რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მოქალაქეებმა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში წუხელ გველი მოკლეს, დღეს დილით კი ჰერპეტოლოგები მე-17 მიკრორაიონის ერთ-ერთ კორპუსში გამოიძახეს. შეტყობინების თანახმად, გველი ერთ-ერთმა ადგილობრივმა მეორე სართულის კიბეზე ნახა.
როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბარში რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ჰერპეტოლოგების ჯგუფი ქალაქში 1-ელი აპილიდან მუშაობს და დღემდე გამოძახების 13 ფაქტი დაფიქსირდა. მისივე თქმით, რუსთავში შხამიანი გველები არ ფიქსირდება, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ მოქალაქე ქვეწარმავალს შენიშნავს, ცხელ ხაზზე უნდა დარეკოს და ადგილზე ჰერპეტოლოგთა ჯგუფი გავა.