გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას მდგომარეობა სტაბილურია, - ამის შესახებ მისმა ექიმმა, ნევროლოგმა ეთერ შურღაიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ შეწყდა ლაშა თორდიას დაკითხვა, მან განმარტა, რომ როცა პაციენტი იმყოფება ოთხსაათიან დაკითხვაზე, ეს ხელს უშლის პაციენტის და ექიმის ურთიერთობას.
"4-საათიანი დაკითხვა ალბათ მოქმედებს პაციენტის ემოციებზე. ეს გამოიხატა იმაში, რომ პაციენტს დაუფიქსირდა არტერიული წნევა 140-90-ზე, რაც როგორც ავადმყოფისგან ვიცოდით, მისთვის მაღალი იყო. ახლა სტაბილურია. კითხვაზე, თუ როგორ არის და რა აწუხებს, პაციენტი დამაკმაყოფილებელ პასუხს გვცემს. კარგად გრძნობს თავს. დღეს დაკვირვების პერიოდია და ხვალისთვის სავარაუდოდ გაეწერება", - განაცხადა ეთერ შურღაიამ.