13 მაისს, 20 საათზე "თბილისის ივენთ ჰოლში" საქველმოქმედო ფონდის "ცხოვრება მშვენიერია"ორგანიზებით, მუსიკოს თამარ ბაბილუას დასახმარებლად კონცერტი გაიმართება.
კონცერტში მონაწილეობას საქართველოში მოღვაწე თითქმის ყველა Cover Band მიიღებს. ღონისძიებას წაიყვანენ მსახიობები ნანკა კალატოზიშვილი და ზუზუ ბეჟაშვილი. მონაწილეობენ:
NIUTONE, GOOFY LAND, BAND E ROLL, MIX2RA, THE WINDOW, NEW ONE , 1/4 "რეზო და ბავშვები"
მომღერლები: ოთო ნემსაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ქეთი ორჯონიკიძე, სოფო ტოროშელიძე, ნიკა ლაზარიაშვილი, მაიკო კაჭკაჭიიშვილი, DJ გიგა პაპასკირი და ელენე მიქიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თამარ ბაბილუა, იგივე ბაბი, საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბენდის "ნიუტონის" წევრია, 2 წელია სიმსივნე აღმოაჩნდა, მაგრამ შემოქმედებითი პაუზა არ გაუკეთებია, მეტიც პირველი ოპერაციის შემდეგ მან დაამყარა საქართველოს რეკორდი – 25 საათის განმავლობაში შეუსვენებლად დაუკრა ფორტეპიანოზე.
ამ წლის დასაწყისში ბაბის ისევ დასჭირდა დამატებითი ქირურგიული ჩარევა, ქიმიო თერაპიის კურსი და საჭიროებს ხანგრძლივ მკურნალობას, რომელიც მოითხოვს დამატებით თანხებს.
ბილეთის ფასი მხოლოდ 15 ლარია. შეძენა შესაძლებელია ამ მისამართზე: https://tkt.ge/ka/event/babistvis-71979 და ივენთ ჰოლში კონცერტის დღეს. რამდენიმე დღის განმავლობაში კონცერტის ბილეთებს დედა თინათინი, კონცერტის წამყვანები და ბერი ანდრიას ფონდის ბავშვები თბილისი მოლში ყიდდნენ. კონცერტის ორგანიზებაში ფონდის მხარდამჭერია თბილისის მერია.