კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა
ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა

"ერ­თა­დერ­თი გრძნო­ბა, რო­მე­ლიც დამ­ნაშ­ვემ შე­იძ­ლე­ბა პო­ლი­ცი­ელს გა­უღ­ვი­ვოს - და­ცინ­ვა და გა­ოგ­ნე­ბაა" - ეჟენ ვი­დო­კი

გა­მო­ძი­ე­ბის სფე­რო­ში კრი­მი­ნა­ლის­ტი­კა უდი­დეს როლს ას­რუ­ლებს. სხვა­დას­ხვა ანა­ლი­ზე­ბი­თა და ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბით ექ­სპერ­ტე­ბი და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნას და დამ­ნა­შა­ვის და­კა­ვე­ბას ცდი­ლო­ბენ. თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­მა კრი­მი­ნა­ლის­ტი­კას წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი მის­ცა. დრო, რო­დე­საც დამ­ნა­შა­ვის და­ჭე­რი­სას გა­მომ­ძი­ებ­ლე­ბი მხო­ლოდ თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბის იმედ­ზე იყ­ვნენ, დიდი ხა­ნია წარ­სულს ჩა­ბარ­და.

ეჟენ ვი­დო­კამ­დე მსოფ­ლი­ო­ში კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ფაქ­ტობ­რი­ვად არ არ­სე­ბობ­და. ერთ დროს კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს მე­ფემ ცხოვ­რე­ბის მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი კა­ნო­ნის სა­და­რა­ჯო­ზე გა­ა­ტა­რა და გა­მო­ძი­ე­ბის სფე­რო­ში ლე­გენ­დად იქცა.

მისი პი­როვ­ნე­ბის მი­მართ გულ­გრილ­ნი არც მწერ­ლე­ბი იყ­ვნენ. შე­უ­და­რე­ბელ "საბ­რა­ლონ­ში" ფრან­გმა ვიქ­ტო­ურ ჰი­უ­გომ ეჟენ ვი­დო­კი ერ­თდრო­უ­ლად ორ პერ­სო­ნაჟ­ში - ყო­ფილ კა­ტორ­ღელ ჟან ვალ­ჟან­სა და და­უნ­დო­ბელ პო­ლი­ცი­ელ­ში - ჟა­ვერ­ში გა­ნა­სა­ხი­ე­რა.

ვი­დო­კი 1775 წლის 23 ივ­ლისს მცხო­ბე­ლე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­და. მა­მის აქ­ტი­უ­რი მცდე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ბავ­შო­ბი­დან­ვე პა­ტა­რა ეჟენს შრო­მის ნაც­ვლად, გარ­თო­ბა და დროს­ტა­რე­ბა, ბან­ქო და სხვა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბი იზი­დავ­და. 10 წლის ასაკ­ში წა­გე­ბუ­ლი ვა­ლის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ეჟენ­მა სახ­ლი­დან ვერ­ცხლის ჭურ­ჭე­ლი მო­ი­პა­რა (ისე­ვე, რო­გორც მის­მა გმირ­მა ჟან-ვალ­ჟან­მა მო­ი­პა­რა ვერ­ცხლის შან­დლე­ბი ეპის­კო­პო­სის სახ­ლი­დან, რო­მელ­მაც მას თავ­შე­სა­ფა­რი მის­ცა). გაბ­რა­ზე­ბულ­მა მა­მამ ის არას­რულ­წლო­ვან­თა ცი­ხე­ში ჩას­ვა. თუმ­ცა 2 კვი­რის თავ­ზე მშობ­ლის გული მოლ­ბა და გზა­საც­დე­ნი­ლი ეჟე­ნი სახ­ლში და­აბ­რუ­ნეს. მაგ­რამ ვი­დოკ­მა იმე­დე­ბი არ გა­ა­მარ­თლა. 16 წლი­სამ ოჯახს გა­და­მა­ლუ­ლი ფული მო­პა­რა და ახა­ლი თავ­გა­და­სავ­ლე­ბის ძი­ე­ბა­ში ამე­რი­კას მი­ა­შუ­რა.

ამე­რი­კა­ში ვი­დოკს არ გა­უ­მარ­თლა. ჩას­ვლის­თა­ნა­ვე ის და­ა­ყა­ჩა­ღეს. ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად მო­მა­ვალ კერ­ძო დე­ტექ­ტივს მომ­თა­ბა­რე ცირ­კში მო­უხ­და მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბა. ერთი წლის თავ­ზე ის საფ­რან­გეთ­ში დაბ­რუნ­და და არ­მი­ის რი­გებ­ში ჩა­ე­წე­რა.

ვი­დო­კი ვერც არ­მი­ის დის­ციპ­ლი­ნამ გა­მო­ას­წო­რა. ის ჩხუ­ბე­ბის და დუ­ე­ლე­ბის მუდ­მი­ვი მო­ნა­წი­ლე იყო. ჯა­რი­დან შვე­ბუ­ლე­ბე­ბა­ში წა­სუ­ლი ფულს ქურ­დო­ბით და გა­მო­ძალ­ვით შო­უ­ლობ­და. შემ­დეგ მთელ თან­ხას სმას, გარ­თო­ბას და მსუ­ბუ­ქი ყო­ფაქ­ცე­ვის ქა­ლებს ახარ­ჯავ­და და ყა­ზარ­მა­ში ისევ ჯი­ბე­გახ­ვრე­ტი­ლი ბრუნ­დე­ბო­და.

ვი­დო­კი ბევ­რჯერ და­ა­პა­ტიმ­რეს და რამ­დენ­ჯერ­მე სა­სიკ­ვდი­ლო გა­ნა­ჩე­ნიც გა­მო­უ­ტა­ნეს. მაგ­რამ ყო­ველ ჯერ­ზე ის მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას უსხლტე­ბო­და ხე­ლი­დან. ცი­ხი­დან ზოგ­ჯერ და­მო­უ­კი­დებ­ლად, ზოგ­ჯერ სხვა პა­ტიმ­რე­ბის დახ­მა­რე­ბით გარ­ბო­და.

1799 წელს მო­რი­გი გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, ეჟენ ვი­დო­კი პა­რიზ­ში და­სახ­ლდა, სა­დაც ყალ­ბი დო­კუ­მენ­ტე­ბით 10 წელი იცხოვ­რა. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს ყო­ფი­ლი თა­ნამ­ზრახ­ვე­ლე­ბის შან­ტაჟ­მა ვი­დოკს რა­დი­კა­ლუ­რი ნა­ბი­ჯი გა­და­ად­გმე­ვი­ნა - ის პრე­ფექ­ტუ­რა­ში გა­ე­შუ­რა და პო­ლი­ცი­ას სა­კუ­თა­რი დახ­მა­რე­ბა შეს­თა­ვა­ზა.

დაბ­ნე­უ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი თვა­ლებს არ უჯე­რებ­დნენ. სა­კუ­თა­რი ფე­ხით მო­სუ­ლი ყო­ფი­ლი ყა­ჩა­ღი და სიკ­ვდილ­მის­ჯი­ლი პა­ტი­მა­რი მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას ქურ­დე­ბის და­ჭე­რა­ში დახ­მა­რე­ბას სთა­ვა­ზობ­და. სა­კუ­თა­რი ზრახ­ვე­ბის და­დას­ტუ­რე­ბის­თვის ვი­დოკ­მა პო­ლი­ცი­ას უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ქურ­დო­ბის შე­სა­ხებ აუ­წყა. ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლი აღ­მოჩ­ნდა - ქურ­დე­ბი სა­ი­უ­ვე­ლი­რო მა­ღა­ზი­ის გა­ტეხ­ვის მცდე­ლო­ბი­სას ად­გილ­ზე­ვე და­ა­კა­ვეს.

ვი­დო­კის აზ­რით, ქურ­დე­ბის და­ჭე­რა და და­ნა­შა­უ­ლის აღ­კვე­თა ყვე­ლა­ზე უკეთ მხო­ლოდ ქურ­დს შე­ეძ­ლო. რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ის პა­ტიმ­რის როლ­ში საკ­ნი­დან სა­კან­ში გა­და­დი­ო­და და პა­რი­ზის ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ ცნო­ბებს აგ­რო­ვებ­და. ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა­ში ვი­დოკს კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლი ეხ­მა­რე­ბო­და.

1811 წელს მან ორ­გა­ნი­ზა­ცია "სი­უ­რე­ტე" ("უსაფრ­თხე­ბა") - მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი ჯგუ­ფი შექ­მნა. 12 წევ­რი­ან­მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ არ­ნა­ხულ წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წია. მხო­ლოდ მუ­შა­ო­ბის პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ა­კა­ვეს 15 მკვლე­ლი, სახ­ლის 100-ზე მეტი ქურ­დი, 70-ზე მეტი ჯი­ბის ქურ­დი. გახ­სნი­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბე­ბის რი­ცხვმა 500-ს გა­და­ა­ჭარ­ბა.

მისი მი­თი­თე­ბით შე­იქ­მნა გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის არ­ქი­ვი, სა­დაც ინ­ფორ­მა­ცია თა­რი­ღე­ბი­სა და და­ნა­შუ­ა­ლის ტი­პის მი­ხედ­ვით იყო და­ხა­რის­ხე­ბუ­ლი.

"სი­ურ­ტეს" ვი­დო­კი 1827 წლამ­დე ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. შემ­დეგ მას და­კა­ვე­ბუ­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის და­ტო­ვე­ბა აი­ძუ­ლეს. გა­მომ­ძი­ებ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბას, სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის რან­გში ის მცი­რე დრო­ით 1832 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ი­სას და­უბ­რუნ­და. ერთი წლის შემ­დეგ ეჟენ ვი­დოკ­მა მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო გახ­სნა.

"სი­ურ­ტეს" ეფექ­ტუ­რო­ბამ, სხვა ქვეყ­ნებ­ში მსგავ­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას მძლავ­რი ბიძ­გი მის­ცა. 1842 წელს ბრი­ტა­ნულ სკოტ­ლანდ-იარ­დში სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­მო­ძი­ე­ბის ჯგუ­ფი შე­იქ­მნა. 8 წლის შემ­დეგ ამე­რი­კა­ში ალან პონ­კერ­ტონ­მა კერ­ძო დე­ტექ­ტი­ვე­ბის მსხვი­ლი კომ­პა­ნია გახ­სნა.

მეც­ნი­ე­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად იხ­ვე­წე­ბო­და და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მე­თო­დე­ბიც. 1883 წელს ფრან­გმა ალ­ფონს ბერ­ტი­ლი­ო­ნიმ "ანტრო­პო­მეტ­რია" გა­მო­ი­გო­ნა. ამი­ე­რი­დან დამ­ნა­შა­ვეს მისი ფი­ზი­კუ­რი პა­რა­მეტ­რე­ბით ად­გენ­დნენ. თით­ქმის იმა­ვე დროს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში დექ­ტე­ლოს­კო­პია - პი­როვ­ნე­ბის თი­თის ან­ბეჭ­დე­ბით ამოც­ნო­ბის მე­თო­დი და­ი­ნერ­გა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა

ეჟენ ვიდოკი - ქურდი და ყაჩაღი, რომელმაც კრიმინალური პოლიცია ჩამოაყალიბა და კერძო დეტექტივების მსოფლიოში პირველი სააგენტო გახსნა

"ერთადერთი გრძნობა, რომელიც დამნაშვემ შეიძლება პოლიციელს გაუღვივოს - დაცინვა და გაოგნებაა" - ეჟენ ვიდოკი

გამოძიების სფეროში კრიმინალისტიკა უდიდეს როლს ასრულებს. სხვადასხვა ანალიზებითა და ექსპერიმენტებით ექსპერტები დანაშაულის გახსნას და დამნაშავის დაკავებას ცდილობენ. თანამედროვე ტექნოლოგიებმა კრიმინალისტიკას წარმოუდგენელი შესაძლებლობები მისცა. დრო, როდესაც დამნაშავის დაჭერისას გამომძიებლები მხოლოდ თითის ანაბეჭდების იმედზე იყვნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

ეჟენ ვიდოკამდე მსოფლიოში კრიმინალური სამსახური ფაქტობრივად არ არსებობდა. ერთ დროს კრიმინალური სამყაროს მეფემ ცხოვრების მეორე ნახევარი კანონის სადარაჯოზე გაატარა და გამოძიების სფეროში ლეგენდად იქცა.

მისი პიროვნების მიმართ გულგრილნი არც მწერლები იყვნენ. შეუდარებელ "საბრალონში" ფრანგმა ვიქტოურ ჰიუგომ ეჟენ ვიდოკი ერთდროულად ორ პერსონაჟში - ყოფილ კატორღელ ჟან ვალჟანსა და დაუნდობელ პოლიციელში - ჟავერში განასახიერა.

ვიდოკი 1775 წლის 23 ივლისს მცხობელების ოჯახში დაიბადა. მამის აქტიური მცდელობის მიუხედავად, ბავშობიდანვე პატარა ეჟენს შრომის ნაცვლად, გართობა და დროსტარება, ბანქო და სხვა აზარტული თამაშები იზიდავდა. 10 წლის ასაკში წაგებული ვალის დაბრუნებისთვის ეჟენმა სახლიდან ვერცხლის ჭურჭელი მოიპარა (ისევე, როგორც მისმა გმირმა ჟან-ვალჟანმა მოიპარა ვერცხლის შანდლები ეპისკოპოსის სახლიდან, რომელმაც მას თავშესაფარი მისცა). გაბრაზებულმა მამამ ის არასრულწლოვანთა ციხეში ჩასვა. თუმცა 2 კვირის თავზე მშობლის გული მოლბა და გზასაცდენილი ეჟენი სახლში დააბრუნეს. მაგრამ ვიდოკმა იმედები არ გაამართლა. 16 წლისამ ოჯახს გადამალული ფული მოპარა და ახალი თავგადასავლების ძიებაში ამერიკას მიაშურა.

ამერიკაში ვიდოკს არ გაუმართლა. ჩასვლისთანავე ის დააყაჩაღეს. ფულის საშოვნელად მომავალ კერძო დეტექტივს მომთაბარე ცირკში მოუხდა მუშაობის დაწყება. ერთი წლის თავზე ის საფრანგეთში დაბრუნდა და არმიის რიგებში ჩაეწერა.

ვიდოკი ვერც არმიის დისციპლინამ გამოასწორა. ის ჩხუბების და დუელების მუდმივი მონაწილე იყო. ჯარიდან შვებულებებაში წასული ფულს ქურდობით და გამოძალვით შოულობდა. შემდეგ მთელ თანხას სმას, გართობას და მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ახარჯავდა და ყაზარმაში ისევ ჯიბეგახვრეტილი ბრუნდებოდა.

ვიდოკი ბევრჯერ დააპატიმრეს და რამდენჯერმე სასიკვდილო განაჩენიც გამოუტანეს. მაგრამ ყოველ ჯერზე ის მართლმსაჯულებას უსხლტებოდა ხელიდან. ციხიდან ზოგჯერ დამოუკიდებლად, ზოგჯერ სხვა პატიმრების დახმარებით გარბოდა.

1799 წელს მორიგი გაქცევის შემდეგ, ეჟენ ვიდოკი პარიზში დასახლდა, სადაც ყალბი დოკუმენტებით 10 წელი იცხოვრა. ერთ მშვენიერ დღეს ყოფილი თანამზრახველების შანტაჟმა ვიდოკს რადიკალური ნაბიჯი გადაადგმევინა - ის პრეფექტურაში გაეშურა და პოლიციას საკუთარი დახმარება შესთავაზა.

დაბნეული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ. საკუთარი ფეხით მოსული ყოფილი ყაჩაღი და სიკვდილმისჯილი პატიმარი მართლმსაჯულებას ქურდების დაჭერაში დახმარებას სთავაზობდა. საკუთარი ზრახვების დადასტურებისთვის ვიდოკმა პოლიციას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ქურდობის შესახებ აუწყა. ინფორმაცია ნამდვილი აღმოჩნდა - ქურდები საიუველირო მაღაზიის გატეხვის მცდელობისას ადგილზევე დააკავეს.

ვიდოკის აზრით, ქურდების დაჭერა და დანაშაულის აღკვეთა ყველაზე უკეთ მხოლოდ ქურდს შეეძლო. რამდენიმე თვის განმავლობაში ის პატიმრის როლში საკნიდან საკანში გადადიოდა და პარიზის ქურდული სამყაროს შესახებ ცნობებს აგროვებდა. ნდობის მოპოვებაში ვიდოკს კრიმინალური წარსული ეხმარებოდა.

1811 წელს მან ორგანიზაცია "სიურეტე" ("უსაფრთხება") - მსოფლიოში პირველი სისხლის სამართლის გამომძიებელი ჯგუფი შექმნა. 12 წევრიანმა ორგანიზაციამ არნახულ წარმატებას მიაღწია. მხოლოდ მუშაობის პირველი წლის განმავლობაში დააკავეს 15 მკვლელი, სახლის 100-ზე მეტი ქურდი, 70-ზე მეტი ჯიბის ქურდი. გახსნილი დანაშაულებების რიცხვმა 500-ს გადააჭარბა.

მისი მითითებით შეიქმნა გამოძიებული საქმეების არქივი, სადაც ინფორმაცია თარიღებისა და დანაშუალის ტიპის მიხედვით იყო დახარისხებული.

"სიურტეს" ვიდოკი 1827 წლამდე ხელმძღვანელობდა. შემდეგ მას დაკავებული თანამდებობის დატოვება აიძულეს. გამომძიებლის საქმიანობას, სახელმწიფო მოხელის რანგში ის მცირე დროით 1832 წლის რევოლუციისას დაუბრუნდა. ერთი წლის შემდეგ ეჟენ ვიდოკმა მსოფლიოში პირველი კერძო დეტექტივების სააგენტო გახსნა.

"სიურტეს" ეფექტურობამ, სხვა ქვეყნებში მსგავსი ორგანიზაციების განვითარებას მძლავრი ბიძგი მისცა. 1842 წელს ბრიტანულ სკოტლანდ-იარდში სპეციალური გამოძიების ჯგუფი შეიქმნა. 8 წლის შემდეგ ამერიკაში ალან პონკერტონმა კერძო დეტექტივების მსხვილი კომპანია გახსნა.

მეცნიერების განვითარებასთან ერთად იხვეწებოდა დანაშაულის გახსნის მეთოდებიც. 1883 წელს ფრანგმა ალფონს ბერტილიონიმ "ანტროპომეტრია" გამოიგონა. ამიერიდან დამნაშავეს მისი ფიზიკური პარამეტრებით ადგენდნენ. თითქმის იმავე დროს დიდ ბრიტანეთში დექტელოსკოპია - პიროვნების თითის ანბეჭდებით ამოცნობის მეთოდი დაინერგა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს