პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდება - მერია მშენებლობაზე უარის მიზეზს განმარტავს
ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდება - მერია მშენებლობაზე უარის მიზეზს განმარტავს

ქა­ლაქ ბა­თუ­მის მე­რია ბა­თუმ­ში, აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე უა­რის თქმის მი­ზეზს გან­მარ­ტავს. აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით მე­რია გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს, რო­მელ­საც უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"ქ. ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ას გან­ცხა­დე­ბით მო­მარ­თა ა(ა)იპ "ბა­თუმ­ში ახა­ლი მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის ფონდმა" ქ. ბა­თუმ­ში, გე­ნე­რალ ა. აბა­ში­ძის ქუ­ჩა­ზე სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის-მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის მიზ­ნით, მი­წის ნაკ­ვე­თის სამ­შე­ნებ­ლოდ გა­მო­ყე­ნე­ბის პი­რო­ბე­ბის დამ­ტკი­ცე­ბის თა­ო­ბა­ზე, რა­ზე­დაც ქ. ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ის მიერ უარი ეთ­ქვა.

სამ­შე­ნებ­ლო მი­წის ნაკ­ვე­თი წარ­მო­ად­გენს სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნას, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის 2014 წლის 15 იან­ვრის №59 დად­გე­ნი­ლე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, წარ­მო­ად­გენს მა­ღა­ლი ინ­ტენ­სი­ვო­ბის სა­ცხოვ­რე­ბელ ზო­ნას. აღ­ნიშ­ნულ ზო­ნა­ში გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის დო­მი­ნი­რე­ბულ სა­ხე­ო­ბას სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი წარ­მო­ად­გენს. ქ. ბა­თუ­მის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის მე­რი­ამ შე­ის­წავ­ლა განმცხა­დებ­ლის მიერ წარ­მოდ­გე­ნი­ლი დო­კუ­მენ­ტა­ცია. ასე­ვე, მოხ­და სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ის ად­გილ­ზე დათ­ვა­ლი­ე­რე­ბა და დად­გინ­და, რომ სამ­შე­ნებ­ლო ტე­რი­ტო­რი­ის გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლია სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბით (მათ შო­რის სჭარ­ბობს მრა­ვალ­ბი­ნი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბი). მყა­რად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბის კუ­თხით არ უნდა შე­იც­ვა­ლოს. ასე­ვე, მისი სა­მო­მავ­ლოდ გან­ვი­თა­რე­ბა უნდა გაგ­რძელ­დეს იმ ზო­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი დო­მი­ნი­რე­ბუ­ლი სა­ხე­ო­ბის - სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბე­ბის კუ­თხით. ამ გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნულ კვარ­ტალ­ში და­გეგ­მარ­და შე­სა­ბა­მი­სი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბიც.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, ის გა­რე­მო­ე­ბაც, რომ სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბა წარ­მო­ად­გენს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გილს. მო­თხოვ­ნი­ლი საპ­რო­ექ­ტო ობი­ექ­ტის გა­ბა­რი­ტე­ბის და მო­ცუ­ლო­ბის სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის მშე­ნებ­ლო­ბას ესა­ჭი­რო­ე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა - გა­და­ად­გი­ლე­ბის, ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის, პარ­კი­რე­ბის და სხვა თვალ­საზ­რი­სით, რა­საც სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის გან­თავ­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დარ­ჩე­ნი­ლი მი­წის ნაკ­ვე­თი სა­თა­ნა­დოდ ვერ უზ­რუნ­ველ­ყოფს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­ის მდგო­მა­რე­ო­ბით, სტრა­ტე­გი­უ­ლი და­გეგ­მა­რე­ბის თვალ­საზ­რი­სით, მიმ­დი­ნა­რე­ობს ქა­ლაქ ბა­თუ­მის ტე­რი­ტო­რი­ის მი­წათ­სარ­გებ­ლო­ბის გე­ნე­რა­ლუ­რი გეგ­მის გეგ­მა­რე­ბი­თი და­ვა­ლე­ბის შე­მუ­შა­ვე­ბის წი­ნა­საპ­რო­ექ­ტო კვლე­ვის მომ­ზა­დე­ბა. აღ­ნიშ­ნუ­ლი გეგ­მის ფარ­გლებ­ში ქა­ლა­ქის სხვა­დას­ხვა ზო­ნე­ბი­სათ­ვის შე­იძ­ლე­ბა დად­გინ­დეს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ან მკვეთ­რად გან­სა­ზღვრუ­ლი გა­ნა­შე­ნი­ა­ნე­ბა, ურ­ბა­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი და სხვა", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდება - მერია მშენებლობაზე უარის მიზეზს განმარტავს

ბათუმში ახალი მეჩეთი არ აშენდება - მერია მშენებლობაზე უარის მიზეზს განმარტავს

ქალაქ ბათუმის მერია ბათუმში, აბაშიძის ქუჩაზე მეჩეთის მშენებლობაზე უარის თქმის მიზეზს განმარტავს. აღნიშნულთან დაკავშირებით მერია განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მომართა ა(ა)იპ "ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა" ქ. ბათუმში, გენერალ ა. აბაშიძის ქუჩაზე საკულტო ნაგებობის-მეჩეთის მშენებლობის მიზნით, მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დამტკიცების თაობაზე, რაზედაც ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ უარი ეთქვა.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი წარმოადგენს საცხოვრებელ ზონას, რომელიც საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილების შესაბამისად, წარმოადგენს მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელ ზონას. აღნიშნულ ზონაში განაშენიანების დომინირებულ სახეობას საცხოვრებელი სახლები წარმოადგენს. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ შეისწავლა განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია. ასევე, მოხდა სამშენებლო ტერიტორიის ადგილზე დათვალიერება და დადგინდა, რომ სამშენებლო ტერიტორიის განაშენიანება ჩამოყალიბებულია საცხოვრებელი სახლებით (მათ შორის სჭარბობს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები). მყარად ჩამოყალიბებული განაშენიანება საცხოვრებელი სახლების მშენებლობის კუთხით არ უნდა შეიცვალოს. ასევე, მისი სამომავლოდ განვითარება უნდა გაგრძელდეს იმ ზონაში არსებული დომინირებული სახეობის - საცხოვრებელი სახლების მშენებლობების კუთხით. ამ განაშენიანების მიხედვით აღნიშნულ კვარტალში დაგეგმარდა შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტებიც.

აღსანიშნავია, ის გარემოებაც, რომ საკულტო ნაგებობა წარმოადგენს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილს. მოთხოვნილი საპროექტო ობიექტის გაბარიტების და მოცულობის საკულტო ნაგებობის მშენებლობას ესაჭიროება განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა - გადაადგილების, ავტოტრანსპორტის მოძრაობის, პარკირების და სხვა თვალსაზრისით, რასაც საკულტო ნაგებობის განთავსების შემთხვევაში დარჩენილი მიწის ნაკვეთი სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს. როგორც ცნობილია, დღეის მდგომარეობით, სტრატეგიული დაგეგმარების თვალსაზრისით, მიმდინარეობს ქალაქ ბათუმის ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის გეგმარებითი დავალების შემუშავების წინასაპროექტო კვლევის მომზადება. აღნიშნული გეგმის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა ზონებისათვის შეიძლება დადგინდეს განსხვავებული ან მკვეთრად განსაზღვრული განაშენიანება, ურბანული განვითარების მიმართულებები და სხვა", - ნათქვამია განცხადებაში.

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა