პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

7

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 20:04-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 02:05-ზე – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, ახალი სასწავლო ციკლების დასაყენებლად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოების დღე. კარგია პურის გამოცხობა. შეიტანეთ კორექტირება ბიზნესში და გააფართოვეთ გავლენის სფეროები. ხელი მოაწერე ხელშეკრულებებს. კარგია თანამშრომლების დაქირავება, საჯარო ღონისძიებების ჩატარება. მიიღეთ ახალი ინფორმაცია, გაიუმჯობესეთ განათლება. იმუშავეთ გუნდში და განიხილეთ აქტუალური საკითხები კოლეგების ან თანამოაზრეების გარემოცვაში. აქტიური ორგანოებია: თეძოები, ვენები, საჯდომის ნერვი. ფაფა, ბოსტნეული და ხილი შეუცვლელია.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს?!.
 ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს?!.

რუ­სუ­ლი მხა­რე კა­ტე­გო­რი­უ­ლად უარ­ყოფს ინ­ფორ­მა­ცი­ას იმის შე­სა­ხებ, თით­ქოს ISIS-ის მე­ომ­რებ­მა რუსი დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, პოლ­კოვ­ნი­კი, ჯა­შუ­შო­ბის­თვის მოკ­ლეს.

"ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ ვი­დე­ოს, რო­მელ­შიც ტე­რო­რის­ტმა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცერს, ჯა­შუ­შო­ბის გამო, ყელი გა­მოჭ­რა და რო­მე­ლიც Washington Post გა­ავ­რცე­ლა, რუ­სე­თის შე­სა­ბა­მის­მა სამ­სა­ხუ­რებ­მა სიც­რუე უწო­დეს.

ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სო­ცი­ა­ლურ მე­დი­ა­ში ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს ერთ-ერთ ან­გა­რიშ­ზე ად­რეც გა­მოქ­ვეყ­ნდა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ტე­რო­რის­ტებ­მა რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის ოფი­ცე­რი, კა­პი­ტა­ნი 36 წლის ევ­გე­ნი პეტ­რენ­კო 1 წლის წინ, სი­რი­ა­ში და­ა­ტყვე­ვეს. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში ის ამ­ბობ­და, რომ მოს­კო­ვის მე­ო­რე ოპე­რა­ტი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბის უშ­ტა­ტო თა­ნამ­შრო­მე­ლია და "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხურ­მა, მო­რი­გი და­ვა­ლე­ბის დროს აიყ­ვა­ნა. ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში რუსი ოფი­ცე­რი ვლა­დი­მერ პუ­ტინს, "ეფეს­ბე­სა" და რუს ხალ­ხს სთხოვ­და, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თონ მის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლე­ბად...

და­სავ­ლუ­რი მე­დია წერს, რომ პა­სუ­ხად, რუ­სე­თის "ფეს­ბემ" მისი და­კა­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცია დაბ­ლო­კა. შე­დე­გად კი, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" ეს ვი­დეო გა­ავ­რცე­ლა.

ვი­დე­ო­ში, ტე­რო­რის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ რუსი ოფი­ცე­რი ყა­ზა­ხეთ­სა და ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ის რე­გი­ონ­ში, რა­დი­კა­ლურ ის­ლა­მის­ტურ დაჯ­გუ­ფე­ბებ­ში ჯა­შუ­შად მუ­შა­ობ­და.

12-წუ­თი­ან ვი­დე­ო­ში რუსი ოფი­ცე­რი აღი­ა­რებს, რომ რუ­სე­თის დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხუ­რის და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და და მისი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი ომარ ალ-ში­შან­თან და მის გა­რე­მოც­ვას­თან და­ახ­ლო­ე­ბა იყო. ასე­ვე, ოფი­ცე­რი მო­უ­წო­დებს სამ­ხედ­რო­ებს უარი თქვან, ის­ლა­მუ­რი სა­ხალმწი­ფოს წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ზე. მას შავი მა­ი­სუ­რი აც­ვია, წარ­წე­რით, "კა­ფირ" ანუ არას­წო­რი...

ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, რო­დე­საც "ის­ლა­მურ­მა სა­ხელ­მწი­ფომ" რუსი აგენ­ტე­ბის სიკ­ვდი­ლით დას­ჯა­ზე ვი­დე­ორ­გო­ლი გა­ავ­რცე­ლა. 2015 წელს მსოფ­ლიო მო­იც­ვა დაჯ­გუ­ფე­ბა "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" "ბო­ე­ვი­კე­ბის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ­მა ვი­დე­ომ, სა­დაც ჩანს, თუ რო­გორ კლავს პა­ტა­რა ბიჭი რუს აგენ­ტებს...

"მივ­მარ­თავთ ყვე­ლას, ვი­საც თავ­ში აზ­რად მო­უ­ვი­და უთ­ვალ­თვა­ლოს მო­ჯა­ჰე­დებ­სა და მუს­ლი­მებს. ჩვენ არ და­ვინ­დობთ მათ", - აცხა­დებ­დნენ დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რე­ბი ვი­დე­ო­ში, რო­მელ­შიც ნაჩ­ვე­ნე­ბი ორი მა­მა­კა­ცი - ჯამ­ბუ­ლატ მა­მა­ე­ვი და სერ­გეი აში­მო­ვი იყო და რომ­ლე­ბიც აღი­ა­რე­ბენ, რომ რუ­სე­თის უშიშ­რო­ე­ბის ფე­დე­რა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არი­ან.

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ჯამ­ბუ­ლატ მა­მა­ე­ვი აცხა­დებ­და, რომ მას "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი წევ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ჰქონ­და და­ვა­ლე­ბუ­ლი. სერ­გეი აში­მო­ვი კი აღი­ა­რებს, რომ უნდა ეპოვ­ნა და მო­ეკ­ლა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ლი­დე­რი...

რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, უარ­ყო ინ­ფორ­მა­ცია, თით­ქოს ISIS-ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ნაჩ­ვე­ნე­ბი მა­მა­კა­ცი ეროვ­ნე­ბით რუსი, მით უფრო დაზ­ვერ­ვის პოლ­კოვ­ნი­კი იყო. "არა­სე­რი­ო­ზუ­ლია ასე­თი გან­ცხა­დე­ბე­ბი, თით­ქოს ეს რუსი პოლ­კოვ­ნი­კი, ევ­გე­ნი პეტ­რენ­კო იყო და იქ ჩვე­ნი და­ვა­ლე­ბით მოქ­მე­დებ­და", - გა­ნა­ცხა­და რუ­სე­თის ფე­რე­და­ცი­ის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნელ­მა, ვიქ­ტორ ოზე­როვ­მა, რომ­ლის თქმი­თაც, რუ­სე­თის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო, რა თქმა უნდა, რე­ა­გი­რე­ბის გა­რე­შე არ ტო­ვებს ნე­ბის­მი­ერ შე­ტყო­ბი­ნე­ბას, იმის მი­უ­ხე­და­ვად, ინ­ფორ­მა­ცია ნამ­დვი­ლია თუ არა, რად­გან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ საქ­მე ეხე­ბა რუს სამ­ხედ­რო­ებს. მი­სი­ვე თქმით, აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­მოწ­მდე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, ამის­თვის კი, სი­რი­ა­ში გან­ლა­გე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო ნა­წი­ლე­ბი შე­მოწ­მდე­ბა.

თა­ვის მხრივ, რუ­სუ­ლი პრე­სა წერს, რომ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჯი­უ­ტად ცდი­ლობს ყვე­ლაფ­რის და­მალ­ვას, - 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში, გავ­რცელ­და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქის მუ­ჰა­მედ ხა­სი­ე­ვის ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც მის სიკ­ვდი­ლამ­დე სა­უ­ბა­რი იყო ჩა­წე­რი­ლი, - ის ამ­ბობ­და, რომ რუ­სე­თის "ფეს­ბეს" მიერ იყო "და­ვერ­ბივ­კე­ბუ­ლი" და ISIS -ის რი­გებ­ში მებ­რძო­ლი მე­ომ­რე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის შეგ­რო­ვე­ბა ევა­ლე­ბო­და.

თუმ­ცა, არ­სე­ბობს სხვა ვერ­სი­ე­ბიც, რო­მელ­ზეც რუ­სუ­ლი პრე­სა სა­უბ­რობს, მათი მო­საზ­რე­ბით, საქ­მე სხვა რა­მე­შია. მა­გა­ლი­თად, - 23 წლის ევ­გე­ნი იუ­დი­ნი, რო­მე­ლიც ჩეჩ­ნე­თის ბავ­შვთა სახ­ლში გა­ი­ზარ­და, წარ­მო­შო­ბით ჩე­ლი­ა­ბინ­სკის ოლ­ქის სო­ფელ იუშ­კო­ვო­დან იყო... ბავ­შვთა სახ­ლი­დან ის ჩე­ჩენ­მა ქალ­მა იშ­ვი­ლა და აღ­ზარ­და. სი­რი­ა­ში წას­ვლის შემ­დეგ, ის ტე­რო­რის­ტთა რი­გებ­ში სხვა სა­ხე­ლი­თა და გვა­რით იბ­რძო­და. გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, მას თა­ნა­მებ­რძო­ლებ­თან უთან­ხმო­ე­ბა მო­უ­ვი­და, რის გა­მოც სიკ­ვდი­ლით და­სა­ჯეს და ის სა­ში­ნე­ლი კად­რე­ბი კა­მე­რით გა­და­ი­ღეს...

შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ ხა­სი­ე­ვის მკვლე­ლიც რუსი იყო, - სო­ცი­ა­ლი­ურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ებ­ში, მის­მა ახ­ლობ­ლებ­მა, ქა­ლაქ ნო­ი­აბრსკის 28 წლის მკვიდ­რი, ეროვ­ნე­ბით რუსი ანა­ტო­ლი ზემ­ლი­ან­კა ამო­იც­ნეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ფე­დე­რა­ლურ ძებ­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბო­და...

რუ­სუ­ლი მე­დი­ის თქმით, ჯერ კი­დევ 2015 წელს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი აცხა­დებ­და, რომ პოსტსაბ­ჭო­თა სივ­რცი­დან, ე.წ. ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში, 5-დან 7-მდე ათა­სი მო­ხა­ლი­სე იბ­რძო­და. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თის ფე­დე­რა­ლუ­რი უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როს­მა, ნი­კო­ლაი პატ­რუ­შევ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ "ის­ლა­მუ­რი სა­ხელ­მწი­ფოს" რი­გებ­ში, 1000-ზე მეტი, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე მო­ხა­ლი­სე იბ­რძო­და. შემ­დეგ, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა და­ა­სა­ხე­ლა "ეფეს­ბეს" ახ­ლან­დელ­მა უფ­როს­მა ალექ­სან­დრე ბორტნი­კოვ­მა და თქვა, რომ ისი­ნი 1700-ზე მეტ­ნი იყ­ვნენ... რუ­სე­თის მე­დი­ის მე­ო­რე ნა­წი­ლის მო­საზ­რე­ბით, პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად აქვს სა­ფუძ­ვე­ლი "ის­ლა­მურ სა­ხელ­მწი­ფო­ში" არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია ჰქონ­დეს.

ლალი პა­პას­კი­რიამ­ბე­ბი. გე
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს?!.

 ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს?!.

რუსული მხარე კატეგორიულად უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ISIS-ის მეომრებმა რუსი დაზვერვის ოფიცერი, პოლკოვნიკი, ჯაშუშობისთვის მოკლეს.

"ისლამური სახელმწიფოს" მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც ტერორისტმა რუსეთის დაზვერვის ოფიცერს, ჯაშუშობის გამო, ყელი გამოჭრა და რომელიც Washington Post გაავრცელა, რუსეთის შესაბამისმა სამსახურებმა სიცრუე უწოდეს.

ვიდეომასალა, სოციალურ მედიაში ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთ ანგარიშზე ადრეც გამოქვეყნდა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, კაპიტანი 36 წლის ევგენი პეტრენკო 1 წლის წინ, სირიაში დაატყვევეს. ვიდეომიმართვაში ის ამბობდა, რომ მოსკოვის მეორე ოპერატიული განყოფილების უშტატო თანამშრომელია და "ისლამური სახელმწიფოს" უშიშროების სამსახურმა, მორიგი დავალების დროს აიყვანა. ვიდეომიმართვაში რუსი ოფიცერი ვლადიმერ პუტინს, "ეფესბესა" და რუს ხალხს სთხოვდა, ყველაფერი გააკეთონ მის გასათავისუფლებად...

დასავლური მედია წერს, რომ პასუხად, რუსეთის "ფესბემ" მისი დაკავების ინფორმაცია დაბლოკა. შედეგად კი, რამდენიმე თვეში, "ისლამურმა სახელმწიფომ" ეს ვიდეო გაავრცელა.

ვიდეოში, ტერორისტები ამბობენ, რომ რუსი ოფიცერი ყაზახეთსა და ჩრდილოეთ კავკასიის რეგიონში, რადიკალურ ისლამისტურ დაჯგუფებებში ჯაშუშად მუშაობდა.

12-წუთიან ვიდეოში რუსი ოფიცერი აღიარებს, რომ რუსეთის დაზვერვის სამსახურის დავალებით მოქმედებდა და მისი მთავარი მიზანი ომარ ალ-შიშანთან და მის გარემოცვასთან დაახლოება იყო. ასევე, ოფიცერი მოუწოდებს სამხედროებს უარი თქვან, ისლამური სახალმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლაზე. მას შავი მაისური აცვია, წარწერით, "კაფირ" ანუ არასწორი...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც "ისლამურმა სახელმწიფომ" რუსი აგენტების სიკვდილით დასჯაზე ვიდეორგოლი გაავრცელა. 2015 წელს მსოფლიო მოიცვა დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" "ბოევიკების" მიერ გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც ჩანს, თუ როგორ კლავს პატარა ბიჭი რუს აგენტებს...

"მივმართავთ ყველას, ვისაც თავში აზრად მოუვიდა უთვალთვალოს მოჯაჰედებსა და მუსლიმებს. ჩვენ არ დავინდობთ მათ", - აცხადებდნენ დაჯგუფების წევრები ვიდეოში, რომელშიც  ნაჩვენები ორი მამაკაცი - ჯამბულატ მამაევი და სერგეი აშიმოვი იყო და რომლებიც აღიარებენ, რომ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლები არიან.

ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეოში ჯამბულატ მამაევი აცხადებდა, რომ მას  "ისლამური სახელმწიფოს" რუსულენოვანი წევრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ჰქონდა დავალებული. სერგეი აშიმოვი კი აღიარებს, რომ უნდა ეპოვნა და მოეკლა ორგანიზაციის ლიდერი...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, ჩვეულებისამებრ, უარყო ინფორმაცია, თითქოს ISIS-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ნაჩვენები მამაკაცი ეროვნებით რუსი, მით უფრო დაზვერვის პოლკოვნიკი იყო. "არასერიოზულია ასეთი განცხადებები, თითქოს ეს რუსი პოლკოვნიკი, ევგენი პეტრენკო იყო და იქ ჩვენი დავალებით მოქმედებდა", - განაცხადა რუსეთის ფერედაციის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის ხელმძღვანელმა, ვიქტორ ოზეროვმა, რომლის თქმითაც, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რა თქმა უნდა, რეაგირების გარეშე არ ტოვებს ნებისმიერ შეტყობინებას, იმის მიუხედავად, ინფორმაცია ნამდვილია თუ არა, რადგან მნიშვნელოვანია, რომ საქმე ეხება რუს სამხედროებს. მისივე თქმით, აუცილებლად გადამოწმდება ინფორმაცია, ამისთვის კი, სირიაში განლაგებული სამხედრო ნაწილები შემოწმდება.

თავის მხრივ, რუსული პრესა წერს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯიუტად ცდილობს ყველაფრის დამალვას, - 2015 წლის დეკემბერში, გავრცელდა რუსეთის მოქალაქის მუჰამედ ხასიევის ვიდეოჩანაწერი, სადაც მის სიკვდილამდე საუბარი იყო ჩაწერილი, - ის ამბობდა, რომ რუსეთის "ფესბეს" მიერ იყო "დავერბივკებული" და ISIS -ის რიგებში მებრძოლი მეომრების შესახებ ინფორმაციის შეგროვება ევალებოდა.

თუმცა, არსებობს სხვა ვერსიებიც, რომელზეც რუსული პრესა საუბრობს, მათი მოსაზრებით, საქმე სხვა რამეშია. მაგალითად, - 23 წლის ევგენი იუდინი, რომელიც ჩეჩნეთის ბავშვთა სახლში გაიზარდა, წარმოშობით ჩელიაბინსკის ოლქის სოფელ იუშკოვოდან იყო... ბავშვთა სახლიდან ის ჩეჩენმა ქალმა იშვილა და აღზარდა. სირიაში წასვლის შემდეგ, ის ტერორისტთა რიგებში სხვა სახელითა და გვარით იბრძოდა. გარკვეული დროის შემდეგ, მას თანამებრძოლებთან უთანხმოება მოუვიდა, რის გამოც სიკვდილით დასაჯეს და ის საშინელი კადრები კამერით გადაიღეს...

შემდეგ გაირკვა, რომ ხასიევის მკვლელიც რუსი იყო, - სოციალიურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოებში, მისმა ახლობლებმა, ქალაქ ნოიაბრსკის 28 წლის მკვიდრი, ეროვნებით რუსი ანატოლი ზემლიანკა ამოიცნეს, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში ფედერალურ ძებნაში იმყოფებოდა...

რუსული მედიის თქმით, ჯერ კიდევ 2015 წელს რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აცხადებდა, რომ პოსტსაბჭოთა სივრციდან,  ე.წ. ისლამურ სახელმწიფოში, 5-დან 7-მდე ათასი მოხალისე იბრძოდა. მოგვიანებით, რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის უფროსმა, ნიკოლაი პატრუშევმა განაცხადა, რომ "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში, 1000-ზე მეტი, რუსეთის მოქალაქე მოხალისე იბრძოდა. შემდეგ, განსხვავებული რაოდენობა დაასახელა "ეფესბეს"  ახლანდელმა უფროსმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა და თქვა, რომ ისინი 1700-ზე მეტნი იყვნენ... რუსეთის მედიის მეორე ნაწილის მოსაზრებით, პუტინის ხელისუფლებას ნამდვილად აქვს საფუძველი "ისლამურ სახელმწიფოში" არსებულ ვითარებაზე მრავალფეროვანი ინფორმაცია ჰქონდეს.

ლალი პაპასკირი ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე