­ში ან გახ­დით სა­ი­ტის ხელ­მომ­წე­რი და ნა­ხეთ სტა­ტია ვრცლად

"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?

"საიდუმლო მასალები", რასაც თორდია-ფარცხალაძის დაპირისპირება მოჰყვა - რა კავშირშია საქმესთან სააკაშვილის ბიძაშვილი?

გაზეთი "კვირის პალიტრა" წყაროზე დაყრდნობით იმ მასალების შესახებ წერს, რომლის გამოც გენერალურ აუდიტორს ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირება მოხდა.

გამოცემის ინფორმაციით, საქმე ვერეს ხეობაში არსებულ მიწის ნაკვეთს ეხება, რომლის სანაცვლოდ მერიამ კომპენსაციის სახით ვეძისში ორი მიწის ნაკვეთი გასცა.

საუბარია ქართულ-ებრაული კომპანიის სამიდან ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომლის 74% ახალი მაგისტრალის გაყვანისას გზამ დაფარა. აღნიშნულმა კომპანიამ მერიისგან კომპენსაციის მოთხოვნა სწორედ ამ პერიოდიდან დაიწყო.

"ვერეს ხეობაში ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრიც მიხეილ სააკაშვილის ბიძაშვილი, ნიკა ალასანიაც იყო, საკუთრებაში სამ ნაკვეთს ფლობდა. ერთ-ერთ მათგანზე, რომლის ფართობი დაახ­ლოებით 2300 კვადრატული მეტრია, მაშინ ახალი გზის გაყვანა დაიწყო. გზის ყველა მონაკვეთის გაყვანის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ქართულ-ებრაული კომპანიის საკუთრებაში არსებული ნაკვეთის 74% ახალმა გზამ დაფარა, რის სანაცვლოდაც მან მერიისგან კომპენსაცია მოითხოვა...

იხილეთ ვიდეო

მერიისა და ქართულ-ებრაული კომპანიის დავაში ფარცხალაძე 2016 წლის თებერვალში ჩნდება. კერძოდ, 2016 წლის 19 თებერვალს კომპანიამ კიდევ ერთხელ მოსთხოვა კომპენსაცია მერიას, თუმცა, რამდენიმე დღეში, ვერეს ხეობაში არსებული ერთ-ერთი ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძეს მიჰყიდა. 2016 წლის 29 თებერვალს ფარცხალაძემ ვერეს ხეობაში რამდენიმე დღის წინ ნაყიდი ნაკვეთის ნაცვლად, კომპენსაციის სახით ვეძისის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი საკმაოდ დიდი ნაკვეთი მიიღო. როგორც "კვირის პალიტრისთვის" გახდა ცნობილი, დღეს ამ ტერიტორიაზე დეველოპერული კომპანია უკვე კორპუსებს აშენებს.

ყველაზე უცნაური ის არის, რომ ამ საკითხზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურში­ ორი დასკვნა დევს. ერთი დასკვნის მიხედვით, მერიამ 2016 წლის 19 თებერვალს ქართულ-ებრაულ კომპანიას კომპენსაციად ნაკვეთების გადაცემაზე უარი უთხრა, თუმცა, მას შემდეგ, რაც ვერეს ხეობაში კომპანიისგან ნაკვეთი ფარცხალაძემ შეიძინა, ზუსტად 10 დღეში, ანუ, 2016 წლის 29 თებერვალს, დედაქალაქის ხელმძღვანელობამ ყოფილ მთავარ პროკურორს კომპენსაციაზე თანხმობა განუცხადა და ვეძისში დიდი ფართობი გადასცა.

მეორე დასკვნის მიხედვით კი, 2016 წლის 19 თებერვალს მერიამ ქართულ-ებ­რაულ კომპანიას კომპენსაციის სახით ორი მიწის ნაკვეთი შესთავაზა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი განაცხადა, მაგრამ შემდეგ ნაკვეთი, რომელზეც გზა გადის, ფარცხალ­აძემ იყიდა და უკვე ახალმა მეპატრონემ (ყოფილმა მთავარმა პროკურორმა) თანხმობა განაცხადა კომპენსაციად მიეღო ორი ნაკვეთი.

სხვათა შორის, თავად აუდიტის სამსახურში მიმდინარეობს იმის გარკვევა, თუ რატომ დაიწერა ამ საქმესთან დაკავშირებით ორი ერთმანეთისგან გასხვავებული დასკვნა, თუმცა როგორც ჩვენთვის ცნობილია, თავად ფარცხალაძის გაღიზიანება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ აუდიტის სამსახურმა მასსა და მერიას შორის შეთანხმების დეტალების შესწავლა დაიწყო და სწორედ ამის გამო მოხდა ეს ინციდენტი", - წერს "კვირის პალიტრა".

რაც შეეხება ყოფილი პრეზიდენტის ბიძაშვილს, როგორც ნიკა ალასანია კვირის პალიტრასთან" საუბარში აცხადებს, კომპანიის ბორდის წევრი 2011 წლამდე იყო და დასძინა, რომ დედაქალაქის მერიისგან კომპენსაციას კომპანია ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის პერიოდში ითხოვდა.

"ქართულ-ებრაული კომპანია, რომლის ბორდის წევრის 2011 წლამდე ვიყავი, მართლაც ფლობდა ვერეს ხეობაში მიწის ნაკვეთებს, რომელთა ნაწილიც ახალმა გზამ დაფარა. ჯერ კიდევ გიგი უგულავას მერობის დროს კომპანია ითხოვდა მერიისგან კომპენსაციას. მაშინ ეს საკითხი ვერ გადაწყდა, თუმცა იყო პირობა, რომ კომპენსაციას კომპანია აუცილებლად მიიღებდა. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მართალია, კომპანიის საქმიანობას ჩამოვშორდი, მაგრამ ინფორმაცია მომაწოდეს, რომ აღნიშნული ქართულ-ებრაული კომპანიის ჯერ პარტნიორი, შემდეგ კი 100 %-იანი წილის მფლობელი ოთარ ფარცხალაძე გამხდარა. გამიკვირდა, თუმცა რადგან მართვაში არ ვმონაწილეობდი, ბუნებრივია, ვერაფერს შევცვლიდი. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ ოთარ ფარცხალაძე ამ კომპანიის გამოყენებით სხვა ქონების მესაკუთრე გახდა. თუმცა, როგორც გითხარით, ჩემთვის უცნობია დეტალები, როგორ და რა პირობებით მიიღო კომპენსაცია კომპანიამ", - განაცხადა ნიკა ალასანიამ.

წაიკითხეთ ვრცლად "კვირის პალიტრის" 15 მაისის ნომერში ან გახდით საიტის ხელმომწერი და ნახეთ სტატია ვრცლად

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."