საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოტივი გახლავთ ფულადი თანხის, 200 000 დოლარის წაღება..." - პროკურორის კომენტარი ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე
"მოტივი გახლავთ ფულადი თანხის, 200 000 დოლარის წაღება..." - პროკურორის კომენტარი ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა და მო­ტი­ვი ფუ­ლა­დი თან­ხის 200 000 დო­ლა­რის წა­ღე­ბაა", - ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩა­ზე მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბის საქ­მის პრო­კუ­რორ­მა ინა გუ­გუშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და. მი­სი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, არ­სე­ბობს მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ ბრა­ლის წარ­დგე­ნის. პრო­კუ­რო­რი ად­ვო­კა­ტე­ბის ბრალ­დე­ბა­საც ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ შე­საძ­ლოა, ბრალ­დე­ბუ­ლი პი­რე­ბის ჩვე­ნე­ბა ზე­წო­ლის სა­ხით ყო­ფი­ლი­ყო მი­ცე­მუ­ლი და აღ­ნიშ­ნავს, რომ მათ­ზე არა­ნა­ირ ზე­წო­ლას არ ჰქონ­და ად­გი­ლი.

"ბრალ­დე­ბუ­ლებს ბრა­ლად ედე­ბათ ან­გა­რე­ბით გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, მო­ტი­ვი გახ­ლავთ ფუ­ლა­დი თან­ხის 200 000 დო­ლა­რის წა­ღე­ბა. არ­სე­ბობს მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბე­ბი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც სრუ­ლად იძ­ლე­ვა სა­შუ­ა­ლე­ბას ბრა­ლის წარ­დგე­ნის. ბრალ­დე­ბულ­თა მი­მართ ზე­წო­ლა არ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლა, და­კი­თხვის დროს შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ად­ვო­კა­ტი, თუმ­ცა მათ მიერ არ იყო ად­ვო­კა­ტის ყო­ლის სურ­ვი­ლი გა­მოთ­ქმუ­ლი", - გა­ნა­ცხა­და ინა გუ­გუშ­ვილ­მა. ბუ­და­პეშ­ტის ქუ­ჩა­ზე, ბა­ბუ­ის მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბულ შვი­ლიშ­ვილს და მის მე­გო­ბარს აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ბრალ­დე­ბუ­ლე­ბი დუ­მი­ლის უფ­ლე­ბას იყე­ნე­ბენ.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, 77 წლის მო­ხუცს შვი­ლიშ­ვილ­მა და მის­მა მე­გო­ბარ­მა სა­სიკ­ვდი­ლო ჭრი­ლო­ბე­ბი ცივი ია­რა­ღით მი­ა­ყე­ნეს, კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით, კი ბი­ნა­ში ხან­ძა­რი გა­ა­ჩი­ნეს.

საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბა­ში ჩა­დე­ნილ გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს.

საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით მომ­დევ­ნო სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი 3 ივ­ლისს გა­ი­მარ­თე­ბა.

"მოტივი გახლავთ ფულადი თანხის, 200 000 დოლარის წაღება..." - პროკურორის კომენტარი ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"მოტივი გახლავთ ფულადი თანხის, 200 000 დოლარის წაღება..." - პროკურორის კომენტარი ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე

"ბრალდებულებს ბრალად ედებათ ანგარებით განზრახ მკვლელობა და მოტივი ფულადი თანხის 200 000 დოლარის წაღებაა", - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბუდაპეშტის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის პროკურორმა ინა გუგუშვილმა განუცხადა. მისივე ინფორმაციით, არსებობს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომელიც საშუალებას იძლევა, ბრალდებულთა მიმართ ბრალის წარდგენის. პროკურორი ადვოკატების ბრალდებასაც ეხმაურება, რომ შესაძლოა, ბრალდებული პირების ჩვენება ზეწოლის სახით ყოფილიყო მიცემული და აღნიშნავს, რომ მათზე არანაირ ზეწოლას არ ჰქონდა ადგილი.

"ბრალდებულებს ბრალად ედებათ ანგარებით განზრახ მკვლელობა, მოტივი გახლავთ ფულადი თანხის 200 000 დოლარის წაღება. არსებობს მოწმეთა ჩვენებები და მტკიცებულებები, რომელიც სრულად იძლევა საშუალებას ბრალის წარდგენის. ბრალდებულთა მიმართ ზეწოლა არ განხორციელებულა, დაკითხვის დროს შეთავაზებული იყო ადვოკატი, თუმცა მათ მიერ არ იყო ადვოკატის ყოლის სურვილი გამოთქმული", - განაცხადა ინა გუგუშვილმა. ბუდაპეშტის ქუჩაზე, ბაბუის მკვლელობაში ბრალდებულ შვილიშვილს და მის მეგობარს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდებულები დუმილის უფლებას იყენებენ.

გამოძიების ინფორმაციით, 77 წლის მოხუცს შვილიშვილმა და მისმა მეგობარმა სასიკვდილო ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს, კვალის დაფარვის მიზნით, კი ბინაში ხანძარი გააჩინეს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

საქმესთან დაკავშირებით მომდევნო სასამართლო პროცესი 3 ივლისს გაიმართება.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ