პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მათი განწირული ყვირილის ხმა ესმოდა..." - რას იხსენებს ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი
"მათი განწირული ყვირილის ხმა ესმოდა..." - რას იხსენებს ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი

9 მა­ისს ტყი­ბულ­ში, მინ­დე­ლის სა­ხე­ლო­ბის შახ­ტა­ში მომ­ხდა­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად 4 მე­შახ­ტე გარ­და­იც­ვა­ლა. ცხედ­რე­ბი მაშ­ვე­ლებ­მა შახ­ტი­დან რამ­დე­ნი­მე­სა­ა­თი­ა­ნი ძებ­ნის შემ­დეგ ამო­იყ­ვა­ნეს. და­ღუ­პუ­ლებ­ში ყვე­ლა­ზე ახალ­გაზ­რდა, 45 წლის ალექ­სან­დრე ჭე­ლიშ­ვი­ლი იყო, რო­მელ­საც ცოლი და ერთი შვი­ლი დარ­ჩა. ცოლი და ორი შვი­ლი დარ­ჩა 55 წლის გიზო კუბ­ლაშ­ვილს. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა ასე­ვე 56 წლის გიზო გუ­ბე­ლი­ძე. მა­საც მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი დარ­ჩა. 57 წლის ბიქ­ტორ და­ღუნ­და­რი­ძეს ასე­ვე მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი ჰყავ­და.

Ambebi.ge-ს ერთ-ერთი გარ­დაც­ვლი­ლის ალე­კო ჭე­ლიშ­ვი­ლის ოჯა­ხის მე­გო­ბა­რი ლელა ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი ესა­უბ­რა, რომ­ლის მე­უღ­ლეც ასე­ვე შახ­ტა­შია და­საქ­მე­ბუ­ლი.

- ალე­კო ჩემი ქმრის მე­გო­ბა­რი იყო, მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჩვენ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მტკივ­ნე­უ­ლია. ტყი­ბულ­ში ტრა­გე­დია ტრი­ა­ლებს, ისე­დაც და­ცა­რი­ე­ლე­ბულ ქა­ლაქ­ში, ერ­თმა­ნეთ­ზე სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნე­ბი გარ­და­იც­ვალ­ნენ, მთე­ლი ქა­ლა­ქი და­დუ­მე­ბუ­ლია. ვერ გად­მოვ­ცემ იმას, რაც ახლა აქ ხდე­ბა. გარ­დაც­ვლი­ლებს შო­რის ყვე­ლა­ზე უფ­რო­სი ვიქ­ტორ და­ღუნ­და­რი­ძე იყო, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც ჰყავ­და და ასე თუ ისე, რა­ღა­ცას მა­ინც მო­ეს­წრო ცხოვ­რე­ბა­ში. და­ნარ­ჩე­ნებს მცი­რე­წლო­ვა­ნი შვი­ლე­ბი დარ­ჩათ. ალე­კოს 5 წლის ბიჭი ჰყავს, რო­მე­ლიც მა­მის გა­რე­შე არ იძი­ნებ­და. ამას­წი­ნათ პა­ნაშ­ვიდ­ზე ვი­ყა­ვით ალე­კოს­თან ერ­თად და ალე­კომ თქვა, ამ ბოლო დროს ბავ­შვი მე თვი­თონ თუ არ და­ვა­ძი­ნე, ისე აღარ იძი­ნებ­სო. ან­გე­ლო­ზი­ვით ბიჭი იყო, მის ოჯახს ლუკ­მა პური რომ არ მოჰ­კლე­ბო­და, სულ მუ­შა­ობ­და. ოთხი­ვე გარ­დაც­ვლი­ლი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი იყო, რო­გორც კატა და­ცო­ცავს ხეზე, ისე და­ცო­ცავ­დნენ შახ­ტა­ში, მაგ­რამ უბე­დუ­რე­ბის­გან და­ზღვე­უ­ლი არა­ვინ არ არის.

- ცნო­ბი­ლია, რომ ამ ამ­ბავს ერ­თა­დერ­თი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს, რას იხ­სე­ნებს ის?

- კი, ერთი თვითმხილ­ვე­ლი ჰყავს ამ ტრა­გე­დი­ას, ახალ­გაზ­რდა ბი­ჭია, მა­ნუ­ჩა­რი ჰქვია. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რად ძა­ლი­ან მძი­მედ არის. თურ­მე ბა­გი­რი რომ ჩა­წყდა და მუ­შე­ბი ჩაც­ვივ­დნენ, რა­ღაც პე­რი­ო­დის მან­ძილ­ზე ეს­მო­და მათი გან­წი­რუ­ლი ყვი­რი­ლის ხმა... ამ­ბობს, მათი ხმა არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბაო. ცხედ­რე­ბი სულ და­სა­ხიჩ­რე­ბუ­ლია, და­ახ­ლო­ე­ბით 120 სარ­თუ­ლი­ა­ნი კორ­პუ­სის სი­მაღ­ლე­ზე ჩა­ვარ­დნენ, შემ­დეგ 13 სა­ა­თი გა­ცხე­ლე­ბულ ნახ­შირ­ში იყ­ვნენ... ალე­კოს და ვიქ­ტო­რის ცხედ­რე­ბი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბად და­ზი­ა­ნე­ბუ­ლია, ამით იმის თქმა მინ­და, რომ ხელ-ფეხი თა­ვის ად­გილ­ზე აქვთ.

- რა გახ­და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის მი­ზე­ზი?

- შახ­ტა­ში ცოტა ხნის წინ, ახა­ლი უფ­რო­სი მო­იყ­ვა­ნეს და მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან გა­მოს­წორ­და. 20-30 ლა­რით გა­ზარ­და ხელ­ფა­სე­ბი, გამ­კაცრ­და წე­სე­ბი, უფრო მე­ტად იყო და­ცუ­ლი უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი, ნას­ვამ მუ­შას შახ­ტა­ში არ უშ­ვებ­დნენ, ამი­ტომ ვერ ვი­ტყვი, რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი. იმა­საც ამ­ბო­ბენ, თით­ქოს მათ თო­კე­ბი არ ეკე­თათ, როცა მუ­შა­ობ­დნე­ნო. ახლა რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, რა გახ­და ტრა­გე­დი­ის მი­ზე­ზი? ფაქ­ტია, ოთხმა ოჯახ­მა და­კარ­გა მარ­ჩე­ნა­ლი, 8 შვი­ლი დარ­ჩა მა­მის გა­რე­შე. რა შეც­ვლის ამ ტკი­ვილს? ამ ქა­ლაქ­ში შახ­ტის გარ­და, არა­ნა­ი­რი შე­მო­სა­ვა­ლი არ არ­სე­ბობს, აქ ცხოვ­რე­ბა პატ­რი­ო­ტიზ­მია და თუ მოგ­ვაქ­ცევს სა­ხელ­მწი­ფო ყუ­რა­დღე­ბას, კარ­გი იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია, ჩვენს ქმრებს და შვი­ლებს ასეთ პი­რო­ბებ­ში უწევთ მუ­შა­ო­ბა, მაგ­რამ მად­ლო­ბას ვე­უბ­ნე­ბით ბიზ­ნეს­მენს, რო­მე­ლიც შახ­ტას ამუ­შა­ვებს, ესეც რომ არ იყოს, მოკ­ვდე­ბო­და ტყი­ბუ­ლი.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

წა­ი­კი­თხეთ: "ოთხთა­გან ერთი მე­შახ­ტის ცოლი გე­ლა­პა­რა­კე­ბით" - ტყი­ბულ­ში მომ­ხდა­რი ტრა­გე­დი­ის შემ­დეგ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჩა­ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა გა­ა­ზი­ა­რა

ვი­დეო| რა ვი­ცით ტყი­ბულ­ში და­ღუ­პუ­ლი 4 მა­ღა­რო­ე­ლის შე­სა­ხებ

"მათი განწირული ყვირილის ხმა ესმოდა..." - რას იხსენებს ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი

"მათი განწირული ყვირილის ხმა ესმოდა..." - რას იხსენებს ტყიბულში მომხდარი უბედური შემთხვევის ერთადერთი თვითმხილველი

9 მაისს ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად 4 მეშახტე გარდაიცვალა. ცხედრები მაშველებმა შახტიდან რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ამოიყვანეს. დაღუპულებში ყველაზე ახალგაზრდა, 45 წლის ალექსანდრე ჭელიშვილი იყო, რომელსაც ცოლი და ერთი შვილი დარჩა. ცოლი და ორი შვილი დარჩა 55 წლის გიზო კუბლაშვილს. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ასევე 56 წლის გიზო გუბელიძე. მასაც მეუღლე და ორი შვილი დარჩა. 57 წლის ბიქტორ დაღუნდარიძეს ასევე მეუღლე და ორი შვილი ჰყავდა.

Ambebi.ge-ს ერთ-ერთი გარდაცვლილის ალეკო ჭელიშვილის ოჯახის მეგობარი ლელა ბოჭორიშვილი ესაუბრა, რომლის მეუღლეც ასევე შახტაშია დასაქმებული.

- ალეკო ჩემი ქმრის მეგობარი იყო, მისი გარდაცვალება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია. ტყიბულში ტრაგედია ტრიალებს, ისედაც დაცარიელებულ ქალაქში, ერთმანეთზე საუკეთესო ადამიანები გარდაიცვალნენ, მთელი ქალაქი დადუმებულია. ვერ გადმოვცემ იმას, რაც ახლა აქ ხდება. გარდაცვლილებს შორის ყველაზე უფროსი ვიქტორ დაღუნდარიძე იყო, შვილიშვილებიც ჰყავდა და ასე თუ ისე, რაღაცას მაინც მოესწრო ცხოვრებაში. დანარჩენებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ალეკოს 5 წლის ბიჭი ჰყავს, რომელიც მამის გარეშე არ იძინებდა. ამასწინათ პანაშვიდზე ვიყავით ალეკოსთან ერთად და ალეკომ თქვა, ამ ბოლო დროს ბავშვი მე თვითონ თუ არ დავაძინე, ისე აღარ იძინებსო. ანგელოზივით ბიჭი იყო, მის ოჯახს ლუკმა პური რომ არ მოჰკლებოდა, სულ მუშაობდა. ოთხივე გარდაცვლილი პროფესიონალი იყო, როგორც კატა დაცოცავს ხეზე, ისე დაცოცავდნენ შახტაში, მაგრამ უბედურებისგან დაზღვეული არავინ არ არის.

- ცნობილია, რომ ამ ამბავს ერთადერთი თვითმხილველი ჰყავს, რას იხსენებს ის?

- კი, ერთი თვითმხილველი ჰყავს ამ ტრაგედიას, ახალგაზრდა ბიჭია, მანუჩარი ჰქვია. ფსიქოლოგიურად ძალიან მძიმედ არის. თურმე ბაგირი რომ ჩაწყდა და მუშები ჩაცვივდნენ, რაღაც პერიოდის მანძილზე ესმოდა მათი განწირული ყვირილის ხმა... ამბობს, მათი ხმა არასოდეს დამავიწყდებაო. ცხედრები სულ დასახიჩრებულია, დაახლოებით 120 სართულიანი კორპუსის სიმაღლეზე ჩავარდნენ, შემდეგ 13 საათი გაცხელებულ ნახშირში იყვნენ... ალეკოს და ვიქტორის ცხედრები შედარებით ნაკლებად დაზიანებულია, ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელ-ფეხი თავის ადგილზე აქვთ.

- რა გახდა უბედური შემთხვევის მიზეზი?

- შახტაში ცოტა ხნის წინ, ახალი უფროსი მოიყვანეს და მდგომარეობა ძალიან გამოსწორდა. 20-30 ლარით გაზარდა ხელფასები, გამკაცრდა წესები, უფრო მეტად იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები, ნასვამ მუშას შახტაში არ უშვებდნენ, ამიტომ ვერ ვიტყვი, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი. იმასაც ამბობენ, თითქოს მათ თოკები არ ეკეთათ, როცა მუშაობდნენო. ახლა რა მნიშვნელობა აქვს, რა გახდა ტრაგედიის მიზეზი? ფაქტია, ოთხმა ოჯახმა დაკარგა მარჩენალი, 8 შვილი დარჩა მამის გარეშე. რა შეცვლის ამ ტკივილს? ამ ქალაქში შახტის გარდა, არანაირი შემოსავალი არ არსებობს, აქ ცხოვრება პატრიოტიზმია და თუ მოგვაქცევს სახელმწიფო ყურადღებას, კარგი იქნება. მართალია, ჩვენს ქმრებს და შვილებს ასეთ პირობებში უწევთ მუშაობა, მაგრამ მადლობას ვეუბნებით ბიზნესმენს, რომელიც შახტას ამუშავებს, ესეც რომ არ იყოს, მოკვდებოდა ტყიბული.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

წაიკითხეთ: "ოთხთაგან ერთი მეშახტის ცოლი გელაპარაკებით" - ტყიბულში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გავრცელებული ჩანახატი, რომელიც უამრავმა ადამიანმა გააზიარა

ვიდეო| რა ვიცით ტყიბულში დაღუპული 4 მაღაროელის შესახებ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი