შარდენზე, ლაუნჯ-ბარ "ელ ცენტროს" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კაფეების თანამშომლების ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით 10-მდე ადამიანი ჩხუბობდა. ისინი დაზუსტებით ვერ ამბობენ, ხელჩართულ ჩხუბში მონაწილეობდა თუ არა გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია და ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე.
"ღამის პირველი საათი იქნებდა. 10-მდე ადამიანი მაინც იყო ჩართული ხელჩართულ ჩხუბში. ხმაურობდნენ, ვნახე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ეს ყველაფერი 10-15 წუთი გაგრძელდა. საერთოდ, შარდენზე ხშირად ჩხუბობენ და არც ეს ჩხუბი ყოფილა რაიმეთი განსაკუთრებული. სასწრაფო დახმარების მანქანა არ მინახავს. რაც შეეხება პოლიციას, შარდენზე პოლიცია სულ დადის, მაგრამ ვმუშაობდი და ზუსტად არ ვიცი, გუშინ ჩხუბის დროს ადგილზე თუ იყო პოლიცია", - განაცხადა ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელმა.
უშუალოდ ლაუნჯ-ბარ "ელ ცენტროში" კი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.
იხილეთ ვიდეო: რას ამბობენ შარდენზე მდებარე კაფეების თანამშრომლები, სადაც ლაშა თორდიას თავს დაესხნენ
ნახეთ ვიდეო: ლაშა თორდიას პირველი ვიდეოკომენტარი საავადმყოფოდან, მასზე თავდასხმის შემდეგ - "ეს იყო პირადი ანგარიშსწორება..."
შსს-ს კომენტარი ლაშა თორდიაზე მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით