კონფლიქტები
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
150-მდე კიბერთავდასხმა ერთ დღეში - ვინ დგას ჰაკერული ომების უკან და უმსხვილესი კიბერშეტევის მაგალითები მსოფლიოში
150-მდე კიბერთავდასხმა ერთ დღეში - ვინ დგას ჰაკერული ომების უკან და უმსხვილესი კიბერშეტევის მაგალითები მსოფლიოში

12 მა­ი­სი მსოფ­ლი­ოს არა­ერ­თი ქვეყ­ნის­თვის კი­ბერ­თავ­დას­ხმის დღე იყო. The Independent ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯერ იყო და ია­პო­ნურ­მა ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა Nissan-მა გა­ნა­ცხა­და, რომ ინ­გლის­ში მათ სერ­ვერ­ზე კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, შემ­დეგ მას სხვე­ბიც მიყ­ვნენ...

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე: ევ­რო­პო­ლი ხვალ კი­დევ უფრო მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­თავ­დას­ხმის მო­ლო­დინ­შია

კომ­პა­ნია Nissan-ის პრესმდივ­ნის გან­მარ­ტე­ბით, 12 მა­ისს დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში მდე­ბა­რე მათი კომ­პა­ნი­ის სერ­ვერ­ზე მა­სი­უ­რი ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მელ­მაც მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 10 ათა­სი კომ­პი­უ­ტე­რი და­ა­ზა­რა­ლა. დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში კი­ბერ­თავ­დას­ხმა გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ა­ვად­მყო­ფოს სერ­ვის­ზე და მე­დი­კო­სე­ბი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­დნენ ასო­ბით ოპე­რა­ცია და სხვა სა­ხის სა­მე­დი­ცი­ნო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბი გა­და­ე­დოთ... იგი­ვე პრობ­ლე­მის შე­სა­ხებ და­ი­ჩივ­ლა, ავ­ტომ­წარ­მო­ე­ბელ­მა Renault-მა რომ­ლის გან­ცხა­დე­ბი­თაც, მათ სერ­ვერ­ზე ჰა­კე­რუ­ლი შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და.

რუ­სეთ­ში ჰა­კე­რე­ბა შე­აღ­წი­ეს სა­ტე­ლე­კო­მუ­ნი­კა­ციო კომ­პა­ნია "მე­გა­ფო­ნი­სა" და "ვიმ­პელ­კო­მის", ასე­ვე ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სერ­ვე­რის ბა­ზა­ზე. რუ­სე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცი­ა­ლუ­რი წარ­მო­მად­გენ­ლის ირი­ნა ვოლ­კის გან­ცხა­დე­ბით, თავ­დას­ხმა იმ კომ­პი­უ­ტე­რებ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და, რო­მელ­ზეც Windows-ის ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა იყო ჩაშ­ვე­ბუ­ლი. ჰა­კე­რებ­მა, ასე­ვე სცა­დეს რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სერ­ვე­რე­ბის გა­ტეხ­ვაც, მაგ­რამ რო­გორც რუ­სე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე, ნი­კი­ტა ოდინ­ცო­ვი აცხა­დებს, მის სის­ტე­მა­ში ვერ შე­აღ­წი­ეს. Kaspersky Lab-ის გან­ცხა­დე­ბით, კი­ბერ­შე­ტე­ვი­სას ჰა­კე­რებ­მა პროგ­რა­მა WannaCry გა­მო­ი­ყე­ნეს.

BBC-ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მსოფ­ლიო სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ კი­ბერ­თავ­დას­ხმა­ზე სრუ­ლი სუ­რა­თი დადო აშშ-ის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტომ. გა­მო­ცე­მის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ფორ­მა­ცი­ით, კი­ბერ­თავ­დას­ხმა 99 ქვე­ყა­ნა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და, მათ შო­რის დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში, აშშ-ში, ჩი­ნეთ­ში, რუ­სეთ­ში, ეს­პა­ნეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ტა­ი­ვან­სა და სა­ქარ­თვე­ლო­ში. ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, ჰა­კე­რებს ეს ქვეყ­ნე­ბი შემ­თხვე­ვით არ აურ­ჩე­ვი­ათ, მათ კონ­კრე­ტუ­ლი სა­მიზ­ნე­ე­ბი ჰყავ­დათ და ამა თუ იმ ამ ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი სხვა­დას­ხვა სფე­როს შე­სა­ხებ სრუ­ლი სუ­რა­თის მი­ღე­ბა სურ­დათ.

BBC-ის თქმით, ყვე­ლა­ზე მეტი კომ­პი­უ­ტე­რი, სა­ვა­რა­უ­დოდ, რუ­სეთ­ში და­ვირუს­და. ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტო ცდი­ლობს, გა­არ­კვი­ოს, ვინ დგას კი­ბერ თავ­დას­ხმის უკან. ზუს­ტი დას­კვნის გა­კე­თე­ბამ­დე, გავ­რცელ­და ვერ­სი­ე­ბი, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, ჰა­კე­რებ­მა ეს შე­ტე­ვა "მა­იკ­რო­სოფ­თის" სის­ტე­მის და­სა­სუ­ტებ­ლად გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს. კი­დევ ერთი ვერ­სი­ით, - ამე­რი­კის ეროვ­ნუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის სა­ა­გენ­ტოს პროგ­რა­მუ­ლი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი ჰა­კე­რებ­მა მო­ი­პა­რეს და და­შიფ­რუ­ლი ფა­ი­ლე­ბის სის­ტე­მის ონ­ლა­ინ-აუქ­ცი­ონ­ზე გა­ყიდ­ვას ცდი­ლობ­დნენ.

მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვის მა­გა­ლი­თე­ბი

მას შემ­დეგ, რაც მსოფ­ლიო კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­ზე გა­და­ერ­თო, სხვა­დას­ხვა დროს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნა­ში გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სიმ­ძი­მის კი­ბერ­და­ნა­შა­უ­ლე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­და. ამ მხრივ გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო, 2007-2012 წლე­ბი, რო­დე­საც ინ­ტერ­ნე­ტი­სა და კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ვირუ­სე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად და­ზი­ან­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­სა და კომ­პა­ნი­ის კრი­ტი­კუ­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი

ინფრას­ტრუქ­ტუ­რა.

ჯერ კი­დევ, 2002 წელს ნა­ტომ, პრა­ღის სა­მიტ­ზე, შე­ი­მუ­შა­ვა კი­ბერ უსაფრ­თხო­ე­ბის პროგ­რა­მა, რაც გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო ნა­ტოს მო­კავ­ში­რე ქვეყ­ნებ­ზე რუ­სე­თის, სერ­ბე­თი­სა და ჩი­ნე­თის მხრი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კი­ბერ­შე­ტე­ვე­ბით.

2007 წელს, რუ­სეთ-ეს­ტო­ნე­თის და­პი­რის­პი­რე­ბის შემ­დეგ, რუს­მა ჰა­კე­რულ­მა ჯგუ­ფებ­მა ეს­ტო­ნურ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­უქ­მნეს. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უწ­ვდო­მე­ლი იყო ეს­ტო­ნუ­რი ინ­ტერ­ნეტ რე­სურ­სე­ბი, და­ზი­ან­და ეს­ტო­ნუ­რი სა­ი­ტე­ბი. ეს იყო იმ დრო­ის­თვის ყვე­ლა­ზე მძლავ­რი კი­ბერ­ნე­ტი­კუ­ლი შე­ტე­ვა, რო­მე­ლიც რო­გორც სა­ჯა­რო, ისე კერ­ძო სექ­ტორ­ზე გან­ხორ­ცი­ელ­და.

2008 წლის რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს სა­ო­მა­რი მოქ­მე­დე­ბე­ბის დროს სა­ქარ­თვე­ლოს ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე სე­რი­ო­ზუ­ლი კი­ბერ შე­ტე­ვე­ბის წი­ნა­შე აღ­მოჩ­ნდა. მა­შინ მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად გა­ტე­ხეს და და­ა­ზი­ა­ნეს არა­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­ტი; ასე­ვე სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ე­ბის კუთ­ვნი­ლი ინ­ტერ­ნეტ-გვერ­დე­ბი. ზო­გი­ერ­თი სა­ხელ­მწი­ფო სა­ი­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის აღ­სად­გე­ნად, მათი დრო­ე­ბი­თი ას­ლე­ბი ამე­რი­კულ და ევ­რო­პულ ინ­ტერ­ნეტ სივ­რცე­ებ­ში შე­იქ­მნა. ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცის მი­მარ­თუ­ლე­ბით იგ­ზავ­ნე­ბო­და დიდი რა­ო­დე­ნო­ბის ქსე­ლუ­რი პა­კე­ტე­ბი, რა­მაც გა­მო­იწ­ვია ინ­ტერ­ნეტ არ­ხე­ბის გა­დავ­სე­ბა და ქარ­თუ­ლი ინ­ტერ­ნეტ-სივ­რცის დრო­ე­ბი­თი და­ზი­ა­ნე­ბე­ბი.

გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ფაქ­ტია ჩი­ნუ­რი კი­ბერშპი­ო­ნა­ჟი ტი­ბე­ტის მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. 2009 წელს, 10-თვი­ა­ნი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ მსოფ­ლი­ოს 103 ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­და 1295 კომ­პი­უ­ტე­რის­გან შემ­დგა­რი ქსე­ლი. მათი უმე­ტე­სო­ბა სა­გა­რეო ურ­თი­ერ­თო­ბის სა­მი­ნის­ტრო­ებ­სა და უწყე­ბებ­ში, სა­ელ­ჩო­ებ­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში, ახა­ლი ამ­ბე­ბის სა­ა­გენ­ტო­ებ­ში, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ში იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი. მა­შინ ათა­სო­ბით დიპ­ლო­მა­ტის, სამ­ხედ­რო წარ­მო­მად­გენ­ლის, მი­ნის­ტრის თა­ნა­შემ­წე­ე­ბის, ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და სა­ხელ­მწი­ფო მო­ხე­ლის კომ­პი­უ­ტე­რებ­ში მო­ი­პო­ვეს და გა­და­ი­წე­რეს პო­ლი­ტი­კუ­რი, ეკო­ნო­მი­კუ­რი, სამ­ხედ­რო სა­ი­დუმ­ლო ში­ნა­არ­სის დო­კუ­მენ­ტა­ცია.

2010 წელს ამე­რი­კა­ში და­ა­კა­ვეს რუ­სე­თის სა­ი­დუმ­ლო აგენ­ტი, ალექ­სეი კა­რეტ­ნი­კო­ვი, რო­მე­ლიც ცხრა თვის გან­მავ­ლო­ბა­ში "მა­იკ­რო­სოფთში" პროგ­რა­მულ ტეს­ტე­რად მუ­შა­ობ­და. შემ­დეგ ის რუ­სეთ­ში დე­პორ­ტით გა­მო­უშ­ვეს.

2011-2012 წლებ­ში ჰა­კე­რე­ბის მიერ და­ინ­ფი­ცირ­და ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ი­ტე­ბის მხო­ლოდ ის გვერ­დე­ბი, სა­დაც გან­თავ­სე­ბუ­ლი იყო ინ­ფორ­მა­ცია ნატო-ს დე­ლე­გა­ცი­ის ვი­ზი­ტე­ბის, სამ­ხედ­რო სი­ახ­ლე­ე­ბის, პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბე­ბის, ამე­რი­კას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის შე­სა­ხებ. ვებ-გვერ­დე­ბის გახ­ნი­სას ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლის კომ­პი­უ­ტე­რი ავ­ტო­მა­ტუ­რად ინ­ფი­ცირ­დე­ბო­და უც­ნო­ბი ვირუ­სუ­ლი პროგ­რა­მით. ვირუ­სი კომ­პი­უ­ტე­რის გე­ოგ­რა­ფი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას დრო­ი­თი სარ­ტყე­ლის მი­ხედ­ვით ამოწ­მებ­და და კომ­პი­უ­ტერ­ში არ­სე­ბულ ფა­ი­ლებ­ში, დო­კუ­მენ­ტებ­ში წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრუ­ლი საკ­ვან­ძო სი­ტყვებს (სამ­ხედ­რო, სა­ი­დუმ­ლო, სა­დაზ­ვერ­ვო თე­მა­ზე) ეძებ­და. შემ­დეგ კი, ინ­ფორ­მა­ცი­ის შემ­ცველ ფა­ი­ლებს ვირუ­სის ავ­ტო­რის სა­მარ­თავ სერ­ვერ­ზე წერ­და.

2012 წელს მა­სობ­რი­ვი კი­ბერ შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და არა­ბულ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე. სპე­ცი­ა­ლუ­რად შექ­მნილ­მა კომ­პი­უ­ტე­რულ­მა ვირუ­სებ­მა და­ა­ინ­ფი­ცი­რეს სა­მიზ­ნე ქვეყ­ნე­ბის სა­ხელ­მწი­ფო უწყე­ბე­ბი. შემ­დგომ ეტაპ­ზე ვირუ­სუ­ლი ფა­ი­ლი კომ­პი­უ­ტე­რულ სის­ტე­მებ­ში ეძებ­და და იპა­რავ­და მნიშ­ვნე­ლო­ვან, სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­ას (დო­კუ­მენ­ტე­ბი, ელ-ფოს­ტა და ა.შ.). ვირუსს ვი­დეო და აუ­დიო ჩა­ნა­წე­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის ფუნ­ქცია კომ­პი­უ­ტე­რის შე­სა­ბა­მი­სი მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ჰქონ­და. საქ­მე ის არის, რომ ასე­თი სა­ხის ვირუ­სი იყე­ნებს კო­მუ­ნი­კა­ცი­ის და­შიფ­რულ არ­ხებ­სა და ტექ­ნი­კუ­რი დახ­ვე­წი­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მისი "გა­შიფვ­რა" რთუ­ლია.

2011-2012 წლე­ბის კი­დევ ერთი, მას­შტა­ბუ­რი კი­ბერ­შე­ტე­ვა გან­ხორ­ცი­ელ­და სამ­ხრეთ ამე­რი­კუ­ლი სა­ხელ­მწი­ფო­ებ­ზე, რა დრო­საც, ჰა­კე­რე­ბის მი­ზა­ნი, ვირუ­სის სა­შუ­ა­ლე­ბით, არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ხელ­ში ჩაგ­დე­ბა იყო: სა­ინ­ტე­რე­სო და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი არ­ქი­ტექ­ტუ­რუ­ლი პროგ­რა­მის ფა­ი­ლე­ბი, ნა­ხა­ზე­ბი და პრო­ექ­ტე­ბი. მო­ძი­ე­ბუ­ლი ფა­ი­ლე­ბი გა­და­ი­ცე­მო­და ვირუ­სის ავ­ტო­რებს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნებ­ში გან­თავ­სე­ბულ შემგრო­ვე­ბელ სერ­ვე­რებ­ზე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, და­ვირუ­სე­ბუ­ლი ქვეყ­ნე­ბის სია გა­ფარ­თოვ­და და სხვა­დას­ხვა მიზ­ნე­ბით, ჰა­კე­რე­ბის სა­მიზ­ნე, აშშ, ჩი­ნე­თი, ტა­ი­ვა­ნი, ეს­პა­ნე­თი გახ­და.

ჰა­კე­რე­ბის მიერ "სუფ­თად ნა­მუ­შე­ვარ საქ­მედ" მი­იჩ­ნე­ვა სა­უ­დის არა­ბე­თი სა­ხელ­მწი­ფო ნავ­თობ-კომ­პა­ნის ARAMCO-ს კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ქსე­ლის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. მა­შინ კომ­პა­ნი­ის კუთ­ვნი­ლი უამ­რა­ვი კომ­პი­უ­ტე­რის ოპე­რა­ცი­უ­ლი სის­ტე­მა და­ზი­ან­და და ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა დრო­ე­ბით შე­წყვი­ტა. მუ­შა­ო­ბის სრუ­ლად აღ­სად­გე­ნად, კომ­პა­ნი­ას უდი­დე­სი ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი და დრო დას­ჭირ­და, რა­მაც გარ­კვე­უ­ლი ზა­რა­ლი მი­ა­ყე­ნა მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე მდი­დარ ნავ­თობ-კომ­პა­ნი­ას.

ასე­ვე, ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, ამე­რი­კუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის ოპე­რა­ტო­რე­ბის კომ­პი­უ­ტე­რე­ბის და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. მა­შინ ჰა­კე­რებ­მა ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ამე­რი­კუ­ლი უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტე­ბის სა­მარ­თა­ვი კო­დე­ბი მო­ი­პა­რეს. ამე­რი­კულ მხა­რეს ეს ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უხ­მა­უ­რე­ბია. საქ­მის სირ­თუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, პრობ­ლე­მის ოპე­რა­ტი­უ­ლად მოგ­ვა­რე­ბა­ში უდი­დე­სი ფი­ნან­სუ­რი რე­სურ­სი და­ი­ხარ­ჯა.

და ბო­ლოს, უკ­რა­ი­ნე­ლი ჰა­კე­რუ­ლი ჯგუ­ფე­ბის მიერ ბოლო წლებ­ში მო­პო­ვე­ბუ­ლი რუ­სე­თის სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პი­რე­ბი­სა და მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის, მათი მხარ­დამ­ჭე­რე­ბის ურ­თი­ერ­თმი­მო­წე­რა ახ­ლაც მსოფ­ლიო სა­ზო­გა­დო­ე­ბის გან­სჯის სა­გა­ნია. თუმ­ცა ამ მხრივ არც რუსი ჰა­კე­რე­ბი აკ­ლე­ბენ, მათი ან­გა­რიშ­ზეა არა­ერ­თი კი­ბერ-შპი­ო­ნა­ჟი და ან­ტი­სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კამ­პა­ნია, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ი­სა და სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის, ასე­ვე ნა­ტოს სა­ი­ტე­ბის, არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ გან­ხორ­ცი­ელ­და. კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ელექტრო­ნუ­ლი მი­მო­წე­რის გა­სა­ჯა­რო­ე­ბა, სა­ტე­ლე­ფო­ნო მოს­მე­ნე­ბი, დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბა ფო­რუ­მებ­სა და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში, სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში შეღ­წე­ვა, - წლე­ბია მათი სა­მიზ­ნეა.

ლალი პა­პას­კი­რი

AMBEBI.GE

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

150-მდე კიბერთავდასხმა ერთ დღეში - ვინ დგას ჰაკერული ომების უკან და უმსხვილესი კიბერშეტევის მაგალითები მსოფლიოში

150-მდე კიბერთავდასხმა ერთ დღეში - ვინ დგას ჰაკერული ომების უკან და უმსხვილესი კიბერშეტევის მაგალითები მსოფლიოში

12 მაისი მსოფლიოს არაერთი ქვეყნისთვის კიბერთავდასხმის დღე იყო. The Independent ის ინფორმაციით, ჯერ იყო და იაპონურმა ავტომწარმოებელმა Nissan-მა განაცხადა, რომ ინგლისში მათ სერვერზე კიბერშეტევა განხორციელდა, შემდეგ მას სხვებიც მიყვნენ...

წაიკითხეთ ასევე: ევროპოლი ხვალ კიდევ უფრო მასშტაბური კიბერთავდასხმის მოლოდინშია

კომპანია Nissan-ის პრესმდივნის განმარტებით, 12 მაისს დიდ ბრიტანეთში მდებარე მათი კომპანიის სერვერზე მასიური ჰაკერული შეტევა განხორციელდა, რომელმაც მსოფლიოს მასშტაბით 10 ათასი კომპიუტერი დააზარალა. დიდ ბრიტანეთში კიბერთავდასხმა განხორციელდა საავადმყოფოს სერვისზე და მედიკოსები იძულებული გახდნენ ასობით ოპერაცია და სხვა სახის სამედიცინო მანიპულაციები გადაედოთ... იგივე პრობლემის შესახებ დაიჩივლა, ავტომწარმოებელმა Renault-მა რომლის განცხადებითაც, მათ სერვერზე ჰაკერული შეტევა განხორციელდა.

რუსეთში ჰაკერება შეაღწიეს სატელეკომუნიკაციო კომპანია "მეგაფონისა" და "ვიმპელკომის", ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერის ბაზაზე. რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ირინა ვოლკის განცხადებით, თავდასხმა იმ კომპიუტერებზე განხორციელდა, რომელზეც Windows-ის ოპერაციული სისტემა იყო ჩაშვებული. ჰაკერებმა, ასევე სცადეს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს სერვერების გატეხვაც, მაგრამ როგორც რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ნიკიტა ოდინცოვი აცხადებს, მის სისტემაში ვერ შეაღწიეს. Kaspersky Lab-ის განცხადებით, კიბერშეტევისას ჰაკერებმა პროგრამა WannaCry გამოიყენეს.

BBC-ის ინფორმაციით, მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ კიბერთავდასხმაზე სრული სურათი დადო აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტომ. გამოცემის ინფორმაციით, ინფორმაციით, კიბერთავდასხმა 99 ქვეყანაში განხორციელდა, მათ შორის დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ჩინეთში, რუსეთში, ესპანეთში, იტალიაში, ტაივანსა და საქართველოში. ექსპერტების მოსაზრებით, ჰაკერებს ეს ქვეყნები შემთხვევით არ აურჩევიათ, მათ კონკრეტული სამიზნეები ჰყავდათ და ამა თუ იმ ამ ქვეყნებში არსებული სხვადასხვა სფეროს შესახებ სრული სურათის მიღება სურდათ.

BBC-ის თქმით, ყველაზე მეტი კომპიუტერი, სავარაუდოდ, რუსეთში დავირუსდა. ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ცდილობს, გაარკვიოს, ვინ დგას კიბერ თავდასხმის უკან. ზუსტი დასკვნის გაკეთებამდე, გავრცელდა ვერსიები, რომლის თანახმადაც, ჰაკერებმა ეს შეტევა "მაიკროსოფთის" სისტემის დასასუტებლად განახორციელეს. კიდევ ერთი ვერსიით, - ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს პროგრამული ინსტრუმენტები ჰაკერებმა მოიპარეს და დაშიფრული ფაილების სისტემის ონლაინ-აუქციონზე გაყიდვას ცდილობდნენ.

მსოფლიოში ცნობილი კიბერშეტევის მაგალითები

მას შემდეგ, რაც მსოფლიო კომპიუტერულ სისტემებზე გადაერთო, სხვადასხვა დროს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული სიმძიმის კიბერდანაშაულები განხორციელდა. ამ მხრივ გამორჩეული იყო, 2007-2012 წლები, როდესაც ინტერნეტისა და კომპიუტერული ვირუსების გამოყენებით მიზანმიმართულად დაზიანდა სხვადასხვა ქვეყნისა და კომპანიის კრიტიკული, მნიშვნელოვანი

ინფრასტრუქტურა.

ჯერ კიდევ, 2002 წელს ნატომ, პრაღის სამიტზე, შეიმუშავა კიბერ უსაფრთხოების პროგრამა, რაც გამოწვეული იყო ნატოს მოკავშირე ქვეყნებზე რუსეთის, სერბეთისა და ჩინეთის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევებით.

2007 წელს, რუსეთ-ესტონეთის დაპირისპირების შემდეგ, რუსმა ჰაკერულმა ჯგუფებმა ესტონურ ინტერნეტ სივრცეს სერიოზული პრობლემები შეუქმნეს. გარკვეული დროის განმავლობაში მიუწვდომელი იყო ესტონური ინტერნეტ რესურსები, დაზიანდა ესტონური საიტები. ეს იყო იმ დროისთვის ყველაზე მძლავრი კიბერნეტიკული შეტევა, რომელიც როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორზე განხორციელდა.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს საომარი მოქმედებების დროს საქართველოს ინტერნეტ სივრცე სერიოზული კიბერ შეტევების წინაშე აღმოჩნდა. მაშინ მიზანმიმართულად გატეხეს და დააზიანეს არაერთი სახელმწიფო საიტი; ასევე საინფორმაციო სააგენტოების კუთვნილი ინტერნეტ-გვერდები.  ზოგიერთი სახელმწიფო საიტის ფუნქციონირების აღსადგენად, მათი დროებითი ასლები ამერიკულ და ევროპულ ინტერნეტ სივრცეებში შეიქმნა. ქართული ინტერნეტ-სივრცის მიმართულებით იგზავნებოდა დიდი რაოდენობის ქსელური პაკეტები, რამაც გამოიწვია ინტერნეტ არხების გადავსება და ქართული ინტერნეტ-სივრცის დროებითი დაზიანებები.

გახმაურებული ფაქტია ჩინური კიბერშპიონაჟი ტიბეტის მთავრობის წინააღმდეგ. 2009 წელს, 10-თვიანი გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ მსოფლიოს 103 ქვეყანაში არსებობდა 1295 კომპიუტერისგან შემდგარი ქსელი. მათი უმეტესობა საგარეო ურთიერთობის სამინისტროებსა და უწყებებში, საელჩოებში, საერთაშორისო ორგანიზაციებში, ახალი ამბების სააგენტოებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში იყო განთავსებული. მაშინ ათასობით დიპლომატის, სამხედრო წარმომადგენლის, მინისტრის თანაშემწეების, ჟურნალისტისა და სახელმწიფო მოხელის კომპიუტერებში მოიპოვეს და გადაიწერეს პოლიტიკური, ეკონომიკური, სამხედრო საიდუმლო შინაარსის დოკუმენტაცია.

2010 წელს ამერიკაში დააკავეს რუსეთის საიდუმლო აგენტი, ალექსეი კარეტნიკოვი, რომელიც ცხრა თვის განმავლობაში "მაიკროსოფთში" პროგრამულ ტესტერად მუშაობდა. შემდეგ ის რუსეთში დეპორტით გამოუშვეს.

2011-2012 წლებში ჰაკერების მიერ დაინფიცირდა ქართული საინფორმაციო საიტების მხოლოდ ის გვერდები, სადაც განთავსებული იყო ინფორმაცია ნატო-ს დელეგაციის ვიზიტების, სამხედრო სიახლეების, პრეზიდენტის განცხადებების, ამერიკასთან ურთიერთობის შესახებ. ვებ-გვერდების გახნისას ინტერნეტ-მომხმარებლის კომპიუტერი ავტომატურად ინფიცირდებოდა უცნობი ვირუსული პროგრამით. ვირუსი კომპიუტერის გეოგრაფიულ მდგომარეობას დროითი სარტყელის მიხედვით ამოწმებდა და კომპიუტერში არსებულ ფაილებში, დოკუმენტებში წინასწარ განსაზღვრული საკვანძო სიტყვებს (სამხედრო, საიდუმლო, სადაზვერვო თემაზე) ეძებდა. შემდეგ კი, ინფორმაციის შემცველ ფაილებს ვირუსის ავტორის სამართავ სერვერზე წერდა.

2012 წელს მასობრივი კიბერ შეტევა განხორციელდა არაბულ სახელმწიფოებზე. სპეციალურად შექმნილმა კომპიუტერულმა ვირუსებმა დააინფიცირეს სამიზნე ქვეყნების სახელმწიფო უწყებები. შემდგომ ეტაპზე ვირუსული ფაილი კომპიუტერულ სისტემებში ეძებდა და იპარავდა მნიშვნელოვან, საიდუმლო ინფორმაციას (დოკუმენტები, ელ-ფოსტა და ა.შ.). ვირუსს ვიდეო და აუდიო ჩანაწერის განხორციელების ფუნქცია კომპიუტერის შესაბამისი მოწყობილობების გამოყენებით ჰქონდა. საქმე ის არის, რომ ასეთი სახის ვირუსი იყენებს კომუნიკაციის დაშიფრულ არხებსა და ტექნიკური დახვეწილობიდან გამომდინარე, მისი "გაშიფვრა" რთულია.

2011-2012 წლების კიდევ ერთი, მასშტაბური კიბერშეტევა განხორციელდა სამხრეთ ამერიკული სახელმწიფოებზე, რა დროსაც, ჰაკერების მიზანი, ვირუსის საშუალებით, არქიტექტურული პროექტების ხელში ჩაგდება იყო: საინტერესო და მნიშვნელოვანი არქიტექტურული პროგრამის ფაილები, ნახაზები და პროექტები. მოძიებული ფაილები გადაიცემოდა ვირუსის ავტორებს სხვადასხვა ქვეყნებში განთავსებულ შემგროვებელ სერვერებზე. მოგვიანებით, დავირუსებული ქვეყნების სია გაფართოვდა და სხვადასხვა მიზნებით, ჰაკერების სამიზნე, აშშ, ჩინეთი, ტაივანი, ესპანეთი გახდა.

ჰაკერების მიერ "სუფთად ნამუშევარ საქმედ" მიიჩნევა საუდის არაბეთი სახელმწიფო ნავთობ-კომპანის ARAMCO-ს კომპიუტერული ქსელის დაინფიცირება. მაშინ კომპანიის კუთვნილი უამრავი კომპიუტერის ოპერაციული სისტემა დაზიანდა და ფუნქციონირება დროებით შეწყვიტა. მუშაობის სრულად აღსადგენად, კომპანიას უდიდესი ადამიანური რესურსი და დრო დასჭირდა, რამაც გარკვეული ზარალი მიაყენა მსოფლიოს ყველაზე მდიდარ ნავთობ-კომპანიას.

ასევე, ცნობილი ფაქტია, ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების კომპიუტერების დაინფიცირება. მაშინ ჰაკერებმა ავღანეთის მისიისთვის განკუთვნილი ამერიკული უპილოტო საფრენი აპარატების სამართავი კოდები მოიპარეს. ამერიკულ მხარეს ეს ინფორმაცია არ გაუხმაურებია. საქმის სირთულიდან გამომდინარე, პრობლემის ოპერატიულად მოგვარებაში უდიდესი ფინანსური რესურსი დაიხარჯა.

და ბოლოს, უკრაინელი ჰაკერული ჯგუფების მიერ ბოლო წლებში მოპოვებული რუსეთის სახელისუფლებო პირებისა და მაღალჩინოსნების, მათი მხარდამჭერების ურთიერთმიმოწერა ახლაც მსოფლიო საზოგადოების განსჯის საგანია. თუმცა ამ მხრივ არც რუსი ჰაკერები აკლებენ, მათი ანგარიშზეა არაერთი კიბერ-შპიონაჟი და ანტისახელმწიფოებრივი პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც უკრაინული მედიისა და სამთავრობო ორგანიზაციების, ასევე ნატოს საიტების, არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ განხორციელდა. კონფიდენციალური ელექტრონული მიმოწერის გასაჯაროება, სატელეფონო მოსმენები, დეზინფორმაციის გავრცელება ფორუმებსა და სოციალურ ქსელებში, საინფორმაციო სისტემაში შეღწევა, - წლებია მათი სამიზნეა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?

"ჩვენი მეთაური კარგა ხანს იდგა ცხედრებთან: ასეთი ბიჭები რომ მყოლოდაო..." - ვინ იყო რუსი სამხედრო, რომელმაც "კვირის პალიტრის" ჟურნალისტს შინდისის გმირების ამბავი უამბო

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი