პარტნიორები:

    ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალია გახდა

    ევროვიზიის გამარჯვებული პორტუგალია გახდა

    რიგით 62-ე ევროფესტივალის გამარჯვებული პორტუგალიის წარმომადგენელი სალვადორ სობრალი გახდა, სიმღერით - Amar Pelos Dois.

    "ევროვიზიის" სიმღერის რიგით 62-ე კონკურსის ფინალი კიევის საერთაშორისო საგამოფენო ცენტრში 13 მაისს გაიმართა. შოუს პირდაპირი ტრანსლირება საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" ეთერში განხორციელდა.

    ევროფესტივალის ფინალისტები იყვნენ: ისრაელი, პოლონეთი, ბელორუსი, ავსტრია, სომხეთი, ნიდერლანდები, მოლდოვა, უნგრეთი, იტალია, დანია, პორტუგალია, აზერბაიჯანი, ხორვატია, ავსტრალია, საბერძნეთი, ესპანეთი, ნორვეგია, დიდი ბრიტანეთი, კვიპროსი, რუმინეთი, გერმანია, უკრაინა, ბელგია, შვედეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი.

    2017 წლის "ევროვიზიის" კონკურსის ფინალში, საქართველოდან ჟიურის ხმის მიცემის შედეგი ევროპას ნიკა კოჩაროვმა გააცნო.

    წლევანდელმა გამარჯვებულმა ქვეყანამ რიგით 63-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსი მოიპოვა.

    საქართველოს წარმომადგენელი თამარა გაჩეჩილაძე სიმღერით Keep the Faith "ევროვიზიის სიმღერის" კონკურსის პირველ ნახევარფინალში გამოვიდა, თუმცა ნახევარფინალური ტური ვერ გადალახა და კონკურსს გამოეთიშა.

    სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

    "სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

    „თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება