ექსტრემალური ფოტოები, რომელმაც ინტერნეტში "დიდი აურზაური" გამოიწვია - რა მოხდა რეალურად ბორჯომ-ხარაგაულის პარკში

ექსტრემალური ფოტოები, რომელმაც ინტერნეტში "დიდი აურზაური" გამოიწვია - რა მოხდა რეალურად ბორჯომ-ხარაგაულის პარკში

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში გადაღებულმა ამ ფოტოებმა და ვიდეოებმა ინტერნეტმომხმარებლებში "დიდი აურზაური" გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ "ჯიპის" მარკის ავტომობილი ადიდებულ მდინარე ბჟოლისხევას გადაკვეთას ცდილობს. 

Ambebi.ge ფოტოებისა და ვიდეოების ავტორს შოთა გოლუბიანს დაუკავშირდა, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ბუნებრივი რესურსების მართვის უფროსი სპეციალისტია და ანდრეა პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესთან დაკავშირებულ პილიგრიმულ ტურში მონაწილეობდა.  

"უკვე 15 წელია შოთა ხარატიშვილის ინიციატივით, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, 2439 მეტრზე მდებარე მთა "რკინის ჯვარზე" ტარდება პილიგრიმული ტური. გადმოცემის თანახმად, ეს ის ერთ-ერთი მთაა, რომელიც ანდრეა პირველწოდებულმა მისი საქართველოში შემოსვლის დროს გადმოიარა და  ჯვარი აღმართა.

ნახეთ ვიდეომასალა

"რაც შეეხება უშუალოდ მდინარის გადალახვას, ტურის მონაწილეებს ამ 13 ლოკაციაზე უწევთ მდინარეზე გადასვლა. ფოტო-ვიდეო, რომელიც გავავრცელე პირველი ლოკაციის გადალახვის დროსაა გადაღებული. ორი წელია ამ ტურში მონაწილეობას ღებულობენ ქუთაისის "ოფროუდის" წევრებიც. ერთ-ერთ ფოტოზე, რომელსაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება მოჰყვა, აღბეჭდილია შემთხვევა, როცა მანქანა თავისით ვერ გავიდა მდინარეზე და მანქანის მფლობელი ცდილობს ბაგირის ჩაბმას, რათა მდინარის ნაპირზე მყოფი ავტომობილის დახმარებით გაიყვანოს საკუთარი მანქანა წყლიდან.

პირველი შემთხვევის დროს ბაგირი გაწყდა და ხელმეორედ მოუხდა ჩაბმა. საბოლოოდ, ყველაფერი კარგად დამთავრდა და ყველა მანქანამ გაიარა ეს მონაკვეთი.

ტურში მონაწილეების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. წელს ტურში 500 კაცამდე მონაწილეობდა როგორც დედაქალაქიდან, ასევე - საქართველოს რეგიონებიდან" - განაცხადა შოთა გოლუბიანმა.

ნინო ხოზრევანიძე

Ambebi.ge

LIVE: "საღამოს ნიუსრუმი" "პალიტრანიუსის" ეთერში

გრიპის მომატებული შემთხვევები - რა ტიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია იანვრის მეორე კვირის მონაცემები

რას ნიშნავს მეორედ მოსვლა და რატომ საუბრობენ სასულიერო პირები მის მოახლოებაზე - "90-იან წლებში, კონკრეტული პიროვნებაც დაასახელეს ანტიქრისტედ..."