საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალი "სახის" კონცერტის წინ - რატომ თქვა უარი ოქიტაშვილმა ჯგუფის ვარსკვლავის გახსნაზე და რატომ არ გამოვა სცენაზე გოგა ხაჩიძე
სკანდალი "სახის" კონცერტის წინ - რატომ თქვა უარი ოქიტაშვილმა ჯგუფის ვარსკვლავის გახსნაზე და რატომ არ გამოვა სცენაზე გოგა ხაჩიძე

14 მა­ისს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თუ­ლი ჯგუ­ფის "სა­ხეს" კონ­ცერ­ტი გა­ი­მარ­თე­ბა. "სახე" 20 წლის წინ შე­იქ­მნა და 3 წე­ლი­წად­ში და­ი­შა­ლა. თუმ­ცა დათო ფორჩხი­ძის მიერ შექ­მნი­ლი სიმ­ღე­რე­ბი აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბას დღემ­დე არ კარ­გავს, არც მსმე­ნელ­ში და არ მუ­სი­კო­სებ­ში, რომ­ლებ­მაც ამ წლე­ბის მან­ძილ­ზე "სა­ხეს" სიმ­ღე­რე­ბის უამ­რა­ვი თა­ვი­სე­ბუ­რი ვერ­სია შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს.

ჯგუ­ფის 20 წლის იუ­ბი­ლე­ზე ფი­ლარ­მო­ნი­ის წინ "სა­ხეს" ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა იყო და­გეგ­მი­ლი, თუმ­ცა შე­საძ­ლოა გეგ­მა ვერ გან­ხორ­ცი­ელ­დეს.

კი­დევ ერთი სკან­და­ლი, რო­მე­ლიც ამ კონ­ცერტს უკავ­შირ­დე­ბა, გოგა ხა­ჩი­ძეა. სიმ­ღე­რი­დან მცხე­თის გუ­ბერ­ნი­ა­ში, შემ­დეგ - "გირ­ჩებ­ში" და ბო­ლოს სახ­ლში წა­სულ­მა ხა­ჩი­ძემ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი თქვა. რა­ტომ თქვა უარი ხა­ჩი­ძემ კონ­ცერ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე და რა პრობ­ლე­მა შე­იქ­მნა ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით, Ambebi.ge დათო ფორჩხი­ძეს ესა­უბ­რა.

- 14 მა­ისს ჩვენს მსმე­ნელს ძა­ლი­ან მა­გარ კონ­ცერტს ვპირ­დე­ბით. და­გეგ­მი­ლი იყო ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა, რო­მე­ლიც სა­ერ­თოდ არ იყო ჩემი იდეა, რად­გან ჩემი ვარ­სკვლა­ვი ხალ­ხის აღი­ა­რე­ბაა. ამ ვარ­სკვლავ­თან და­კავ­ში­რე­ბით ატყდა აჟი­ო­ტა­ჟი, თურ­მე უკა­ნო­ნო იქ­ნე­ბა ამ ვარ­სკვლავს დათო ოქი­ტაშ­ვი­ლის გა­რე­შე თუ გავ­ხსნით. ვერ ვხვდე­ბი რა კა­ნო­ნი­ე­რე­ბა­ზე სა­უბ­რო­ბენ? მე მაქვს სიმ­ღე­რე­ბი, რო­მელ­მაც წლებს გა­უძ­ლო და ხალ­ხი მღე­რის.

- დათო ოქი­ტაშ­ვი­ლია თქვე­ნი ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის წი­ნა­აღ­მდე­გი?

- როცა და­ვი­წყეთ კონ­ცერ­ტის­თვის მზა­დე­ბა, მერე გაჩ­ნდა ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის იდეა. დათო ხუ­ჯა­ძემ მი­თხრა დათო ოქი­ტაშ­ვილ­თან მი­ვი­დე­თო... თა­ვი­დან თა­ნახ­მა იყო, მერე უკ­მა­ყო­ფი­ლო მი­თი­უ­რი აპო­ლო­ნე­ბი გა­მოჩ­ნდნენ და ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე უარი გვი­თხრა. ფი­ლარ­მო­ნია კერ­ძო სა­კუთ­რე­ბაა და მათ გვი­თხრეს კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­ში­რის სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფის მიერ, მიგ­ვე­ტა­ნა თან­ხმო­ბის წე­რი­ლი და ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნე­ბო­და. მი­ვი­ტა­ნეთ ეს წე­რი­ლი და ამის მერე და­ი­წყო გან­ხილ­ვა, თურ­მე ჩვენ პა­ტენ­ტი ვარ­სკვლა­ვი გვექ­ნე­ბა. ახლა ამ­ბო­ბენ, ორ­შა­ბათს საკ­რე­ბუ­ლო­ში საბ­ჭო შე­იკ­რი­ბე­ბა და გა­და­წყდე­ბა გა­იხ­სნე­ბა თუ არა ვარ­სკვლა­ვი. ხმა­მაღ­ლა ვამ­ბობ, არ მჭირ­დე­ბა ეს ვარ­სკვლა­ვი. "სა­ხის" მუ­სი­კა არის და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს თა­ნა­მედ­რო­ვე მუ­სი­კა, ხალ­ხის გუ­ლი­დან ვერ­ცერთ სიმ­ღე­რას ვერ წაშ­ლი, ჩვენ შეგ­ვიძ­ლია 2500 კაცი ვამ­ღე­როთ და რაში მჭირ­დე­ბა ვარ­სკვლა­ვი და ლი­თო­ნის სიმ­ბო­ლი­კა? არ მჭირ­დე­ბა.

- აქამ­დე რა­ტომ არ შე­იკ­რი­ბა ჯგუ­ფი "სახე"?

- ბოლო სამი წლის მან­ძილ­ზე მე და და­თომ რამ­დე­ნი­მე კორ­პო­რა­ტი­უ­ლი კონ­ცერ­ტი ჩა­ვა­ტა­რეთ. უამ­რა­ვი ხალ­ხი ეს­წრე­ბო­და, მაგ­რამ ეს არ გაგ­ვი­შუ­ქე­ბია.

- რა­ტომ არ შე­მო­გი­ერ­თდათ გოგა ხა­ჩი­ძე, ნა­წყე­ნი ხართ მას­ზე?

- გოგა ჩემი ახლო მე­გო­ბა­რია, ძმა­კა­ცია, შვი­ლის ნათ­ლია, ეს მისი არ­ჩე­ვა­ნია. ბოლო წუ­თამ­დე ვეხ­ვე­წე­ბო­დი, ვე­მუ­და­რე­ბო­დი, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღო კონ­ცერ­ტზე, მაგ­რამ ვერ და­ვი­თან­ხმე. შე­საძ­ლოა რა­ღაც მო­მენ­ტში ვე­ღარ დად­გა სცე­ნა­ზე. მე მეს­მის მისი. მთე­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა ჩემს სიმ­ღე­რებს მღე­რის და მე რა­ტომ არ მაქვს ამის უფ­ლე­ბა. თუ მო­უნ­დე­ბო­და სიმ­ღე­რა გა­მო­ვი­დო­და.

- ვინ იმ­ღე­რებს კონ­ცერ­ტზე სა­ხის გარ­და?

- "პო­ეთ­რი ენდ მო­უ­შე­ნი" ჩა­მო­დის სა­ქარ­თვე­ლო­ში, მათ­თან ერ­თად ვიმ­ღე­რებთ 20 წლის წინ შექ­მნილ სიმ­ღე­რას "წვი­მად გა­და­ვი­ქე­ცი"... კონ­ცერ­ტზე ასე­ვე იმ­ღე­რე­ბენ: ქუ­ჩის ბი­ჭე­ბი, თიკა ჯამ­ბუ­რია, სტე­ფა­ნე და გუფი ლენ­დი. კარ­გი მო­გო­ნე­ბე­ბით აღ­სავ­სე კონ­ცერ­ტი იქ­ნე­ბა. უბ­რა­ლოდ და­სა­ნა­ნია, ამას სკან­და­ლე­ბი რომ მოჰ­ყვა. ვი­საც ეს სიმ­ღე­რა უყ­ვარს, ვარ­სკვლა­ვის გახ­სნა­ზე უა­რის თქმით ეუბ­ნე­ბი­ან, რომ გო­ი­მე­ბი არი­ან. მე ჩემი ან­გა­რი­ში მაქვს გას­წო­რე­ბუ­ლი ხალ­ხთან, ისი­ნი ტაშს მიკ­რა­ვენ და ან­გრე­ვენ სტე­რე­ო­ტიპს, თით­ქოს ხალ­ხს მხო­ლოდ სი­ცო­ცხლე­ში აფა­სე­ბენ სა­ქარ­თვე­ლო­ში.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

სკანდალი "სახის" კონცერტის წინ - რატომ თქვა უარი ოქიტაშვილმა ჯგუფის ვარსკვლავის გახსნაზე და რატომ არ გამოვა სცენაზე გოგა ხაჩიძე

სკანდალი "სახის" კონცერტის წინ - რატომ თქვა უარი ოქიტაშვილმა ჯგუფის ვარსკვლავის გახსნაზე და რატომ არ გამოვა სცენაზე გოგა ხაჩიძე

14 მაისს ფილარმონიაში ლეგენდარული ქართული ჯგუფის "სახეს" კონცერტი გაიმართება. "სახე" 20 წლის წინ შეიქმნა და 3 წელიწადში დაიშალა. თუმცა დათო ფორჩხიძის მიერ შექმნილი სიმღერები აქტუალურობას დღემდე არ კარგავს, არც მსმენელში და არ მუსიკოსებში, რომლებმაც ამ წლების მანძილზე "სახეს" სიმღერების უამრავი თავისებური ვერსია შემოგვთავაზეს.

ჯგუფის 20 წლის იუბილეზე ფილარმონიის წინ "სახეს" ვარსკვლავის გახსნა იყო დაგეგმილი, თუმცა შესაძლოა გეგმა ვერ განხორციელდეს.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ამ კონცერტს უკავშირდება, გოგა ხაჩიძეა. სიმღერიდან მცხეთის გუბერნიაში, შემდეგ - "გირჩებში" და ბოლოს სახლში წასულმა ხაჩიძემ კონცერტში მონაწილეობაზე უარი თქვა. რატომ თქვა უარი ხაჩიძემ კონცერტში მონაწილეობაზე და რა პრობლემა შეიქმნა ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით, Ambebi.ge დათო ფორჩხიძეს ესაუბრა.

- 14 მაისს ჩვენს მსმენელს ძალიან მაგარ კონცერტს ვპირდებით. დაგეგმილი იყო ვარსკვლავის გახსნა, რომელიც საერთოდ არ იყო ჩემი იდეა, რადგან ჩემი ვარსკვლავი ხალხის აღიარებაა. ამ ვარსკვლავთან დაკავშირებით ატყდა აჟიოტაჟი, თურმე უკანონო იქნება ამ ვარსკვლავს დათო ოქიტაშვილის გარეშე თუ გავხსნით. ვერ ვხვდები რა კანონიერებაზე საუბრობენ? მე მაქვს სიმღერები, რომელმაც წლებს გაუძლო და ხალხი მღერის.

- დათო ოქიტაშვილია თქვენი ვარსკვლავის გახსნის წინააღმდეგი?

- როცა დავიწყეთ კონცერტისთვის მზადება, მერე გაჩნდა ვარსკვლავის გახსნის იდეა. დათო ხუჯაძემ მითხრა დათო ოქიტაშვილთან მივიდეთო... თავიდან თანახმა იყო, მერე უკმაყოფილო მითიური აპოლონები გამოჩნდნენ და ვარსკვლავის გახსნაზე უარი გვითხრა. ფილარმონია კერძო საკუთრებაა და მათ გვითხრეს კომპოზიტორთა კავშირის საინიციატივო ჯგუფის მიერ, მიგვეტანა თანხმობის წერილი და ვარსკვლავი გაიხსნებოდა. მივიტანეთ ეს წერილი და ამის მერე დაიწყო განხილვა, თურმე ჩვენ პატენტი ვარსკვლავი გვექნება. ახლა ამბობენ, ორშაბათს საკრებულოში საბჭო შეიკრიბება და გადაწყდება გაიხსნება თუ არა ვარსკვლავი. ხმამაღლა ვამბობ, არ მჭირდება ეს ვარსკვლავი. "სახის" მუსიკა არის დამოუკიდებელი საქართველოს თანამედროვე მუსიკა, ხალხის გულიდან ვერცერთ სიმღერას ვერ წაშლი, ჩვენ შეგვიძლია 2500 კაცი ვამღეროთ და რაში მჭირდება ვარსკვლავი და ლითონის სიმბოლიკა? არ მჭირდება.

- აქამდე რატომ არ შეიკრიბა ჯგუფი "სახე"?

- ბოლო სამი წლის მანძილზე მე და დათომ რამდენიმე კორპორატიული კონცერტი ჩავატარეთ. უამრავი ხალხი ესწრებოდა, მაგრამ ეს არ გაგვიშუქებია.

- რატომ არ შემოგიერთდათ გოგა ხაჩიძე, ნაწყენი ხართ მასზე?

- გოგა ჩემი ახლო მეგობარია, ძმაკაცია, შვილის ნათლია, ეს მისი არჩევანია. ბოლო წუთამდე ვეხვეწებოდი, ვემუდარებოდი, მონაწილეობა მიეღო კონცერტზე, მაგრამ ვერ დავითანხმე. შესაძლოა რაღაც მომენტში ვეღარ დადგა სცენაზე. მე მესმის მისი. მთელი ახალგაზრდობა ჩემს სიმღერებს მღერის და მე რატომ არ მაქვს ამის უფლება. თუ მოუნდებოდა სიმღერა გამოვიდოდა.

- ვინ იმღერებს კონცერტზე სახის გარდა?

- "პოეთრი ენდ მოუშენი" ჩამოდის საქართველოში, მათთან ერთად ვიმღერებთ 20 წლის წინ შექმნილ სიმღერას "წვიმად გადავიქეცი"... კონცერტზე ასევე იმღერებენ: ქუჩის ბიჭები, თიკა ჯამბურია, სტეფანე და გუფი ლენდი. კარგი მოგონებებით აღსავსე კონცერტი იქნება. უბრალოდ დასანანია, ამას სკანდალები რომ მოჰყვა. ვისაც ეს სიმღერა უყვარს, ვარსკვლავის გახსნაზე უარის თქმით ეუბნებიან, რომ გოიმები არიან. მე ჩემი ანგარიში მაქვს გასწორებული ხალხთან, ისინი ტაშს მიკრავენ და ანგრევენ სტერეოტიპს, თითქოს ხალხს მხოლოდ სიცოცხლეში აფასებენ საქართველოში.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

"ფეხზე კიდიათ ჩვენი სფერო! მართლა მშივრები ხომ არ დავიხოცებით?“ - ახალ წელს დაწესებული შეზღუდვების გამო მომღერლები მთავრობას აკრიტიკებენ

"პარიზში ჰკითხეს თურმე, - თბილისიდან ბრძანდებითო? ფრანგულად უპასუხა: - ო, არა, მადამ, ქალაქ ბანძიდან ვარო" - როგორ შეიქმნა ცინუკი დადიანის "მაგნოლია" და "თეთრი ვარდები“

ვარსკვლავების იახტები, თვითმფრინავები და გადაადგილებაში დახარჯული მილიარდები - რა ღირს კომფორტი ჰოლივუდში