მსოფლიო
სამართალი

2

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა გაიგო ხალხმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს - "ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს..."
რა გაიგო ხალხმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს - "ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს..."

ჩვენ, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ნი... - ამ სი­ტყვე­ბით იწყე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია. გა­სუ­ლი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­კონ­სტი­ტუ­ციო პრო­ექ­ტის ორ სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვას და­ვეს­წა­რი ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში. ზუგ­დი­დის ჭად­რა­კის სა­სახ­ლე­შიც და ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­აქ­ტო დარ­ბაზ­შიც, ჩემ­თვის პირ­ველ რიგ­ში თვალ­ში­სა­ცე­მი სტუ­დენ­ტე­ბის, ახალ­გაზ­რდე­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა იყო. რამ­დე­ნი­მე დამ­სწრე სტუ­დენ­ტმა დას­ვა კი­თხვა, მო­საზ­რე­ბაც და­ა­ფიქ­სი­რა, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად მა­ინც შუ­ახ­ნის ან მო­ხუ­ცი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ.

თით­ქმის 2-სა­ა­თი­ა­ნი შე­სა­ვა­ლი სი­ტყვის შემ­დეგ სი­ტყვა მო­ქა­ლა­ქე­ებს ეძ­ლე­ვათ. მათ­თვის რეგ­ლა­მენ­ტი ძი­რი­თა­დად 2-3 წუთს მო­ი­ცავს, რო­დე­საც პო­ლი­ტი­კოს­მა საპ­რე­ზენ­ტა­ციო ნა­წილ­ში შე­საძ­ლოა 20 წუთი ან მე­ტიც ისა­უბ­როს. სა­ყო­ველ­თაო-სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვებს ხალ­ხის აქ­ტი­უ­რო­ბა ნამ­დვი­ლად არ აკ­ლდა, იყო კრი­ტი­კუ­ლი კი­თხვე­ბიც, თუმ­ცა ძი­რი­თა­დად "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­სა" და პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ.

ბა­თუმ­ში ერთ-ერ­თმა მო­ქა­ლა­ქემ სა­კონ­სტი­ტუ­ციო გან­ხილ­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს უსაყ­ვე­დუ­რა, რომ მათ მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბა სა­თა­ნა­დოდ ვერ უზ­რუნ­ველ­ყვეს:

"გა­ზეთ­ში მა­ინც და­გე­ბეჭ­დათ რას გან­ვი­ხი­ლავთ, ყველ­გან კომ­პი­უ­ტე­რი და ინ­ტერ­ნე­ტი არ არის! ეს ყვე­ლა­ფე­რი "ცის­ფერ მთებს" ჰგავს, ვა­დას­ტუ­რებთ, ვე­თან­ხმე­ბით, მაგ­რამ არც კი წაგ­ვი­კი­თხავს. ვის­მენთ მხო­ლოდ თქვენს გა­მოს­ვლებს".

რაც შე­ე­ხე­ბა საყ­ვე­დურს გან­ხილ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" მი­სა­მარ­თით, მათ მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ხში­რად მი­უ­თი­თებ­დნენ 9-წლი­ან "ნა­ცი­ო­ნა­ლურ" წარ­სულ­ზე, და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­ზე მორ­გე­ბა­ში, გა­სუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბა­ში, ზოგ­მა ისიც კი თქვა - მად­ლო­ბა თქვით დარ­ბაზ­ში რომ სხედ­ხართ და არა ცი­ხე­შიო. იყო ძა­ლი­ან სა­ხა­ლი­სო მო­მენ­ტიც - "რე­ზო­ნან­სის" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი ლაშა ტუ­ღუ­ში, რო­მე­ლიც სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით კრი­ტი­კუ­ლი პო­ზი­ცი­ით გა­მო­ვი­და, შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებს "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ეგო­ნათ. და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი სი­ტუ­ა­ცია შე­იქ­მნა - "აი, ნა­ცი­ო­ნა­ლია?!".

"ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს­გან" გან­სხვა­ვე­ბით, "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სის" ლი­დერს ირმა ინაშ­ვილს ხალ­ხი სი­ტყვის დას­რუ­ლე­ბამ­დე უკ­რავ­და ტაშს. ფაქ­ტია, ინაშ­ვი­ლი­სა და თარ­ხან-მო­უ­რა­ვის პარ­ტი­ას რე­გი­ო­ნებ­ში ბლო­მად ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი, ამას ინაშ­ვი­ლის ქა­რიზ­მა­ტუ­ლი და ემო­ცი­უ­რი გა­მოს­ვლე­ბიც ემა­ტე­ბო­და, რო­მელ­საც პრე­ზი­დენ­ტიც კი აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი უყუ­რებ­და. გარ­და ამი­სა, ინაშ­ვი­ლი­სა და მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი ბევრ სა­კი­თხში ემ­თხვე­ვა ერ­თმა­ნეთს: მი­წე­ბის გა­ყიდ­ვის აკ­რძალ­ვა უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში იმის გან­სა­ზღვრა, რომ ქორ­წი­ნე­ბა არის ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცის ერ­თო­ბა (უფრო ზუს­ტად, ეს მმარ­თვე­ლი გუნ­დის ინი­ცი­ა­ტი­ვაა, რო­მელ­საც "პატ­რი­ოტ­თა ალი­ან­სი" მხარს უჭერს) და ა.შ.

შეკ­რე­ბილ მო­ქა­ლა­ქე­ებ­ში იყო ნა­ცი­ო­ნა­ლის­ტუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბიც - სა­ქარ­თვე­ლო ქარ­თვე­ლე­ბი­საა, ჩვენ ქვე­ყა­ნას მე­ზობ­ლე­ბი მი­წას არ­თმე­ვენ, რა­ტომ უნდა ვი­აზ­როვ­ნოთ ევ­რო­პუ­ლად ან რა­ტომ ვართ ევ­რო­პა, რო­დე­საც ჩვე­ნი ძი­რძვე­ლი ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბა კავ­კა­სი­აა და ა.შ. თუმ­ცა, მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­დან იყო პრო­და­სავ­ლუ­რი გა­მოს­ვლე­ბიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ბა­თუმ­სა და ზუგ­დიდ­ში მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი აქ­ტი­უ­რად სა­უბ­რობ­დნენ ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­ზე და ხში­რად მი­უ­თი­თე­ბენ, რომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ქვე­ყა­ნამ პირ­ველ რიგ­ში სა­ქარ­თვე­ლოს გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ზე იმ­სჯე­ლოს და აუ­ცი­ლე­ბე­ლია კონ­სტი­ტუ­ცი­ა­შიც გა­კეთ­დეს ჩა­ნა­წე­რი ამის შე­სა­ხებ. რამ­დე­ნი­მემ ისიც თქვა, რომ უმ­ჯო­ბე­სია ევ­რო­ატ­ლან­ტი­კუ­რი მის­წრა­ფე­ბე­ბის ნაც­ვლად, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის შე­სა­ხებ გა­კეთ­დეს აქ­ცენ­ტე­ბი.

იყო ასე­ვე კი­თხვე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა­ზე, კონ­სტი­ტუ­ცი­ის 94-ე მუხ­ლზე (ე.წ. თა­ვი­სუფ­ლე­ბის აქტი), ტე­რი­ტო­რი­ულ მო­წყო­ბა­ზე, მო­ნარ­ქი­ის აღ­დგე­ნა­ზე, თუმ­ცა ყვე­ლა­ზე მეტი დრო მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მხრი­და­ნაც, ისე­ვე რო­გორც გან­ხილ­ვებ­ში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან საპ­რე­ზი­დენ­ტო და სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, ე.წ. ბო­ნუ­სე­ბის სის­ტე­მას და ბლო­კე­ბის სა­კითხს ეთ­მო­ბო­და, ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი კი - გა­ნათ­ლე­ბას, სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებს, შრო­მის სა­კი­თხებს, ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებს და ა.შ.

გა­სა­გე­ბია, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი ნა­წი­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია და ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბაც უშუ­ა­ლოდ კავ­შირ­შია არ­ჩევ­ნებ­თან და არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბულ მთავ­რო­ბა­თან, თუმ­ცა ხალ­ხის მხრი­დან სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხებ­ზე აქ­ცენ­ტის ნაკ­ლე­ბო­ბა, რო­მე­ლიც პი­რა­დად ეხე­ბა მას, მა­ინც გა­საკ­ვი­რია. და ასე­თი კი­თხვე­ბი აჩენს სწო­რედ ეჭვს დარ­ბა­ზის შერ­ჩე­ვით და­კომ­პლექ­ტე­ბა­ზე...

უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, რა აინ­ტე­რე­სებს ხალ­ხს და რა სა­კი­თხებ­ზე ამახ­ვი­ლე­ბენ ყუ­რა­დღე­ბას გან­ხილ­ვე­ბის დროს - ამ შე­კი­თხვე­ბით რე­გი­ო­ნებ­ში რამ­დე­ნი­მე მო­ქა­ლა­ქეს მივ­მარ­თე.

ეთერ ჯორ­თმე­ნა­ძე 62 წლის, ბა­თუ­მი­დან:

"ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია სტა­ბი­ლუ­რო­ბა, ჩემი ხალ­ხი ცხოვ­რობ­დეს კარ­გად და არ­ცერ­თი გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი და უსახ­ლკა­რო არ ყავ­დეს ქვე­ყა­ნას. ამ კუ­თხით უნდა იმუ­შა­ვოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, და­ნარ­ჩე­ნი ჩემ­თვის არის წყლის ნაყ­ვა. ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ამის­კენ ფუნ­და­მენ­ტი ძა­ლი­ან მყა­რად ჩა­ყა­რა, კედ­ლებ­საც აა­შე­ნებს და ქვე­ყა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვა. პროგ­რა­მე­ბიც ვიცი რა­საც მთავ­რო­ბა ან­ხორ­ცი­ე­ლებს და 2 წლის შემ­დეგ მი­ნი­მუ­მამ­დე დავა გა­ჭირ­ვე­ბულ ხალ­ხთა რა­ო­დე­ნო­ბა"

ნო­დარ ცინ­ცა­ძე 52 წლის, ბა­თუ­მი­დან:

"ყვე­ლა­ზე ძი­რი­თა­დი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი არის სა­ქარ­თვე­ლოს ნე­იტ­რა­ლუ­რო­ბა. კონ­სტი­ტუ­ცია უნდა იყოს ქარ­თველ ერზე მორ­გე­ბუ­ლი და მას­ში არ უნდა იყოს გად­მო­წე­რი­ლი სხვა ქვეყ­ნებ­ში არ­სე­ბუ­ლი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი. შე­უძ­ლე­ბე­ლია, სვანს ყა­ბა­ლა­ხი თავ­ზე და­ა­ფა­რო და თქვა, რომ აჭა­რე­ლია, აჭა­რელს კი სვა­ნუ­რი ქუდი და­ა­ფა­რო და თქვა, რომ სვა­ნი­აო - აჭა­რე­ლი აჭა­რე­ლია, სვა­ნი სვა­ნია. მთე­ლი სა­ოც­რე­ბა კი ის არის, რომ არც კი წაგ­ვი­კი­თხავს რაზე სა­უბ­რო­ბენ. ჯერ წაგ­ვე­კი­თხა, გვე­ნა­ხა და მერე უნდა გვემ­სჯე­ლა".

ბექა ბე­რი­ძე 20 წლის, ბა­თუ­მი­დან:

"ეს იყო ინ­ფორ­მა­ცი­ის ნაკ­ლე­ბო­ბა, რის გა­მოც ახალ­გაზ­რდე­ბი არ არი­ან ბევ­რნი წარ­მოდ­გე­ნილ­ნი. მე "სა­ერ­თა­შო­რი­სო გამჭვირ­ვა­ლო­ბა-სა­ქარ­თვე­ლოს" გვერ­დზე ვნა­ხე ღო­ნის­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ, რომ ბა­თუ­მის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში იგეგ­მე­ბო­და კონ­სტი­ტუ­ცი­ის გან­ხილ­ვა. ახალ­გაზ­რდე­ბი უფრო მე­ტად უნდა იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლე­ბი, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცია არის ყვე­ლა­სი. ახალ­გაზ­რდებ­ზეა მო­მა­ვა­ლი, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრინ­ცი­პე­ბი დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი და ახალ­გაზ­რდე­ბის აზრს უნდა კი­თხუ­ლობ­დნენ... აუ­ცი­ლე­ბე­ლია იყოს გამჭვირ­ვა­ლო­ბა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, მიზ­ნე­ბი თუ რის­თვის ვიბ­რძვით, ხალ­ხის აზრი. ხალ­ხს კონ­სტი­ტუ­ცია უნდა ეს­მო­დეს კონ­სტი­ტუ­ცია რო­გორც ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წიგ­ნი და უნდა იყოს ად­ვი­ლი ენით და­წე­რი­ლი".

სოსო ლაგ­ვი­ლა­ვა 64 წლის, ზუგ­დი­დი:

"კონ­სტი­ტუ­ცია უნდა იყოს სრულ­ყო­ფი­ლი და არა ერთი კა­ცის ხუშ­ტურ­ზე მორ­გე­ბუ­ლი. წინა კონ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი სწო­რედ ასე­თი იყო, რომ ვის რო­დე­საც მო­უნ­დე­ბო­და, ისე ცვლიდ­ნენ. კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ბევ­რი ხა­ფან­გე­ბია, რო­მე­ლიც უნდა გა­კე­თილ­შო­ბილ­დეს. კონ­სტი­ტუ­ცი­ის ჭრა-კერ­ვა უნდა დას­რულ­დეს. ეს კონ­სტი­ტუ­ცია მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ გა­აძ­ლი­ე­რებს პარ­ლა­მენტს, იქ­ნე­ბა ზე­პარ­ტი­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი, უზ­რუნ­ველ­ყოფს მეტ დე­მოკ­რა­ტი­ას. ასე­ვე აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ჩა­ი­წე­როს, რომ ოჯა­ხი არის ქა­ლი­სა და კა­ცის ერ­თო­ბა".

კა­ხა­ბერ ფარ­ცვა­ნია 48 წლის, ზუგ­დი­დი:

"პირ­ველ რიგ­ში, პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლა არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მო­მენ­ტი. ქარ­თვე­ლე­ბი ხში­რად სუ­ბი­ექ­ტუ­რო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ვირ­ჩევთ მა­ჟო­რი­ტა­რებს. რაც შე­ე­ხე­ბა პრე­ზი­დენ­ტის არ­ჩევ­ნებს, არ უნდა იყოს პირ­და­პი­რი არ­ჩევ­ნე­ბი. მე მხარს ვუ­ჭერ და ვთლი, რომ არის საკ­მა­ოდ კარ­გი პრო­ექ­ტი. ეს კონ­სტი­ტუ­ცია ასე­ვე კარ­გად გან­სა­ზღვრავს ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს, ჩა­ნა­წერ­ში გაჩ­ნდა - ადა­მი­ა­ნის ღირ­სე­ბა. ამ კუ­თხი­თაც, საკ­მა­ოდ დიდი პროგ­რე­სია".

ლექ­სო ნა­ბახ­ტე­ვე­ლი

AMBEBI.GE

წა­ი­კი­თხეთ: ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში და­გეგ­მი­ლი სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­ხალ­ხო გან­ხილ­ვა ჩა­ი­შა­ლა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

რა გაიგო ხალხმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს - "ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს..."

რა გაიგო ხალხმა კონსტიტუციის საყოველთაო განხილვების დროს - "ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს..."

ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი... - ამ სიტყვებით იწყება საქართველოს კონსტიტუცია. გასული კვირის განმავლობაში საკონსტიტუციო პროექტის ორ საყოველთაო-სახალხო განხილვას დავესწარი ბათუმსა და ზუგდიდში. ზუგდიდის ჭადრაკის სასახლეშიც და ბათუმის უნივერსიტეტის სააქტო დარბაზშიც, ჩემთვის პირველ რიგში თვალშისაცემი სტუდენტების, ახალგაზრდების ნაკლებობა იყო. რამდენიმე დამსწრე სტუდენტმა დასვა კითხვა, მოსაზრებაც დააფიქსირა, თუმცა ძირითადად მაინც შუახნის ან მოხუცი მოქალაქეები აქტიურობდნენ.

თითქმის 2-საათიანი შესავალი სიტყვის შემდეგ სიტყვა მოქალაქეებს ეძლევათ. მათთვის რეგლამენტი ძირითადად 2-3 წუთს მოიცავს, როდესაც პოლიტიკოსმა საპრეზენტაციო ნაწილში შესაძლოა 20 წუთი ან მეტიც ისაუბროს. საყოველთაო-სახალხო განხილვებს ხალხის აქტიურობა ნამდვილად არ აკლდა, იყო კრიტიკული კითხვებიც, თუმცა ძირითადად "ევროპული საქართველოსა" და პრეზიდენტის მიმართ.

ბათუმში ერთ-ერთმა მოქალაქემ საკონსტიტუციო განხილვების ორგანიზატორებს უსაყვედურა, რომ მათ მოსახლეობის ინფორმირება სათანადოდ ვერ უზრუნველყვეს:

"გაზეთში მაინც დაგებეჭდათ რას განვიხილავთ, ყველგან კომპიუტერი და ინტერნეტი არ არის! ეს ყველაფერი "ცისფერ მთებს" ჰგავს, ვადასტურებთ, ვეთანხმებით, მაგრამ არც კი წაგვიკითხავს. ვისმენთ მხოლოდ თქვენს გამოსვლებს".

რაც შეეხება საყვედურს განხილვებში მონაწილე "ევროპული საქართველოს" მისამართით, მათ მოქალაქეები ხშირად მიუთითებდნენ 9-წლიან "ნაციონალურ" წარსულზე, დაადანაშაულეს კონსტიტუციის პრეზიდენტ სააკაშვილზე მორგებაში, გასული არჩევნების გაყალბებაში, ზოგმა ისიც კი თქვა - მადლობა თქვით დარბაზში რომ სხედხართ და არა ციხეშიო. იყო ძალიან სახალისო მომენტიც - "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კრიტიკული პოზიციით გამოვიდა, შეკრებილ მოქალაქეებს "ევროპული საქართველოს" წარმომადგენელი ეგონათ. დაახლოებით ასეთი სიტუაცია შეიქმნა - "აი, ნაციონალია?!".

"ევროპული საქართველოსგან" განსხვავებით, "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერს ირმა ინაშვილს ხალხი სიტყვის დასრულებამდე უკრავდა ტაშს. ფაქტია, ინაშვილისა და თარხან-მოურავის პარტიას რეგიონებში ბლომად ჰყავს მხარდამჭერები, ამას ინაშვილის ქარიზმატული და ემოციური გამოსვლებიც ემატებოდა, რომელსაც პრეზიდენტიც კი აღფრთოვანებული უყურებდა. გარდა ამისა, ინაშვილისა და მოქალაქეების ინტერესები ბევრ საკითხში ემთხვევა ერთმანეთს: მიწების გაყიდვის აკრძალვა უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე, კონსტიტუციაში იმის განსაზღვრა, რომ ქორწინება არის ქალისა და მამაკაცის ერთობა (უფრო ზუსტად, ეს მმართველი გუნდის ინიციატივაა, რომელსაც "პატრიოტთა ალიანსი" მხარს უჭერს) და ა.შ.

შეკრებილ მოქალაქეებში იყო ნაციონალისტური განცხადებებიც - საქართველო ქართველებისაა, ჩვენ ქვეყანას მეზობლები მიწას ართმევენ, რატომ უნდა ვიაზროვნოთ ევროპულად ან რატომ ვართ ევროპა, როდესაც ჩვენი ძირძველი ადგილმდებარეობა კავკასიაა და ა.შ. თუმცა, მოქალაქეების მხრიდან იყო პროდასავლური გამოსვლებიც.

აღსანიშნავია, რომ ბათუმსა და ზუგდიდში მოქალაქეები აქტიურად საუბრობდნენ ოკუპირებულ რეგიონებზე და ხშირად მიუთითებენ, რომ აუცილებელია ქვეყანამ პირველ რიგში საქართველოს გაერთიანებაზე იმსჯელოს და აუცილებელია კონსტიტუციაშიც გაკეთდეს ჩანაწერი ამის შესახებ. რამდენიმემ ისიც თქვა, რომ უმჯობესია ევროატლანტიკური მისწრაფებების ნაცვლად, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ გაკეთდეს აქცენტები.

იყო ასევე კითხვები და მოსაზრებები სამართლიანობის აღდგენაზე, კონსტიტუციის 94-ე მუხლზე (ე.წ. თავისუფლების აქტი), ტერიტორიულ მოწყობაზე, მონარქიის აღდგენაზე, თუმცა ყველაზე მეტი დრო მოქალაქეების მხრიდანაც, ისევე როგორც განხილვებში მონაწილე პოლიტიკოსების მხრიდან საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს, ე.წ. ბონუსების სისტემას და ბლოკების საკითხს ეთმობოდა, ყველაზე ნაკლები კი - განათლებას, სოციალურ საკითხებს, შრომის საკითხებს, ეკონომიკურ საკითხებს და ა.შ.

გასაგებია, რომ პოლიტიკური ნაწილი კონსტიტუციაში ძალიან მნიშვნელოვანია და ქვეყნის განვითარებაც უშუალოდ კავშირშია არჩევნებთან და არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობათან, თუმცა ხალხის მხრიდან სოციალურ საკითხებზე აქცენტის ნაკლებობა, რომელიც პირადად ეხება მას, მაინც გასაკვირია. და ასეთი კითხვები აჩენს სწორედ ეჭვს დარბაზის შერჩევით დაკომპლექტებაზე...

უფრო კონკრეტულად, რა აინტერესებს ხალხს და რა საკითხებზე ამახვილებენ ყურადღებას განხილვების დროს - ამ შეკითხვებით რეგიონებში რამდენიმე მოქალაქეს მივმართე.

ეთერ ჯორთმენაძე 62 წლის, ბათუმიდან:

"ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია სტაბილურობა, ჩემი ხალხი ცხოვრობდეს კარგად და არცერთი გაჭირვებული და უსახლკარო არ ყავდეს ქვეყანას. ამ კუთხით უნდა იმუშავოს ხელისუფლებამ, დანარჩენი ჩემთვის არის წყლის ნაყვა. ახალმა ხელისუფლებამ ამისკენ ფუნდამენტი ძალიან მყარად ჩაყარა, კედლებსაც ააშენებს და ქვეყანა ამ მდგომარეობიდან გამოვა. პროგრამებიც ვიცი რასაც მთავრობა ანხორციელებს და 2 წლის შემდეგ მინიმუმამდე დავა გაჭირვებულ ხალხთა რაოდენობა"

ნოდარ ცინცაძე 52 წლის, ბათუმიდან:

"ყველაზე ძირითადი და მნიშვნელოვანი საკითხი არის საქართველოს ნეიტრალურობა. კონსტიტუცია უნდა იყოს ქართველ ერზე მორგებული და მასში არ უნდა იყოს გადმოწერილი სხვა ქვეყნებში არსებული აპრობირებული მეთოდები. შეუძლებელია, სვანს ყაბალახი თავზე დააფარო და თქვა, რომ აჭარელია, აჭარელს კი სვანური ქუდი დააფარო და თქვა, რომ სვანიაო - აჭარელი აჭარელია, სვანი სვანია. მთელი საოცრება კი ის არის, რომ არც კი წაგვიკითხავს რაზე საუბრობენ. ჯერ წაგვეკითხა, გვენახა და მერე უნდა გვემსჯელა".

ბექა ბერიძე 20 წლის, ბათუმიდან:

"ეს იყო ინფორმაციის ნაკლებობა, რის გამოც ახალგაზრდები არ არიან ბევრნი წარმოდგენილნი. მე "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" გვერდზე ვნახე ღონისძიების შესახებ, რომ ბათუმის უნივერსიტეტში იგეგმებოდა კონსტიტუციის განხილვა. ახალგაზრდები უფრო მეტად უნდა იყვნენ ჩართულები, რადგან კონსტიტუცია არის ყველასი. ახალგაზრდებზეა მომავალი, დემოკრატიული პრინციპები დამკვიდრებული და ახალგაზრდების აზრს უნდა კითხულობდნენ... აუცილებელია იყოს გამჭვირვალობა, დემოკრატიულობა, მიზნები თუ რისთვის ვიბრძვით, ხალხის აზრი. ხალხს კონსტიტუცია უნდა ესმოდეს კონსტიტუცია როგორც ჩვეულებრივი წიგნი და უნდა იყოს ადვილი ენით დაწერილი".

სოსო ლაგვილავა 64 წლის, ზუგდიდი:

"კონსტიტუცია უნდა იყოს სრულყოფილი და არა ერთი კაცის ხუშტურზე მორგებული. წინა კონსტიტუციები სწორედ ასეთი იყო, რომ ვის როდესაც მოუნდებოდა, ისე ცვლიდნენ. კონსტიტუციაში ბევრი ხაფანგებია, რომელიც უნდა გაკეთილშობილდეს. კონსტიტუციის ჭრა-კერვა უნდა დასრულდეს. ეს კონსტიტუცია მნიშვნელოვანია, რომ გააძლიერებს პარლამენტს, იქნება ზეპარტიული პრეზიდენტი, უზრუნველყოფს მეტ დემოკრატიას. ასევე აუცილებლად უნდა ჩაიწეროს, რომ ოჯახი არის ქალისა და კაცის ერთობა".

კახაბერ ფარცვანია 48 წლის, ზუგდიდი:

"პირველ რიგში, პროპორციულ სისტემაზე გადასვლა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ქართველები ხშირად სუბიექტურობიდან გამომდინარე ვირჩევთ მაჟორიტარებს. რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევნებს, არ უნდა იყოს პირდაპირი არჩევნები. მე მხარს ვუჭერ და ვთლი, რომ არის საკმაოდ კარგი პროექტი. ეს კონსტიტუცია ასევე კარგად განსაზღვრავს ადამიანის უფლებებს, ჩანაწერში გაჩნდა - ადამიანის ღირსება. ამ კუთხითაც, საკმაოდ დიდი პროგრესია".

ლექსო ნაბახტეველი

AMBEBI.GE

წაიკითხეთ: ფილარმონიაში დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილებების სახალხო განხილვა ჩაიშალა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."