პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავღანეთში კონფლიქტი მწვავდება - ადგილზე ამერიკამ შესაძლოა დამატებითი სამხედროები გააგზავნოს
ავღანეთში კონფლიქტი მწვავდება - ადგილზე ამერიკამ შესაძლოა დამატებითი სამხედროები გააგზავნოს

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის დაზ­ვერ­ვის ხელ­მძღვა­ნე­ლი დე­ნი­ელ ქო­უთ­სი მი­იჩ­ნევს, რომ შე­საძ­ლოა, უახ­ლო­ეს წლებ­ში ავ­ღა­ნეთ­ში კონ­ფლიქ­ტი დამ­ძიმ­დეს. მი­სი­ვე თქმით, ეს იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი თუ ამე­რი­კა მეტ სამ­ხედ­რო შე­ი­ა­რა­ღე­ბას შე­ი­ტანს იმ ზო­ნა­ში, სა­დაც 16 წე­ლია ბრძო­ლა არ წყდე­ბა.

ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას "ამე­რი­კის ხმა" ავ­რცე­ლებს. გა­მო­ცე­მის თქმით, სე­ნა­ტის დაზ­ვერ­ვის კო­მი­ტე­ტის მოს­მე­ნა­ზე სხვა გლო­ბა­ლურ საფრ­თხე­ებ­ზე მსჯე­ლო­ბას­თან ერ­თად ეროვ­ნუ­ლი დაზ­ვერ­ვის დი­რექ­ტორ­მა დენ ქო­უტსმა გა­ნა­ცხა­და, რომ თა­ლი­ბა­ნი ავ­ღა­ნე­თის პრო­ვინ­ცი­ებ­ში ძა­ლას იკ­რებს. ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა კი უმ­ძი­მეს ეკო­ნო­მი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია.

"დაზ­ვერ­ვის შე­ფა­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით, თით­ქმის დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვართ, რომ ამე­რი­კი­სა და მისი პარტნი­ო­რე­ბის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რის მცი­რე­დით გაზ­რდის მი­უ­ხე­და­ვად, პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის კუ­თხით არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია ავ­ღა­ნეთ­ში 2018 წლამ­დე გა­უ­ა­რეს­დე­ბა", - აცხა­დებს ქო­უთ­სი.

ამე­რი­კას ამ­ჟა­მად ავ­ღა­ნეთ­ში 8 400 სამ­ხედ­რო ჰყავს გაგ­ზავ­ნი­ლი, გა­ნი­ხი­ლე­ბა კი­დევ 5 000 ჯა­რის­კა­ცის გაგ­ზავ­ნა. პრე­ზი­დენ­ტი ტრამ­პი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ვა­რა­უ­დოდ, უახ­ლო­ეს დღე­ებ­ში მი­ი­ღებს.

"რო­ი­ტე­რის" ცნო­ბით, აშშ-ის შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა ძა­ლებ­მა შე­საძ­ლოა, ავ­ღა­ნეთ­ში, თა­ლი­ბან­თან საბ­რძოლ­ვე­ლად, და­მა­ტე­ბით 3000-დან 5000-მდე სამ­ხედ­რო გაგ­ზავ­ნოს.

და­მა­ტე­ბი­თი სამ­ხედ­რო ძა­ლის გაგ­ზავ­ნის მი­ზე­ზი, თა­ლი­ბა­ნის მიერ გახ­ში­რე­ბუ­ლი ავი­ა­ი­ე­რი­შე­ბია. ამ ეტაპ­ზე, ავ­ღა­ნეთ­ში ნატო-ს მი­სი­ით 13 000 ჯა­რის­კა­ცი იმბრძვის, მათ შო­რის 8 400 ამე­რი­კე­ლია.

მიმ­დი­ნა­რე წლის თე­ბერ­ვალ­ში, ავ­ღა­ნეთ­ში ამე­რი­კუ­ლი ჯა­რე­ბის გე­ნე­რა­ლი მა­ჯონ ნი­კოლ­სო­ნი სე­ნა­ტი­სად­მი მოხ­სე­ნე­ბა­ში ამ­ბობ­და, რომ ავ­ღა­ნეთ­ში გან­თავ­სე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო კონ­ტინ­გენ­ტის რა­ო­დე­ნო­ბა თა­ლი­ბან­თან წი­ნა­აღ­მდეგ საბ­რძოლ­ვე­ლად საკ­მა­რი­სი არ იყო.

აპ­რილ­ში, თა­ლი­ბა­ნის მიერ და­ა­ნონ­სე­ბუ­ლი ე.წ. გა­ზა­ფხუ­ლის თავ­დას­ხმე­ბის შემ­დეგ კი პენ­ტა­გონ­ში სამ­ხედ­რო­თა რა­ო­დე­ნო­ბის გაზ­რდის სა­კი­თხი კი­დევ უფრო აქ­ტუ­ა­ლუ­რი გახ­და.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ­მა შტა­ტებ­მა თა­ლი­ბა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ე­ბი ოფი­ცი­ა­ლუ­რად 2014 წელს შე­წყვი­ტა, თუმ­ცა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ძა­ლე­ბი, ავ­ღა­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით, ტე­რო­რის­ტებ­თან ბრძო­ლას გა­ნაგ­რძო­ბენ.

თეთ­რი სახ­ლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას მო­უთ­მენ­ლად ელი­ან ავ­ღა­ნეთ­ში, - სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის მე­თა­ურ­მა თეთრ სახ­ლს 3 თვის წინ მი­მარ­თა და ომით გა­დაღ­ლილ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­ტე­ხის შე­ტა­ნის მიზ­ნით, რამ­დე­ნი­მე ათა­სი ჯა­რის­კა­ცის და­მა­ტე­ბა მო­ი­თხო­ვა.

"პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჯერ არ მი­უ­ღია" - აცხა­დებს თეთ­რი სახ­ლის პრეს-მდი­ვა­ნი შონ სპა­ი­სე­რი.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი "ამე­რი­კის ხმას­თან" სა­უ­ბარ­ში ამ­ბო­ბენ, რომ ავ­ღა­ნე­თის თავ­დაც­ვის სა­კი­თხზე პრე­ზი­დენტ დო­ნალდ ტრამ­პთან ბრი­ფინ­გი ჯერ არ გა­მარ­თუ­ლა და ის, მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­ის­ში იგეგ­მე­ბა. და­სავ­ლე­თის ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბით, მათ შო­რის ჰე­რი­ტი­ჯის ფონ­დის ეროვ­ნუ­ლი თავ­დაც­ვის ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რის ტო­მას სპო­რის თქმით, ტრამ­პის ად­მი­ნის­ტრა­ცია ავ­ღა­ნეთ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ძა­ლე­ბის კონ­ტინ­გენტს გაზ­რდის.

ლალი პა­პას­კი­რი

Ambebi.ge

ავღანეთში კონფლიქტი მწვავდება - ადგილზე ამერიკამ შესაძლოა დამატებითი სამხედროები გააგზავნოს

ავღანეთში კონფლიქტი მწვავდება - ადგილზე ამერიკამ შესაძლოა დამატებითი სამხედროები გააგზავნოს

ამერიკის შეერთებული შტატების დაზვერვის ხელმძღვანელი დენიელ ქოუთსი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, უახლოეს წლებში ავღანეთში კონფლიქტი დამძიმდეს. მისივე თქმით, ეს იმ შემთხვევაშიც კი თუ ამერიკა მეტ სამხედრო შეიარაღებას შეიტანს იმ ზონაში, სადაც 16 წელია ბრძოლა არ წყდება.

ამის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს. გამოცემის თქმით, სენატის დაზვერვის კომიტეტის მოსმენაზე სხვა გლობალურ საფრთხეებზე მსჯელობასთან ერთად ეროვნული დაზვერვის დირექტორმა დენ ქოუტსმა განაცხადა, რომ თალიბანი ავღანეთის პროვინციებში ძალას იკრებს. ქვეყნის მთავრობა კი უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაშია.

"დაზვერვის შეფასებების მიხედვით, თითქმის დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკისა და მისი პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერის მცირედით გაზრდის მიუხედავად, პოლიტიკური და უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია ავღანეთში 2018 წლამდე გაუარესდება", - აცხადებს  ქოუთსი.

ამერიკას ამჟამად ავღანეთში 8 400 სამხედრო ჰყავს გაგზავნილი, განიხილება კიდევ 5 000 ჯარისკაცის გაგზავნა. პრეზიდენტი ტრამპი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, უახლოეს დღეებში მიიღებს.

"როიტერის" ცნობით, აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა შესაძლოა, ავღანეთში, თალიბანთან საბრძოლველად, დამატებით 3000-დან 5000-მდე სამხედრო გაგზავნოს.

დამატებითი სამხედრო ძალის გაგზავნის მიზეზი, თალიბანის მიერ გახშირებული ავიაიერიშებია. ამ ეტაპზე, ავღანეთში ნატო-ს მისიით 13 000 ჯარისკაცი იმბრძვის, მათ შორის 8 400 ამერიკელია.

მიმდინარე წლის თებერვალში, ავღანეთში ამერიკული ჯარების გენერალი მაჯონ ნიკოლსონი სენატისადმი მოხსენებაში ამბობდა, რომ ავღანეთში განთავსებული სამხედრო კონტინგენტის რაოდენობა თალიბანთან წინააღმდეგ საბრძოლველად საკმარისი არ იყო.

აპრილში, თალიბანის მიერ დაანონსებული ე.წ. გაზაფხულის თავდასხმების შემდეგ კი პენტაგონში  სამხედროთა რაოდენობის გაზრდის საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გახდა.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თალიბანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციები ოფიციალურად 2014 წელს შეწყვიტა, თუმცა განსაკუთრებული ძალები, ავღანელი სამხედროების მხარდაჭერით, ტერორისტებთან ბრძოლას განაგრძობენ.

თეთრი სახლის გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელიან ავღანეთში, - საერთაშორისო ძალების მეთაურმა თეთრ სახლს 3 თვის წინ მიმართა და ომით გადაღლილ ქვეყანაში გარდატეხის შეტანის მიზნით, რამდენიმე ათასი ჯარისკაცის დამატება მოითხოვა.

"პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას საბოლოო გადაწყვეტილება ამასთან დაკავშირებით ჯერ არ მიუღია" - აცხადებს თეთრი სახლის პრეს-მდივანი შონ სპაისერი.

ოფიციალური პირები "ამერიკის ხმასთან" საუბარში ამბობენ, რომ ავღანეთის თავდაცვის საკითხზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან ბრიფინგი ჯერ არ გამართულა და ის, მოგვიანებით, მაისში იგეგმება. დასავლეთის ექსპერტების მოსაზრებით, მათ შორის ჰერიტიჯის ფონდის ეროვნული თავდაცვის ცენტრის დირექტორის ტომას სპორის თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია ავღანეთში საერთაშორისო ძალების კონტინგენტს გაზრდის.

ლალი პაპასკირი

Ambebi.ge

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე