მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა" - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY
"საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა" - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY

"X ფაქ­ტო­რის" კონ­კურ­სან­ტმა მე­რაბ ამ­ზო­ევ­მა და მის­მა მე­უღ­ლემ სა­ზო­გა­დო­ე­ბი­სა და პრე­სის ყუ­რა­დღე­ბა გა­მო­ჩე­ნის პირ­ვე­ლი დღი­დან მი­ი­პყრეს.

წყვი­ლის შე­სა­ხებ არა­ერ­თი ჭორ-მარ­თა­ლი გავ­რცელ­და, რო­მელ­საც ამ­ზო­ე­ვის მე­უღ­ლე, სოფო ქავ­თა­რა­ძე Ambebi.ge-თან პა­სუ­ხობს.

- სოფო, რო­დის და­ი­წყო თქვე­ნი და მე­რა­ბის ურ­თი­ერ­თო­ბა?

- მე­რა­ბი კო­ლე­ჯში გა­ვი­ცა­ნი. ჩემი ყუ­რა­დღე­ბა იმით მი­იქ­ცია, რომ თა­ვი­დან თით­ქოს არ მაქ­ცევ­და ყუ­რა­დღე­ბას, მაგ­რამ მალე მო­ვი­და და მი­თხრა, რომ მოვ­წონ­დი. შემ­დეგ დე­დამ სა­ბერ­ძნეთ­ში, კვიპ­როს­ში წა­მიყ­ვა­ნა, მე­რაბ­მა თა­ვი­სი ფე­ხით გა­მა­ცი­ლა აე­რო­პორ­ტში, ორი­ვეს გვე­გო­ნა მალე დავ­ბრუნ­დე­ბო­დი სა­ქარ­თვე­ლო­ში, მაგ­რამ ორი წელი ვე­ღარ დავ­ბრუნ­დი და დავ­შორ­დით. თა­ვი­დან ინ­ტერ­ნე­ტით გვქონ­და მი­მო­წე­რა, მაგ­რამ როცა გა­ი­გო დაბ­რუ­ნე­ბას აღარ ვა­პი­რებ­დი, გაბ­რაზ­და და დამ­შორ­და.

- რო­დის შე­რიგ­დით?

- კვიპ­როს­ში იქა­ურ ბიჭ­ზე და­ვი­ნიშ­ნე, ნიშ­ნო­ბის ფო­ტო­ე­ბი ფე­ის­ბუქ­ზე გა­მო­ვაქ­ვეყ­ნე, მე­რაბ­მა ეს რომ ნახა, ჩა­მო­ვი­და, შევ­რიგ­დით და დავ­ქორ­წინ­დით.

იხი­ლეთ წყვი­ლის ვი­დე­ო­გა­ლე­რეა

- საქმროს რა უთხა­რით?

- საქმროს ბე­ჭე­დი და­ვუბ­რუ­ნე და ვუ­თხა­რი, მე­რა­ბი მიყ­ვარს და უნდა დავ­შორ­დეთ-მეთ­ქი. ის ძა­ლი­ან მძი­მედ შეხ­ვდა ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, მაგ­რამ მას­ზე გა­თხო­ვე­ბა ნამ­დვი­ლად არ მინ­დო­და.

- რო­გორც ვიცი მშობ­ლე­ბი თქვე­ნი და­ო­ჯა­ხე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გე­ბი იყ­ვნენ...

- კი, არც ჩემს მშობ­ლებს უნ­დო­დათ იე­ზი­დი სიძე და არც მე­რა­ბის მშობ­ლებს - ქარ­თვე­ლი რძა­ლი. როცა ნიშ­ნო­ბა ჩავ­შა­ლე და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­რაბ­თან ერ­თად წა­მო­ვე­დი, დედა ძა­ლი­ან გა­მიბ­რაზ­და, არ მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, თუმ­ცა ჩვენ მა­ინც ვი­ქორ­წი­ნეთ და მშობ­ლე­ბიც შეგ­ვი­რიგ­დნენ.

- სარ­წმუ­ნო­ე­ბა შე­იც­ვა­ლეთ?

- არა, რას ამ­ბობთ. მე­რა­ბიც ქრის­ტი­ა­ნია და მეც, ეკ­ლე­სი­ა­შიც დავ­დი­ვართ.

- რო­გორც ვიცი მო­დე­ლი ხართ და "მის სა­ქარ­თვე­ლო­ზეც" მი­ი­ღეთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა არ გა­გი­მარ­თლათ, რა­ტომ?

- "მის სა­ქარ­თვე­ლო­ში" 2010 წელს მი­ვი­ღე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, თუმ­ცა ეს კონ­კურ­სი ჩემ­თვის წა­რუ­მა­ტე­ბე­ლი აღ­მოჩ­ნდა. ამის მი­ზე­ზი ის გახ­ლდათ, რომ იმ წელს ძა­ლი­ან მი­ფუ­ჩე­ჩე­ბუ­ლად იყო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სი.

- მე­რა­ბის სცე­ნა­ზე გა­მო­ჩე­ნამ, სოფო ნი­ჟა­რა­ძე აღაფრ­თო­ვა­ნა, ხომ არ ეჭ­ვი­ა­ნობთ სო­ფო­ზე?

- სოფო ლა­მა­ზი ქა­ლია და ვფიქ­რობ მე­რაბ­საც მო­ე­წო­ნე­ბო­და. მე­სი­ა­მოვ­ნა ჩემი ქმა­რი რომ მო­ე­წო­ნა. თავი რომ და­არ­ტყა მე­რაბ­მა რე­პე­ტი­ცი­ა­ზე, სო­ფომ წა­იყ­ვა­ნა სა­ა­ვად­მყო­ფო­ში. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი გო­გოა სოფო და მას­ზე ნამ­დვი­ლად არ ვეჭ­ვი­ა­ნობ.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

Ambebi.ge

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი

"საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა" - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY

"საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, რომ მერაბი მიყვარდა" - სოფიო ქავთარაძისა და მერაბ ამზოევის ექსტრემალური LOVE STORY

"X ფაქტორის" კონკურსანტმა მერაბ ამზოევმა და მისმა მეუღლემ საზოგადოებისა და პრესის ყურადღება გამოჩენის პირველი დღიდან მიიპყრეს.

წყვილის შესახებ არაერთი ჭორ-მართალი გავრცელდა, რომელსაც ამზოევის მეუღლე, სოფო ქავთარაძე Ambebi.ge-თან პასუხობს.

- სოფო, როდის დაიწყო თქვენი და მერაბის ურთიერთობა?

- მერაბი კოლეჯში გავიცანი. ჩემი ყურადღება იმით მიიქცია, რომ თავიდან თითქოს არ მაქცევდა ყურადღებას, მაგრამ მალე მოვიდა და მითხრა, რომ მოვწონდი. შემდეგ დედამ საბერძნეთში, კვიპროსში წამიყვანა, მერაბმა თავისი ფეხით გამაცილა აეროპორტში, ორივეს გვეგონა მალე დავბრუნდებოდი საქართველოში, მაგრამ ორი წელი ვეღარ დავბრუნდი და დავშორდით. თავიდან ინტერნეტით გვქონდა მიმოწერა, მაგრამ როცა გაიგო დაბრუნებას აღარ ვაპირებდი, გაბრაზდა და დამშორდა.

- როდის შერიგდით?

- კვიპროსში იქაურ ბიჭზე დავინიშნე, ნიშნობის ფოტოები ფეისბუქზე გამოვაქვეყნე, მერაბმა ეს რომ ნახა, ჩამოვიდა, შევრიგდით და დავქორწინდით.

იხილეთ წყვილის ვიდეოგალერეა

- საქმროს რა უთხარით?

- საქმროს ბეჭედი დავუბრუნე და ვუთხარი, მერაბი მიყვარს და უნდა დავშორდეთ-მეთქი. ის ძალიან მძიმედ შეხვდა ჩემს გადაწყვეტილებას, მაგრამ მასზე გათხოვება ნამდვილად არ მინდოდა.

- როგორც ვიცი მშობლები თქვენი დაოჯახების წინააღმდეგები იყვნენ...

- კი, არც ჩემს მშობლებს უნდოდათ იეზიდი სიძე და არც მერაბის მშობლებს - ქართველი რძალი. როცა ნიშნობა ჩავშალე და საქართველოში მერაბთან ერთად წამოვედი, დედა ძალიან გამიბრაზდა, არ მელაპარაკებოდა, თუმცა ჩვენ მაინც ვიქორწინეთ და მშობლებიც შეგვირიგდნენ.

- სარწმუნოება შეიცვალეთ?

- არა, რას ამბობთ. მერაბიც ქრისტიანია და მეც, ეკლესიაშიც დავდივართ.

- როგორც ვიცი მოდელი ხართ და "მის საქართველოზეც" მიიღეთ მონაწილეობა, თუმცა არ გაგიმართლათ, რატომ?

- "მის საქართველოში" 2010 წელს მივიღე მონაწილეობა, თუმცა ეს კონკურსი ჩემთვის წარუმატებელი აღმოჩნდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ იმ წელს ძალიან მიფუჩეჩებულად იყო ორგანიზებული სილამაზის კონკურსი.

- მერაბის სცენაზე გამოჩენამ, სოფო ნიჟარაძე აღაფრთოვანა, ხომ არ ეჭვიანობთ სოფოზე?

- სოფო ლამაზი ქალია და ვფიქრობ მერაბსაც მოეწონებოდა. მესიამოვნა ჩემი ქმარი რომ მოეწონა. თავი რომ დაარტყა მერაბმა რეპეტიციაზე, სოფომ წაიყვანა საავადმყოფოში. ყურადღებიანი გოგოა სოფო და მასზე ნამდვილად არ ვეჭვიანობ.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება