აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს ლაშა თორდიას წუხელ თავს დაესხნენ. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სახელმწიფო აუდიტის პრესსამსახურში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, მომხდარს ლაშა თორდია სამსახურებრივ მოვალეობას უკავშირებს.
"ლაშა თორდიას თავს დაესხა ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თავის დაცვასთან ერთად", - აცხადებენ პრესსამსახურში.
ამ დროის მონაცემებით, ლაშა თორდია კლინიკაში იმყოფება.