უკრაინაში შეტაკებების დროს კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა, - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის ეროვნული გვარდიის წევრი დავით მაყიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ავრცელებს.
"კიდევ ერთი ღირსეული ქართველი ოფიცერი დავკარგეთ დღეს უკრაინაში, რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში", - წერს მაყიშვილი, თუმცა დაღუპულის ვინაობას, მისი ოჯახის წევრების საქმის კურსში ჩაყენებამდე არ ასახელებს.
დავით მაყიშვილის ინფორმაციით, გარდაცვლილი ჯარისკაცი "ქართული ბატალიონის" ან "აზოვის" რიგებიდან არ ყოფილა.